ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა უარი თქვა ორსაათიან ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რის სანაცვლოდაც მას 100 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს მისმა ყოფილმა აგენტმა, დევიდ ფოლკმა განუცხადა.
„სამი წლის წინ მას 100 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შევთავაზე. ყველაფერი, რასაც მისგან ითხოვდნენ, ერთ ორსაათიან ღონისძიებაში მონაწილეობა და შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოცხადება იყო.
მაიკლი იმდენად წარმატებულია, რომ შეუძლია აკეთოს მხოლოდ ის, რაც მოსწონს, და უარი თქვას მსგავს წინადადებაზე“, - განაცხადა ფოლკმა და უარი თქვა შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე.