„წადი ბანკში, ბანკი ფულს მოგცემს და თუ არ მოგცემს, თავში ქვა გიხლია, ეს ვერ არის კარგი მიდგომა“

„წადი ბანკში, ბანკი ფულს მოგცემს და თუ არ მოგცემს, თავში ქვა გიხლია, ეს ვერ არის კარგი მიდგომა“

მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 ათას ლარს. 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი დაიხარჯება მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერაზე, ეკონომიკასა და მეწარმეებზე - 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი. როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული გეგმა არ გულისხმობს პოსტკრიზისულ პერიოდის ეკონომიკის აღდგენას.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნული გეგმის შეფასებისას ამბობს, რომ გეგმა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ხელისუფლება სულ მალე, უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

დემურ გიორხელიძე: ეს არის გადარჩენის მოკლევადიანი გეგმა და შეიძლება ითქვას, რომ სულ არარაობას სჯობია. წარმოდგენილი გეგმა, არასწორი მიმართულებებით არის გაკეთებული. ერთადერთი, კარგი რაც არის, სოციალური დახმარებები იქნება 350 ათას კაცზე, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია რას ნიშნავს იმაზე ხაზგასმა, რომ დახმარება მიეცემა მათ, ვინც სამუშაო დაკარგა. ვისაც დაკარგული ჰქონდა და უმუშევარი იყო ის უნდა მოკვდეს შიმშილისგან? ამიტომ, გაუგებარი ბევრი რამ არის და ალბათ, ეს გეგმა კიდევ უფრო დაზუსტდება. კარგია, რომ სოფლის მეურნეობის სფერო ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ბანკებზე მიბმა, რომ ბანკებს მისცემენ ფულს, ისინი გასცემენ სესხებს და ამით ქვეყანა წინ წავა, ეს არის სწორედ ის უბედურება, რისგანაც ვერ გამოერკვა დღემდე ჩვენი მთავრობის მეთაური და სამწუხაროდ, შედეგიც ძალიან რთული იქნება. ბანკები ამ წელს დაამთავრებენ ფანტასტიკური მოგებით, მაგრამ ეკონომიკა იქმება უმძიმეს მდგომარეობაში. ამიტომ, ჩემი შეფასება ასეთია, რომ, რა თქმა უნდა, ეს გეგმა „არაფერს“ სჯობს, მაგრამ საბოლოოდ, აქედან არაფერი არ გამოვა.

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე კი არის გეგმაში ლაპარაკიმ მაგრამ ხვნა-თესვა ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის?

- რა თქმა უნდა, ძალიან დაგვიანებულია. სოფლის მეურნეობას თავისი აგრარული ვადები აქვს და ამ პერიოდში მთავრობას სოფლის მეურნეობაზე სიტყვაც არ დასცდენია. მხოლოდ გუშინ მისცა ნებართვა გლეხებს, რომ მიწა დაემუშავებინათ. ამიტომ მე არ ვიცი რა იქნება. ისე გავა ეს გაზაფხულის პერიოდი და როგორც მოუხვნელია უამრავი მიწა, ისევე დარჩება. ეს რას ნიშნავს, ამაზე დასკვნები მკითხველს მივანდოთ.

უფრო კონკრეტულად, რა გამორჩა თავის გეგმაში მთავრობას, რაზე უნდა მოეხდინა ფოკუსირება?

- მე პრემიერის დღევანდელ გამოსვლაში ვერ დავინახე, რომ ის გრძნობდეს იმ საფრთხეებს, რაც დღეს მსოფლიოს ემუქრება. ერთადერთი ნეტარი ქვეყანა მხოლოდ საქართველოა. ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, აქ ისეთ რამეს ვერ გააკეთებს, რასაც შეერთებული შტატები და მდიდარი ქვეყნები აკეთებენ, მაგრამ შენ გაქვს შენი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, არა მხოლოდ ადამიანების და მოქმედი საწარმოების გადარჩენა, არამედ სტიმულის მიცემა, რომ დღეს ადგილზე შეიქმნას პროდუქცია. ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. გადამამუშავებელ მრეწველობაზე განცხადებები არ ყოფილა. ის, რომ წადი ბანკში და ბანკი ფულს მოგცემს და თუ არ მოგცემს, თავში ქვა გიხლია, ეს ვერ არის კარგი მიდგომა. „აწარმოე საქართველოში“, რაზეც იყო ლაპარაკი, ეს არის პროპაგანდა, თითქოს რაიმე გავლენა ჰქონდეს ეკონომიკაზე, გარდა ერთი, ორი კარგი პროექტისა. ეს არის ის სქემა, რომელიც უვარგისია კრიზისულ პერიოდში და არანაირ დადებით შედეგს არ მოიტანს.

არსებული შეზღუდვები უკვე ადამიანების პროტესტს იწვევს, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ სიტუაციის ნებაზე მიშვებაც მძიმე შედეგებს მოიტანს..

- მთელი მსოფლიო ელოდება საშინელებას. ბუნებრივია, ადამიანები შეშფოთებულები არიან. შეუძლებელია დააბოლო ადამიანები იმ არაფრისმაქნისი რეკლამებით, რომელიც ტელევიზიებით გადაიცემა. იმიტომ, რომ ადამიანებს ფული უთავდებათ და მთავრობა ამდენი ადამიანის გამოკვებას, უბრალოდ, ვერ შეძლებს. ამიტომ, რაღაცნაირად უნდა მიეცეთ ადამიანებს საშუალება, რომ საკუთარ თავებს მაინც მიხედონ. ეს შეზღუდვები ფაქტობრივად, ძალიან აფერხებს სოფლის მეურნეობას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება ძალიან გაერთო ამ პროპაგანდით რაც გადის „იმედზე“. ეს შავი, ბოლშევიკური პროპაგანდა შეურაცხყოფს ადამიანებს. უნდა დავიცვათ დისტანცია, მაგრამ ბრიყვებივით არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ვიღაცა ჩვენზე ზრუნავს, ეს ცუდია, როგორც ჩანს, ამ პროპაგანდაში არსებობს სხვა მიზნებიც.

რა მიზნებზე საუბრობთ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?

- თუნდაც მარნეულის პროტესტი. არ არის საჭირო იმისი ხაზგასმა, რომ ისინი არიან ეთნიკური აზერბაიჯანელები, ესენი საქართველოს მოქალაქეები არიან და თუ მათ, დღეს ქართული ენა არ იციან და რაღაც პრობლემა აქვთ, ეს ქართველების ბრალია, ჩვენ არ ვუშვებთ მათ იმ საერთო ცხოვრებაში. მე არ მგონია, რომ იმდენად პარტიული იყვნენ მარნეულის მოქალაქეები, ასეთი მასშტაბის პროტესტი დაეგეგმათ და განეხორციელებინათ. თუმცა, პარტიული ორგანიზაციებიც ცხადია, თავისას ეცდებიან.

რატომ დააგვიანა ხელისუფლებამ, რატომ მიიყვანა სიტუაცია პროტესტამდე?

- ბევრ რამეზეა პრობლემა. ავკრძალეთ მანქანების მოძრაობა და მაინც უამრავი მანქანა მოძრაობს, ამაში რაიმე გონიერი არის? ისევ ნეპოტიზმი, ისევ ცუდი რეაქციები და ამას, რა თქმა უნდა, მოაქვს ნეგატიური განწყობები.

გასაგებია, რომ არსებული შეზღუდვები დისკომფორტს ქმნის თითოეული ადამიანებისთვის, მაგრამ ეს იმ სტატისტიკით და მოცემულობითაა გამოწვეული, რაც ჩვენთან ერთად მთელს მსოფლიოშია, არ მეთანხმებით?

- მე მინდა, რომ ვენდო ექიმებს. კარგია, რომ ექიმებმა თავიდანვე შეძლეს დაეკავებინათ თავისი ადგილი, ამაში ხელისუფლებასაც მადლობა ეკუთვნის, მაგრამ სხვადასხვა შეხედულებები არსებობს. მაგალითად, შვედები საერთოდ უგულებელყოფენ ყველანაირ შეზღუდვას და არ ვიცი, რა გამოვა. მაგრამ, მგონია, რომ შეზღუდვები სრულიად მისაღებია და არანაირი უკმაყოფილება არ შეიძლება იყოს, უბრალოდ ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია ის საზიზღარი ბოლშევიკური რეკლამა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გადის ტელევიზიებით, ხელები დაიბანე, იჯექი სახლში და ასე შემდეგ, ეს არის შეურაცხმყოფელი.

საარჩევნო წელია და ხელისუფლების რეიტინგზე როგორ აისახება ეს ყველაფერი, წარმატებების პარალელურად არსებოს კიდევ გარკვეული ჩავარდნებიც...

- ძალიან მინდა, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან მინიმალური ზარალით გამოვიდეთ. არც ერთი ხელისუფლება არ არის მარადიული. ამ ხელისუფლებას, გარკვეულ შემთხვევაში რეიტინგი უმაღლდება, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი. სიტუაცია მთელს მსოფლიოში იმაზე უარესია, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს. რა მოხდება, თუკი ევროპაში დაიწყება სოციალური ბუნტი? გაეროს ხელმძღვანელების მიერ გაფრთხილებულია მსოფლიო, რომ უზარმაზარი შიმშილია მოსალოდნელი, სად გაიქცევა მაშინ ხელისუფლება, ისევ პროპაგანდას განახორციელებს? „იმედი“ სად გაიქცევა? ამიტომ ყველაფერს პრაგმატულად უნდა დანახვა. საშიშროება მსოფლიოსთვისაა და საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირი საფრთხე არ არის? ეს ილუზიაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებები, ოცდაათი წელია, ყოველთვის ილუზიაში იყვნენ და რითი მთავრდებოდა ეს, ყველამ კარგად ვიცით.

ხელისუფლებას ამ შემთხვევაში შეუძლია ხელი მსოფლიო კრიზისისკენ გაიშვიროს...

- მსოფლიოში უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია, 22-მა მილიონმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა. უდიდესი გამოცემები გადმოსცემენ იქაურ მძიმე სიტუაციას, ფაქტიურად დახლები ცარიელია, ეს ხდება უმდიდრეს ქვეყანაში. ამერიკის ხელისუფლებამ, ტრილიონობით დოლარი გაისროლა, რომ ეკონომიკა გადაარჩინოს. საქართველო არის უღარიბესი ქვეყანა, მოსახლეობას აქვს კვების პრობლემა და ის მიზერული ერთჯერადი დახმარების სახით გაცემული თანხები, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, საკმარისი არ არის. მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სერიოზულად არიან მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემებით შეშფოთებული და ერთადერთი არხეინი ქვეყანა, ქოცებად და ნაცებად დაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს შეურაცხყოფენ, თითქოს ერთი საფრთხე არ არსებობს, არის საქართველო. ეკონომიკა ისედაც მკვდარი იყო, ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული და უკვე აკრძალვაა დაწყებული კვების პროდუქტების ექსპორტისა, ანუ, ჩვენ ვერ განვახორციელებთ იმპორტს. ამიტომ, ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს შემდეგზე: პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ერთი გოჯი მიწაც კი არ დაჩეს დაუმუშავებელი და გამოუყენებული. შიმშილი რომ დაიწყოს, ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთებს, ეს ღარიბი ქვეყანაა. ამიტომ, ხელი უნდა შევუწყოთ იმათ, ვისაც შეუძლია რამე აკეთოს და შემოსავალი გაიჩინოს. უახლოესი წლები იქნება უმძიმესი.

 

amo "პოლიტიკოსი აკეთებს თავის საქმეს, ის ვალდებულია პროფესიონალურად განახორცილოს პროექტი, პროექტი კი უნდა შეირჩეს პროფესიონალებისგან. აი, ეს სინთეზი კორონასთან ბრძოლის დროს წარმოაჩინა გახარიამ. ანალოგიური ნაბიჯებია გადასადგამი ეკონომიკაში და ყველა იმ პრობლემურ სიტუაციაში, რომელიც აღმოცენდება. თავისივე გამარჯვებიდან უნდა ისწავლონ“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ."
3 წლის უკან
ხიროხიტო ძალიან კარგია რომ მთავრობამ კომერციულ ბანკებს 600 მილიონი ლარი გამოუყოო - აცხადებს ექსპერტი სოსო მანჯავიძე, მაინტერესებს აქ რა დაინახა კარგი? რაიმე ზიანი განიცადეს და ამის საკომპენსაციოდ? სრული სიშლეგეა. კომერციულ ბანკებს მთავრობა გამოუყოფს თანხას და ისინი 15%-ად მიასესხებენ მეწარმეებს და ხალხს.
სამწუხაროდ ჩემო სოსო, ეს არის ხელის მოთბობა და საბიუჯეტო ფულის გათეთრება. ის ფული რომელიც ეკუთვნის ხალხს (უპროცენტოდ) ახლა კომერციული ბანკების საშუალებით ხელმისაწვდომი ხდება ხალხისთვის 15%-ის გადახდის შემდეგ. გარდა ამისა 600 მილიონი, რომლის ფლობაშიც კომერციულ ბანკს არანაირი წილი არ აქვს (თუნდაც იმიტომ რომ კომერციულია) სახელმწიფოსგან ეძლევა საჩუქრად (0%-ად). ასეთი კრეტინიზნი ჯერ ფსიქიატრიაშიც კი არ არის აღწერილი არა თუ ეკონომიკაში და რას უჭერს მხარს სოსო გასაკვირია.
ჩემო სოსო, ჭკვიანი კაცი ხარ და არ არის საჭირო ასეთი მლიქვნელობა. ხომ ცხადია, რომ ეს 600 მილიონი არის სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვა პანდემიის საბაბით და პოლიტიკური მეთოდებით. სრული ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი, რადგან არანაირი ზარალი ბანკებს არ განუცდიათ. არანაირი

გახარიაზე ამბობენ კარგი კრიზისული მენეჯერიაო. სად დაინახეს მისი თუნდაც კრიზისული მენეჯერობა? 600 მილიონის გაფლანგვა (სულ რბილად რომ ვთქვათ) არის კარგი მენეჯერობა? თუ გაბრაზებული რომ გველაპარაკება იმაში იგულისხმება კარგი მენეჯერობა? ასეთი ტოპკების აწევა თითქმის მკვდარი ნაციონალებისთვის არის კარგი მენეჯერობა? ეს ნაბიჯები არის სრული პოლიტიკური და ეკონომიკური სიბეცე (როგორც მინიმუმ) და ეს კაცი იყო ეკონომიკის მინისტრი, ანუ მან თითქოსდა იცის რა არის ეკონომიკა... არადა აზრზე არ ყოფილა...
ამ მლიქვნელმა საყვარელიძემ რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები აღმოაჩინა? არათუ გახარიას არამედ მთლიანად საქართველოში არავის არ მიუღია არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება რამოდენიმე წელია. პოლიტიკურად დიდი ხანია ვართ მკვდრები. პენსიების დარიგება არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.............................
3 წლის უკან
DDDzia ხიროხიტო
რას ელოდები, თუ არა ამას?
მართლა ვინმე ჩვენს განვითარებასა და ფეხზე დადგომაზე ოცნებობს?
თუ ეს ე.წ. ექსპერტები ამბობენ იმას, რაც სიმართლეა?
აბა ყურადღებით მოუსმინე, ოღონდ მოსმენისას თანამდებობების პირების, ქალაქების და პიროვნებების სახელებზე ჩვენებური, ქართული შექმენი და რასაც მიიღებ, ჩვენც გაგვიმხილე.
ბმული
3 წლის უკან
DDDzia "...ჩვენებური, ქართული ასოციაციები შექმენი..." - გამომრჩა წინა ტექსტში
3 წლის უკან
Katana . ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები (ასე რატომ აკეთებთ, რატომ ისე არ აკეთებთ, რატომ საკუთარი ჭკუით არ მოქმედებთ და ა.შ.) არის სასაცილო მიამიტობა და გამოიყურება, როგორც ქუთაისელი მაყურებლის პრეტენზია ჭიჭიკიასადმი, - დაარტყი, ბიჯო, პენალტი, ვინ ჰკითხავს სუდიასო!..
ვინ დაგარტყმევინებს, კარგად ხო ხარ!..
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli amo თქვენ მოგმართავთ, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ პიროვნულ კოლიზიაზე - ნერვიულობ და იქნებ ვერ შევნიშნე სად წერია რომელ ეტაპზე ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მატარებელი ავტობუსი, მარშრუტკა?! მაგალითად ჩემი ოჯახის წევრს ჩემთან დარეგისტრირებულს რომელიც თბილისში ჩარჩა როდის შეეძლება სახლში დაბრუნდეს, გურიაში??!! ახლა თქვეს ტელევიზიით ორშაბათს და სამშაბათს 2 დღის განმავლობაში მოქალაქეებს ექნებათ უფლება დაბრუნდნენ რეგისტრაციის ადგილზეო! მერედა რითი უნდა დაბრუნდნენ თუ საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს ადამიანს?! გადავირიე კაცი! ვის ვკითხო ისიც არ ვიცი!
1 დღის უკან
Aburjga TasmanieliHelp!!!
1 დღის უკან
Aburjga Tasmanieliხალხს ემიგრანტებს და ჩარჩენილებს თვითმფრინავებით აბრუნებენ სხვა ქვეყნებიდან! აქ საქართველოში რა ვქნათ, შიდა გადაადგილებასტან დაკავშირებით ვკითხულობ?! რით დავბრუნდეთ სახლში, რეგისტრაციის ადგილას?!
23 საათის უკან
3 წლის უკან
Katana . Aburjga, იუმორით შეხედე ამ ამბავსო, ნამდვილად ვერ გირჩევ, რადგან ვხედავ, არა გაქვს საქმე სახუმაროდ და საღლიცინოდ... მაგრამ ასეთი გაურკვევლობის შექმნა როგორ მოახერხეს, როცა მართლა არავინ იცის, ვისი ის ვის იმაშია, მიკვირს!
მე მგონი, ნინო კუზანოვას იდეა ჯობია ყველა სხვა ვარიანტს: გავაუქმოთ ეს კარანტინები, მსუბუქი მანქანების გადაადგილების აკრძალვები და ყველამ თვითონ დაიცვას თავისი თავიო! ვინც არ დაიცავს და დაავადდება, იმან კიდე საკუთარი ხარჯით იმკურნალოსო!..
3 წლის უკან
dimpi DDDzia პროპაგანდისტულ ფილმს გავს და არი, თუმცა ბევრი დეტალი საინტერესოა... როგორც მავანს უნდა ყურს იმ მხრიდან მოაბავს..
მაგრამ, იმას რას უშვები რომ რეფორმა(ე.წ. პერესტროიკა) აუცილებელი იყო და და ძველებურად ვერ გაგრძელდებოდა?
ხოლო თავის დროზე რატო არ გაატარა რეფორმები ძველმა ნომენკლატურებმა მაგას ვის მოთხოვ?
3 წლის უკან
DDDzia dimpi
შენ ერთი ჩემი ახლობელივით ამბობ - ფაქტები კარგია, მაგრამ დასკვნები არ უვარგათო.
რა არის აქ პროპაგანდისტული?
ის, რომ ქვეყანა ღალატით დაანგრიეს? რა ქონდა იმ ქვეყანას დასანგრევი? რეფორმების საჭიროება ქვეყნის დანგრევის აუცილებლობით იყო განპირობებული? არ შეიძლებოდა რეფორმები ქვეყნის დაუნგრევლად?
მე ამ ფილმში პროპაგანდისტულს ვერაფერს ვერ ვხედავ.
განა ისე, როგორც ზემოთ დავწერე, ამ ფილმში ქართული სახელები რომ შევიტანოთ, აქაც იგივე არ ხდება?
ერთი-ერთში.
აბა ყურადღებით წაიკითხე სახელმწიფოს მართვის ეს სახელმძღვანელო, განსაკუთრებით მე-5 თავი და დარწმუნებული ვერ, რომ ნახავ, რომ როგორც ჩვენი, ასევე ყველა ყოფილი სსრკ რესპუბლიკების დღევანდელ ყოფას ზუსტად ასახავს. ბმული
3 წლის უკან
dimpi DDDzia ვერ ხედავ? ყურადღებით მოუსმინე(ყურება არ წარმოადგენს აუცილებლობას) შენივე დადებულ ბმულს და ადვილად შეამჩნევ შოვონიზმზე აგებულ პროპაგანდას
იმ შოვინიზმზე რომელმაც მთავარი როლი ითამაშა სსრკს დანგრევაში, თორე ეხლა გადაბრალებით ვისაც გინდა იმას აბრალე, იქნება ეს ამერიკა თუ გრენლანდია
3 წლის უკან
dimpi რა თქმა უნდა არ იყო სსრკ დასანგრევი, მაგრამ ჩემთან ნუ კი იძახი პრეტენზიას, იმათ უთხარი რომლებიც ნომენკლატურაში მიყვნენ, მაგრამ არა მგონია მოგისმინონ; თავისი კუთვნილი მილიონები და კაბინეტები დააზაგაჟიკეს უკვე...
3 წლის უკან
dimpi პოსტის გასწორების (თუნდაც გრამატიკულად) ფუნქცია ვერ დაუყენეს ამ საკომენტაროს? რამდენი ხანია უკვე, ვინდოვს 7 აღარ არი გაუქმდა, ეხლა ვინდოვს ათია
ეგრე ფიქრობდა სსრკს ნომენკლატურაც და ჩამოენგრათ ჭერი თავზე, არაფერი ახალის და ინოვაციურის გაგონება არ უნდოდათ, იჯდნენ კაბინეტებში და მოითფეს ტრაკები
3 წლის უკან
DDDzia dimpi
მერე რა არის ტყუილი?
ის, რომ ყველა (!!!), აბსოლუტურად ყველა (!!!) ოლიგარქი ებრაელია?
ეს მართლა შემთხვევითია, როგორ ფიქრობ?
ე.ი. 140 მილიონში, რომლების შედგება მინიმუმ 100 ეროვნებისგან, ყველაზე ჭკვიანები, ალღოიანები და ბედიანები მარტო ებრაელები, გავიმეორებ - მარტო ებრაელები აღმოჩდნენ?
შენ თვითონ არ დაგაეჭვებდა ეს ფაქტი?
აქ არაფერი არაა პროპაგანდისტული. შოვინისტური არის, მაგრამ ობიექტური მიზეზებით გამოწვეული.
ხოლო შოვინიზმი, რაკი ასე ამახვილებ ყურადღებას, ჩვენ, ქართველებს არანაკლები გვაქვს, ვიდრე რუსებს.
და არა მარტო ჩვენ ან რუსებს, ყველას, ვინც ისტორიულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ყველას.
პინსოდებიც კი, რომლების ჩათრეულები არიან სხვის ტერიტორიაზე, ისინიც ჩვენზე და რუსებზე არანაკლები შოვინისტები არიან - ვერ იტანენ ფრანგებს, ირლანდიელებს, იტალიელებს, ესპანელებს და ყველა სხვას, რომლების მეთან ერთად, ან მათ მერე ჩაეთრნენ ამ კონტინენტზე. სამსახურში აყვანის პირველი კრიტერიუმი ანგლო-საქსური წარმოშობაა. რუსული წარმოშობა, მათ მიერ გავრცელებული პროპაგანდის გამო, მხოლოდ განგსტერულია და ისევე კნინდება.
3 წლის უკან
Katana .
dimpi: "DDDzia ყურადღებით მოუსმინე შენივე დადებულ ბმულს და ადვილად შეამჩნევ შოვონიზმზე აგებულ პროპაგანდას"
-------------
დათასი არ იყოს, მესმის მაინც ყველაფერი და, შემოგიერთდებით, ბატონებო, თუ არ გეწყინებათ :))

dimpi, რას გულისხმობთ და სად ხედავთ შოვინიზმს? --
ვისაც რუსეთის მთელი სიმდიდრე ჩაუვარდა ხელში, იმათ სახელები შეიძლება რუსული აქვთ, მაგრამ გვარები ებრაული აქვთო, - წუხს ავტორი ერთგან...
ამას თუ გულისხმობთ, მე ამაში შოვინიზმს ვერ ვხედავ! ეს არის ფაქტი და ძალიან გამიკვირდებოდა, რუსი რომ ამ ფაქტით აღფრთოვანებული ყოფილიყო!
3 წლის უკან
Katana . P.S. 22 წამით დამასწრო DDDzia-მ პასუხი :) რომ წამეკითხა, მე აღარ დავდებდი ჩემს რეპლიკას.
3 წლის უკან
Katana . მაგრამ ვერც თქვენ დაგეთანხმებით, DDDzia, ამერიკელების შოვინიზმში! - ორი ათეული წელია ვცხოვრობ ამ ქვეყანაში და, თუ დამიჯერებთ, არანაირი შოვინიზმის ნასახი აქ არ შემინიშნავს! - ამერიკული შოვინიზმი საბჭოთა პროპაგანდის ნაყოფია მხოლოდ.
მექსიკელებიც, ნიკარაგუელებიც ჩინელებიც, რუსებიც და ქართველებიც, მათი ცოდნის, ენის ფლობის და პირადი კომუნიკაციური უნარების მიხედვით, აბსოლუტურად თანაბარ შანსს ფლობენ წარმატებისა.
არც ესპანელები და არც ესპანურენოვანები არავითარ დისკრიმინაციას არ განიცდიან. მეტიც: ესპანური მეორე სახელმწიფო ენაა და მოსახლეობის დიდი ნაწილი ფლობს კიდეც ამ ენას.
3 წლის უკან
dimpi ეგეთი მსჯელობა ჩიხში შეგვიყვანს, მე დიალოგს არ ვმართავ ჩიხში შესვლისთვის, არამედ ...
გარდა მაგისა გელაპარაკებით სსრკს პოზიციიდან და არა რუსების მენტალობით...
სწორედ რუსებს მიუძღვით დიდი წილი თავიანთი შოვინიზმის გამომკიდე სსრკს დანგრევაში, აბა მართლა სმტრედიის რკინიგზის გადაკეტვამ გამოიწვია სსრკ ნგრევა?
3 წლის უკან
ხიროხიტო გამარჯობა ძია

ვნახე და ვიცი რაც ხდება, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა უცხოელი ბანკების მიზანია ფულის შოვნა, რასაც ისინი ყველა მეთოდით ახორციელებენ. ეს გასაგებია. უფრო გაუგებარი იქნებოდა ისინი რომ ჩვენზე ზრუნავდნენ.

მე ჩვენი მთავრობის ქცევა მსურს დავანახო ხალხს, რომელიც მიშას მთავრობაზე უკეთესი არაფრით არ არის. იმის ნაცვლად რომ ჩვენს ინტერესებს იცავდნენ ბანკებს აკეთებინებენ ფულს, თუმცა არც ეს მიკვირს, მისი ინტერესებიც არის და გასაგებია.
ყველაზე მეტად მე ჩვენი, ქართველი მოსახლეობის მიკვირს აღტაცებული რომ არის მთავრობის და კერძოდ გახარიას პიროვნებით (მათ შორის ზარდიაშვილის (კახელის) გახარიაზე რომ იძახის ძლიერი კრიზისული მენეჯერიაო.
რა უხარიათ ქართველებს ასეთი უსუსური მთავრობა რომ ჰყავს? აი დღევანდელი პოსტიდან მისი ნაბჟუტურევი:

„ჩვენი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ფერმერობის მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, არა მხოლოდ ჩვენი შინამეურნეობის მოთხოვნაზე, არამედ რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი და რომელიც დღეს არ არის“, - განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გახარიამ.

მისი განმარტებით, შიდა მოთხოვნილების ექსპორტით ჩანაცვლება მოკლე პერიოდში უკიდურესად რთული იქნება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, ფერმერების დახმარების სპეციალური ღონისძიებების ნუსხა უახლოეს მომავალში წარუდგინოს მთავრობას.

„ჩვენი შემდგომი ყურადღების და დახმარების ობიექტი იქნება, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. პირველი, როგორც მინიმუმ, ფასების რადიკალური ვარდნა იქნება მათ წარმოებულ პროდუქციაზე და საერთოდ გასაღებაც პრობლემა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
____________

ამ ადამიანს რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრი იყო, წარმოდგენა არა აქვს ეკონომიკაზე, დავიწყოთ მიმდევრობით -მე-2 აბზაცში ამბობს რომ შიდა მოთხოვნილების ე ქ ს პ ო რ ტ ი თ ჩანაცვლება რთული იქნება და ა.შ. ანუ იმის თქმა უნდა რომ საჭირო პროდუქტების შემოტანა გაჭირდება და შიდა მოთხოვნილებას ექსპორტით უცებ ვერ ჩაანაცვლებო. მაგრამ ექსპორტი გატანას ნიშნავს და არა შემოტანას, აქედან გამომდინარე თუ შიგნით გვაქვს დეფიციტი კიდევ გარეთ გაგვაქვს? აბსურდია ხომ?

კი ბატონო დავუშვათ შეეშალა სიტყვა (გადაიღალა) და სიტყვა შეეშალა. კი ბატონო, ვნახოთ შემდეგი აბზაცი სადაც ამბობს პირველი იქნება ფასების ვარდნა პროდუქტებზეო !!! ანუ (წინა აბზაცში რაც თქვა) ექსპორტი (ანუ უცხოეთიდან საკვების შემოტანა) უახლოეს პერიოდში შემცირდება და ეს გამოიწვევს პროდუქტებზე ფასების ვარდნასო. თუ შემოტანა გაჭირდება და ბაზარზე დეფიციტი იქნება (მაკარონი, ბრინჯი, შაქარი და ა.შ) ეს ფასების ვარდნას როგორ გამოიწვევს?

კი ბატონო, იგი სოფლის მეურნეობის ადგილობრივ წარმოებას გულისხმობსო მეტყვით, კარგით, მაგრამ მან ხომ იცის რომ საქართველოში კიტრიც, პომიდორიც, ხახვიც, კარტოფილიც, ვაშლიც, ატამიც, გარგარიც, ხორციც, ქათამიც და ა.შ. იმპორტირებულია. ანუ შიდა ბაზარზე არ იწარმოება იმდენი, რომ ყველას ეყოს, მაშინ ფასები როგორ დავარდება? მითუმეტეს გაყიდვა როგორ გაჭირდება? პირიქით მცირე პროდუქცია გამოიწვევს ფასების ზრდას.ასეა?

ცოტა ხნის უკან აქ იყო ზვიად ტომარაძის სტატია სადაც მოყვანილი იყო ეს დეფიციტის მონაცემები. როგორ დავიჯერო ზვიადმა იცის ეს და პრემიერმა არა? თუ არ იცის აბა რისი მენეჯერია (მითუმეტეს კრიზისული)? ან რომ არ იძინებს რას აკეთებს? თუ იცის დასკვნას ვერ აკეთებს?

კატანამ თქვა ___ ამ ვიდეოს მერე მთავრობას რას ერჩითო. კი მაგრამ როგორ დავიჯერო რომ ამ სიკრეტინეს ამერიკელები უწერენ გახარიას? რა თქმა უნდა არა - რაც თავში აქვს ქარები და ოფოფები, იმას ამბობს, აბსურდს ამბობს და ჩვენც ტაშს ვუკრავთ რას ამბობთ ღამეებს ათენებს, მასონებს ებრძვის, არავისაც არ ებრძვიან ესენი ჩვეულებრივი ნომენკლატურისტების შთამომავლები არიან.

აი შემდეგი მაგალითად იგივე ინტერვიუს პირველი აბზაცი:
„ჩვენი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ფერმერობის მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, არა მხოლოდ ჩვენი შინამეურნეობის მოთხოვნაზე, არამედ რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი და რომელიც დღეს არ არის“, - განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გახარიამ.

გაიგეთ რამე? რა თქმა უნდა ვერაფერი. და თუ რაიმე გავიგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მოინდომეთ და თქვენი ცოდნიდან დაუმატეთ ის რასაც იტყოდით მის ადგილზე ანუ - ფერმერული ბიზნესის სტრუქტურა ითვალისწინებდა ტურიზმის მოთხოვნებს და რადგან ტურიზმი აღარ არის ეს ფერმერულ პროდუქციაზეც, აღარ იქნება მოთხოვნილება.

საინტერესოა რას აგენერირებდა ტურიზმი? ისეთი რა ეგზოტიკური პროდუქცია გვქონდა რომ მისი გულისთვის ჩამოდიოდა ტურისტი და ახლა რომ აღარ ჩამოვა ასე ერთიანად (სრულად იყო დამოკიდებულიო) გაგვიფუჭდება?

რა თქმა უნდა ასეთი სოფლის მეურნეობის პროფუქცია არ გვაქვს, არც ასეთი დარგია, რომელიც ერთიანად ამოიძირკვება. კიტრ-პომიდორ-კარტოფილზე ალბათ არ არის ფიქრიც კი. ალბათ ისევ ყურძენი და ღვინო.... ვითომ ამისთვის ჩამოდიოდნენ ტურისტები? და ამ ტურისტების ჩამოსვლაზე იყო სრულად დამოკიდებული? სრულადო, სრულადო... ანუ ტურისტები სრულად ჭამდნენ ყურძენს, სრულად სვამდნენ ღვინოს და რომ აღარ ჩამოვლენ დარგი მოკვდება?

ასეთი პროდუქცია არ არსებობს სოფლის მეურნეობაში. მაშინ რას ბჟუტურობს?

ეს რას ბჟუტურობს გასაგებია, არ იცის რა ხდება და თავს გვაჩვენებს (პრეტვარიაეტსია) რომ რაღაცას აკეთებს. მისი პოზიცია გასაგებია, თაღლითებით არის სავსე მსოფლიო, მაგრამ ჩვენ რატომ ვიტყუებთ თავს? თან მასობრივად? როდემდე ძია, როდემდე?
3 წლის უკან
dimpi პ.ს. "აქ არაფერი არაა პროპაგანდისტული. შოვინისტური არის, მაგრამ ობიექტური მიზეზებით გამოწვეული."
პირიქით, მთლიანად ეგ ვიდეო სხვა არაფერია თუ არა სხვაზე გადაბრალების პროპაგანდა, რაც გამოიწვია სწორედ შოვინიზმმა


მოგესალმებით ძველ ჰუსერებს, ხიროხიტო ალბათ ეს ფილმი დაგაინტერესებს ფინანსებზე: ბმული
3 წლის უკან
DDDzia ხიროხიტო
ჩემს მიერ პოსტის დადების მიზანი იყო ჩვენება იმისა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველა მისი რესპუბლიკა გახდა გამარჯვებული ქვეყნის კოლონია. ამ ვიდეოში ეს კარგად ჩანს რუსეთის მაგალითზე, რუსეთის მასშტაბების გამო.
მაგრამ, ჩვენ ზუსტად ისეთივე კოლონია ვართ, როგორც რუსეთია და თუ რუსეთს აქვს შანსი, ძალა და კადრები იმისთვის, რომ ამ კოლონიალური მდგომარეობიდან გამოვიდეს (კონსტიტუციის შეცვლის ამოცანა, რომელიც სულ ახლახნ უნდა განხორციელებულიყო და რაზედაც პინდოსებმა და მათმა ერთგულმა ლიბერასტებმა ერთი გნიასი ატეხეს), ჩვენ ასეთი არც შანსი და არც ძალა არ გაგვაჩნია.
ჩვენი ქვეყანა ფაქტიურად განწირულია.
ჩვენ აღარ გვაქვს ჩვენი ინდუსტრია, ეკონომიკა, არმია. არ გვყავს ნამდვილი პარტნიორები, არ გვაქვს ჩვენი პროდუქციის გასაღების ბაზრები.
ყველა, ჩვენი მეტ-ნაკლებად მისაღები პარტნიორები ჩვენი კოლონიზატორების მეშვეობით მტრებად მოვიკიდეთ. მტრებად მოვიკიდეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა (აფხაზები, ოსები).
განხორციელდა კოლონიალური მმართველობის უძველესი პრონციპი - გათიშე და იბატონე.
იმავეს აკეთებენ ახლა რუსებიც ჩვენთან - მათაც გაგვთიშეს ოსებთან და აფხაზებთან ჩვენივე სიდურაკის გამო და ისინიც ბატონობენ.
არმია საერთოდ დაგვაშლევინეს - გაგვაუქმებინეს მისი შემადგენელი თანამედროვე ნაწილები და დაგვატოვებინეს მხოლოდ ის, რაც მათ სჭირდებათ ავღანეთში თუ კიდეს სხვა ადგილებში მხოლოდ საოკუპაციო სამსახურის ჩასატარებლად, რა თქმა უნდა მხოლოდ მათი ეკონომიკური ინტერესებისთვის.
ჩვენ საერთოდ არაფერი არ გვაქვს აქედან ნატოში, ევროკავშირში თუ კიდეს რაღაც ეიფორულ ორგანიზაციაში გაწევრიანების დაპირების გარდა. ჩვენი ისიც კი არ ვიცით, რად გვინდა ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება?
ჩემს ზემოთდადებულ პოსტში ნიკოლო მაკიაველის "მთავარის" ქართული ვერსიაა. ამ ნაშრომს სტალინმა ხელით გაუკეთა შენიშვნა - прекрасное руководство по управлению государством.
გადაიკითხეთ ეს ნაწარმოები და ზუსტად მიაგნებთ ყველა იმ შეცდომას, რომელიც დაშვებული იქნა სსრკ-ს, ზვიადის, შევარდნაძის, დორბლიანის დროს. სასწაულია, როგორი სიზუსტითაა აღწერილი სახელმწიფო მოწყობის და სისტემის ესა თუ ის მოდელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. როგორ ემთხვევა აშშ-ს სტრატეგია და ტაქტიკა ამ ნაწარმოების შინაარსს.
ასე, რომ თქვენი რიტორიკული შეკითხვის ("როდემდე ძია, როდემდე") პასუხად გიპასუხებთ, всё, это тупик. თუ რამე სასწაული არ მოხდა, ჩვენ ამ წუმპიდან ვეღარ ამოვალთ. პაპამ იცის ხოლმე, რომ ჩვენ ადრეც ვიყავით, ახლაც ვართ და მომავალშიც ვიქნებითო, მაგრამ ეს ფიზიკური ყოფაა მხოლოდ, რომელიც ყოფიერების ქვედა ზღვრის დონეზეა, ფიზიკურად გადარჩენის დონეზე. თანამედროვე სამყაროში გადარჩენისთვის ეს საკმარისი არ არის.
აქედანაა ჩვენი დღევანდელი მთავრობაც - პრემიერიც, მინისტრებით.
სხვათა შორის, მაკიაველის ნაშრომის მე-5 თავში გაწერილია ოლიგარქების საჭიროების არსი და მათი შექმნის აუცილებლობა. დიახ, აბსოლუტურად ზუსტად სრულდება ეს რჩევა პინდოსების მიერ რუსებისა და ჩვენს მიმართ და პინდოსების მიერ რუსების მიმართ.
რაც შეეხება გახარიას - გახარიაც ამ სისტემის შვილია. ისიც იმას იტყვის, რასაც ოკუპანტი დაუწერს და გაბედოს, და რამე თქვას სხვანაირი - ღარიბაშვილივით გაუშვებენ სახლში.
3 წლის უკან
ხიროხიტო დიმპი
მე მხოლოდ სსრკ-ს ბოლოს მოვესწარი, სსრკ-ს ჯარშიც ვიყავი მაგრამ რუსული შოვინიზმი არ შემხვედრია არსად, დერჟავიკებიც იშვიათად. თუ ვინმე გამოირჩეოდა სსრკ-ს ინტერნაციონალური პროპაგანდის ფონზე ეროვნული ნიშნით ეს ვიყავით ქართველები, სომხები და ბალტიისპირელები, ჩეჩენ-დაღესტნელები ცალკეულ შემთხვევებში.

ამას ობიექტური წინაპირობა ჰქონდა ქართველ-სომხები უძველესი, მაგრამ პატარა ერები, ვიყავით სსრკ-ში _ წარსული დიდი გვქონდა და საამაყო, ხოლო რაოდენობა მცირე და გათქვეფის საშიშროება დიდი. ამიტომ ქართველებს უფრო მცირე გვქონდა ინტერნაციონალიზმის სურვილი. აქედან გამომდინარე შეუძლებელია რუსი ყოფილიყო სსრკში უფრო დიდი შოვინისტი, მისთვის შოვინიზმი უფრო წამგებიანი იყო ვიდრე ინტერნაციონალიზმი. ამის დადასტურებაა დღევანდელობა. თუ სსრკში რუსი, უკრაინელი, ბელორუსი (მინიმუმ) და იაკუტები, ჩუქჩები და ა.შ. (მაქსიმუმ) ყველა განიცდიდა რუსიფიკაცია და თითქმის რუსი იყო (უკრაინელების 90%-მა უკრაინული არ იცოდა) ახლა “შოვინიზმის“ პირობებში პატარა ხალხებიც კი აღარ თვლიან თავს რუსებად.

აქედან გამომდინარე, რუსებისთვის შოვინიზმი სსრკში აბსოლუტურად არასაჭირო იყო და არც არსებობდა რეალურად (ეს დღევანდელი პროპაგანდა წარმოადგენს მაშინდელ რუსს შოვინისტად). ქართველი ან სომეხი თუ რუს ქალს “შეაცდენდა“ და ის გაბრაზებული „ტუპოი გრუზინს“ ან სხვა რამეს დაუძახებდა ეს რა თქმა უნდა შოვინიზმი არ არის. პირიქით რუსებს ძალიან უყვარდათ ქართველებთან და სომხებთან მუშაობა რადგან ჩვენები „პატივისმცემლები“ იყვნენ და ეს მოწონდათ. თვითონ მასობრივად ვერ ბედავდნენ „მაქინაციებს“ და მიწერებს (უჩივლებდნენ რუსი თანამშრომლები), ხოლო ქართველები ადვილად რისკავდნენ, შესაბამისად, რუსებს არანაირი შოვინისტური გრძნობები არ ჰქონიათ ქართველების მიმართ (ეს მოკლედ).

თუმცა სსრკს შემდეგ უკვე ჩვენ გავხდით ინტერნაციონალისტები. თუ რუსის ინტერნაციონალიზმს ჰქონდა მიზანი (სხვა ხალხების ასიმილაცია) ჩვენს ამჟამინდელ ინტერნაციონალიზმს არ აქვს არანაირი გამართლება, პირიქით სრული სირეგვენის მაუწყებელია, რადგან ათქვეფის მასშტაბები არათუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა. ხოლო რუსების “შოვინიზმს“ სრული საფუძველი აქვს _ გადაგვარების, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, გაძარცვის რეალური საფრთხე.

და თუ ახლანდელი რუსი ხედავს რომ ატყუებენ (ძარცვავენ მის ქვეყანას) და იძახის ხმამაღლა ეს შოვინიზმია? აბა რა უნდა თქვას კარგია და უარესიც გიქნიათო? სსრკ-ს დროს ხომ არ შევეჩვიეთ როცა სსრკ-ს (რუსეთს) ვძარცვავდით და ჩუმად რომ იყო ყველა? ან იქნებ ქართველების პოზიციაა კარგი გვძარცვავენ და ხმის ამოღებაც არ გვინდა?

ძიამ იმიტომ მოგვწერა - ნახეთ ეს ფოლმი და ქართულად გადაიაზრეთო. ანუ რასაც რუსებს უკეთებენ იმას გვიკეთებენ ჩვენცო... ის განსხვავებაა მხოლოდ, რომ რუსებს რომ აუპატიურებენ ყვირიან და ჩვენ ხმის ამოღება არ გვინდა.. პატიოსნები ვართ

ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა: ალენ დელონმა სექსი შესთავაზა რუსს, ქალმასანაცვლოდ დუბლიონკა მოითხოვა, ფრანგმა იახტა და ა.შ. ქართველმა უთხრა - კი, მაგრამ არავის უთხრაო.... პატიოსნებას გაუფრთხილდა...

ყველამ იცით გამოთქმა სირაქლემასავით აქვს თავი მიწაში ჩარგულიო (ანუ არაფრის დანახვა არ სურსო), მაგრამ ამ გამონათქვამში კიდევ ისაა ცუდი, რომ სირაქლემას, თავჩარგულობის დროს, უკანალი აქვს აშვერილი...

აი ეს განსხვავებაარუსების შოვინიზმსა და ჩვენს “არაშოვინიზმს“ შორის
ეს ფილმი რაც ვნახეთ ამდაგვარით სავსეა სხინგლისურენოვანი ინტერნეტი ი
3 წლის უკან
ხიროხიტო ძია მართალი ხარ ძირითადად, მაგრამ არა ბოლომდე,

თუ არ მოვინდომეთ არაფერი გვეშველება (ასეც ვართ ახლა), მაგრამ თუ მოვინდომეთ ყველაფერი შეიცვლება.

თუ რაიმე არ იცვლება მხოლოდ იმიტომ რომ რეალურად არ გვინდა არსებულის შეცვლა და მხოლოდ ვლაპარაკობთ, თავს ვიმართლებთ მტერია ისეთი ძლიერი და საშიში და ა.შ. ეს ჩვენი წარმოდგენებია მის მიმართ. რეალურად ის არანაირი ძლიერი და საშიში არ არის, უბრალოდ ჩვენ ვართ ასეთები - უიმედოები, ხელჩაქნეულები, ფიქრი გვეზარება, საქმის გაკეთებაც, ვოცნებობთ წკეპლიან ბატონზე, რომელიც გვერდებს აგვიჭრელებს _ სამაგიეროდ ვიწუწუნებთ, ისეთი წკეპლა აქვს, ჯადოსნური....

ხალხი პარტიაში იმიტომ კი არ შედის რომ თავისი ან ქვეყნის თავისუფლება უნდა არამედ იმიტომ რომ ძვლები სხვებზე ადრე გამოხრას...

აბა მაჩვენეთ 800 წლის განმავლობაში ვის შეერგო 2 თაობაში მაინც ეს ძვლები? მე კიდევ ბევრს გეტყვით ისეთს ვინც “ძლიერს და საშიშს“ უკან გაუკეთა ის ჯადოსნური წკეპლები...

გახსოვს ალბათ რომ ვამბობდი 20 კაცი მინდა თქო, ვერ ვიპოვე... ბაში აჩუკს კი 1500 კაცი ჰყავდა...
3 წლის უკან
Katana . dimpi: "სწორედ რუსებს მიუძღვით დიდი წილი თავიანთი შოვინიზმის გამომკიდე სსრკს დანგრევაში, აბა მართლა სმტრედიის რკინიგზის გადაკეტვამ გამოიწვია სსრკ ნგრევა?"
-----------------
რა თქმა უნდა, უშუალოდ სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვას არ გამოუწვევია სსრკ-ს ნგრევა, - რკინიგზის გადაკეტვამ გამოიწვია იმ არჩევნების ჩატარება, რასაც ზვიადის ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა აბსურდული არგუმენტით - საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობასო! - და სადაც "მრგვალმა მაგიდამ" გაიმარჯვა მათთვისაც კი მოულოდნელი დიდი უპირატესობით!..
ამას კი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი და მის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა და ნურავინ იტყვის, ამ ფაქტს არავითარი გავლენა არ მოუხდენია სსრკ-ს ლიკვიდაციაზეო!..
მოგეხსენებათ, არსებობს ბუში-უფროსის ინტერვიუ, სადაც ის სრულიად დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ამერიკის სურვილი სრულებითაც არ იყო სსრკ-ს დაშლა! (ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ მისი სიტყვებიც: გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო!) და ამ ფაქტს პირველმა უწოდა დიდი კატასტროფა (ახლა პუტინს რომ ამუნათებენ, ეს რა თქვაო!).
ბუშის ინტერპრეტაციით, მათ უნდოდათ სსრკ-ს მხოლოდ ისე დაძაბუნება, რომ მისი უზარმაზარი რესურსები რეალურად გადასულიყო დასავლეთის ხელში...
მე კი საკუთარი, ბევრისთვის არაპოპულარული მოსაზრება მაქვს ამ საკითხზე: სსრკ-ს ჯერ ეკონომიკური კოლაფსი და მერე, როგორც შედეგი - დაშლა გამოიწვია გეგმიურმა ეკონომიკამ, რომელიც მხოლოდ ისეთი მმართველობის დროს არის ეფექტური (და ძალიან ეფექტურიც!), როგორიც ჰქონდა სტალინს!
როგორც კი ადამიანისათვის ბუნებრივად დამახასიათებელ სისუსტეებს და მანკიერებებს გამოვლენის საშუალება მიეცათ, ჯერ ხრუშჩოვის და მერე ბრეჟნევის დროს, სისტემაში დაიწყო ლპობის პროცესი და ოდინდელმა ლოზუნგმა - "გეგმა კანონია!" იქამდე მიიყვანა ზესახელმწიფო, რომ ტუალეტის ქაღალდი არ იშოვებოდა და ციმბირელ ტურისტს, როგორც ამას ევტუშენკო მიყვებოდა, გული შეუწუხდა ბერლინში, როცა დაინახა, რომ უამრავი, სხვადასხვა სახის ძეხვეული თავისუფლად, ტალონების გარეშე იყიდებოდა მაღაზიაში!..
3 წლის უკან
DDDzia Katana
"მექსიკელებიც, ნიკარაგუელებიც ჩინელებიც, რუსებიც და ქართველებიც, მათი ცოდნის, ენის ფლობის და პირადი კომუნიკაციური უნარების მიხედვით, აბსოლუტურად თანაბარ შანსს ფლობენ წარმატებისა"

და რამდენი მექსიკელი, ნიკარაგუელი, ჩინელი, რუსი და ქართველი იცით აშშ-ს მტავრობაში, კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, სასამართლო სისტემაში, ამომრჩეველთა კოლეგიაში?
გვარები არ მინდა, რაოდენობა მითხარით მხოლოდ.

რამდენია ზემოთჩამოთვლილი ერებიდან აშშ-ში მილიონერი, მსხვილი ქონების მფლობელი?
აქაც შეგიძლიათ ზოგადი რაოდენობა მოიყვანოთ.

ის, რომ ზოგადად შავ მუშებად კაპიტალისტისთვის სულერთია ვინ იმუშავებს - მექსიკელი, ნიკარაგუელი, ჩინელი, რუსი თუ ქართველი, სულაც არ ნიშნავს სხვაბისადმი გამოხატულ ტოლერანტობას.
3 წლის უკან
dimpi "ხალხი პარტიაში იმიტომ კი არ შედის რომ თავისი ან ქვეყნის თავისუფლება უნდა არამედ იმიტომ რომ ძვლები სხვებზე ადრე გამოხრას...
" - ამ წინადადებით ნათქვამია ყველაფერი
3 წლის უკან
dimpi Katana თქვენ სხვანაირად გესმით ის პერიოდი, მაგრამ სინამდვილე სხვანაირი იყო და თუ თავს კითხვას დაუსმევ როგორ მოხდა რომ ამ საშინელმა კომუნისტებმა ერთადერთი სამართლიანი არჩევნები ჩაატარეს და წაგების მიუხედავად უომრად დასთმეს პოზიციები?
გაეცი პასუხი და პასუხიდან გამომდინარე მოვლენებს სხვა თვალით შეხედავ
3 წლის უკან
dimpi "და თუ ახლანდელი რუსი ხედავს რომ ატყუებენ (ძარცვავენ მის ქვეყანას) და იძახის ხმამაღლა ეს შოვინიზმია? "
რა შუაში იყო ეს კითხვა
3 წლის უკან
dimpi ხიროხიტო არაფერი აღარ იქნება, ეს თაობ აც წავა და დამთავრდება ყველაფერი ყოველგვარი "ქართველობის" გარეშე, მაგრამ ის თაობაა საცოდავი რომელთაც განათლების სისტემა საკმაოდ კარგი და ძლიერი მცირე რეფორმების საჭიროებას რომ ითხოვდა, თავზე დაუნგრიეს...
3 წლის უკან
dimpi შანსიც არ დატოვეს...
3 წლის უკან
dimpi ისევ გამართლდა დავით გურამიშვილის ლექსად დატოვებული ანდერძი
3 წლის უკან
Katana .
. DDDzia
"და რამდენი მექსიკელი, ნიკარაგუელი, ჩინელი, რუსი და ქართველი იცით აშშ-ს მტავრობაში, კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, სასამართლო სისტემაში, ამომრჩეველთა კოლეგიაში?
გვარები არ მინდა, რაოდენობა მითხარით მხოლოდ."
:))
ვერ გეტყვით. ასეთ სტატისტიკას აქ არ აწარმოებენ, რადგან აკრძალულია ეთნიკური ნიშნით დახარისხება საკუთარი მოქალაქეებისა და სწორედ ეს მეტყველებს შოვინიზმის არარსებობაზე! (ისე, 35 მილიონი მექსიკელია აშშ მოქალაქე და იმედია, არ ფიქრობ, რომ ყველა ისინი შავ მუშებად მუშაობენ!).
რომელ წლებამდე გრძელდებოდა შავკანიანთა უუფლებობა, ცნობილია, ისევე, როგორც აბორიგენი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი, კონკისტადორების ხელით განხორციელებული და ბევრად მეტი - ავადმყოფობით - მასობრივად, რადგან მათ არ გააჩნდათ იმუნიტეტი იმ ავადმყოფობების მიმართ, ევროპელებს რომ შეჰყვათ კონტინენტზე. ამაზე აგებული საბჭოური პროპაგანდაც ბუნებრივია, რადგან ორი წყობილება ებრძოდა ერთმანეთს იდეოლოგიურ ფრონტზე... მაგრამ დღეს იმ ეთნოსების ჩაგრულობაზე საუბარი საბჭოური, ანტიიმპერიალისტური პროპაგანდის რეციდივია, რადგან ყველაზე დაჩაგრული, ყოფილი მონების ჩამომავლები ახლა ყველაზე ლაღად გრძნობენ თავს და ზოგიერთი მათგანი შეიძლება სახელმწიფო მდივანიც გახდეს და აშშ პრეზიდენტიც! (თავმჯდომარეების გვარებს არ დავასახელებ). მეტიც, დღეს ამერიკაში არის "რასიზმი პირიქით", (განსაკუთრებით, ობამას შემდეგ) - აბა, ვინმემ უბატონოდ ხმა გასცეს აფროამერიკელს!..

ცხადია, შავების უმრავლესობა არ არის კრიმინალი, მაგრამ კრიმინალების უმრავლესობა შავია!
(ბევრს ეხსომება ერთი კურიოზული ინციდენტი, როცა მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში: ვიღაცა შავი ცდილობს გვერდით ბინაში შეღწევას... ვერ აღებს და არც ეშვება... ეტყობა, ქურდიაო! - მოვიდა პოლიცია. მოსთხოვა საბუთები. არ აჩვენა ამან. დაადო მაშინ ხელბორკილი და წაიყვანა, როგორც წესია. ამაზე ამბავი ატყდაა! - აფროამერიკელი პროფესორი, რომელმაც საკუთარი ბინის გასაღები დაკარგა, დაიჭირეს ამ რასისტებმაო! - გააგდეს ის პოლიციელი სამსახურიდან!..
მერე დაიწმინდა სიტუაცია და ბოდიშის მოსახდელად, პრეზიდენტმა ობამამ სადილზე დაპატიჟა ის პოლიციელი :))
ინდიელებიც, საშუალო სტატისტიკური მონაცემებით , ყველაზე მეტნი არიან უმაღლესი განათლებით (ყოველ 100 მოქალაქეზე გაანგარიშებით)... და ა.შ.
ახლა, კორტესის ცოდვებს ტრამპს ვერ ავკიდებთ!

თუ გგონიათ, რომ მექსიკელი, ნიკარაგუელი, ჩინელი, რუსი თუ ქართველი მხოლოდ შავ მუშებად მუშაობენ, მაგრად ცდებით!
(გვარები არ მინდაო, მაგრამ მაინც შეგახსენებთ 3 გვარს: ბალანჩინს, ქართველიშვილს და მალხაზ შალიკაშვილს ! - ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელს 1993–1997 წლებში, - მე მგონი, არ არის კონგრესმენობაზე ნაკლები თანამდებობა, ხომ?).

"რამდენია ზემოთჩამოთვლილი ერებიდან აშშ-ში მილიონერი, მსხვილი ქონების მფლობელი?" - რამდენია, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთს დაგისახელებ: მილიარდერი თე­მურ სე­ფი­აშ­ვი­ლი, იგი­ვე ტა­მირ სა­პი­რი, - ყოფილი ტაქსისტი, რომელიც მანჰეტენზე, თუ არ ვცდები 8 ცათამბჯერს ფლობდა...

ჯერ ერთი, ამერიკაში არანაირი სამუშაო არ ტეხავს! (განსხვავებით საქართველოსაგან, სადაც კაბინეტში თუ არ ზიხარ, შეიძლება ვიღაც ტუტუცმა ტუჩი აიბზუოს), რადგან აქ, ფიზიკურად (ვთქვათ, მშენებლობაზე) მომუშავე ყოფილ საბჭოთა პროფესორს შეიძლება დღეში ჰქონდეს ის თანხა, რაც თავის სამშობლოში ჰქონდა თვეში!
აქ არავინ გეკითხება, სად მუშაობო? არამედ გეკითხებიან, სად ისვენებო? - და პასუხში ჩანს, რაც აინტერესებთ.
მეორეც, შენს მიერ ჩამოთვლილი ეთნოსებიდან უამრავს ვხედავ დიდი კომპანიების მფლობელადაც, მენეჯარადაც, ექიმადაც, სამეცნიერო ლაბორატორიებში მომუშავე არაერთ ქართველზეც იწერება ჩვენს პრესაში და არ არის სწორი თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ! (ურალოდ, რომ იცოდეთ, თორემ მე რა მენაღვლება).
3 წლის უკან
Katana . dimpi: "Katana თქვენ სხვანაირად გესმით ის პერიოდი, მაგრამ სინამდვილე სხვანაირი იყო..."
dimpi, მე მთელი იმ ამბების უშუალო მონაწილე ვარ და არ არის გამორიცხული, უკეთესად მესმოდეს, ვიდრე მავანს, ვინც ამის შესახებ ტელეეკრანიდან იცის ან მეზობლების მონათხრობიდან!.. (მე აქ სამუშაო ვიზით კი არა ვარ წამოსული!).
3 წლის უკან
DDDzia Katana
ჩემთვის სულერთია, როგორ და რანაირად ცხოვრობენ აშუშუში.
ასევე სულერთია ვინ რა ეროვნებისაა და ვინ სად მუშაობს.
რაც შეეხება თემურ სეფიაშვილს - ის ებრაელია და არა ქართველი. მან ფული ტაქსისტობით კი არ იშოვა, არამედ სსრკ-ს დანგრევისას. როგორც თვითონ იხსენებს - "აშშ-ს შევარდნაძე ესტუმრა. მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი მურად კაზიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. იმ დროს არსებობდა ასეთი ორგანიზაცია - ამერიკულ-საბჭოთა სავაჭრო-ეკონომიკური საბჭო, სადაც გაერთიანებული იყო ასამდე მსხვილი ამერიკული კომპანია, მათ შორის "ოქსიდენტალ პეტროლიუმ ჰამერი" და "პეპსი-კოლა", რომლებსაც ბიზნესი საბჭოთა კავშირშიც ჰქონდათ. მურადის დახმარებით მეც ამ საბჭოში გავერთიანდი და ვიცე-პრეზიდენტ ბუშ-უფროსთან ერთად, რომელიც ამ საბჭოს ხელმძღვანელობდა, მოსკოვში გავფრინდი", - იხსენებს ტამირი. როგორც ამბობს, მოსკოვში ყოფნისას ერთ-ერთმა მეგობარმა ამერიკაში კარბამიდის გატანა ურჩია. ეს ნივთიერება აუცილებელია ნავთობის გადამუშავებისთვის და იმ დროს საბჭოთა კავშირში ხუთჯერ უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ამერიკაში. კარბამიდის ექპორტირებით მან პირველი მილიონი იშოვა და როგორც თავად ამბობს, მადაც ამის შემდეგ გაეხსნა". იხილე ბმული /> ანუ, ისევ ებრაელები - რაზედაც ზემოთაც ვწერდი.
შალიკაშვილი განსაკუთრებული ფაქტია. მისი მამა რუსეთის არმიის ოფიცერი იყო. რევოლუციის შემდეგ პოლონეთში გაიქცა. გერმანელების მიერ პოლონეთის დაკავების შემდეგ ვაფენესეს-ში ჩაეწერა მოხალისედ და იმათ განადგურებას შეუდგა, ვინც შეიფარა. მარტივად - ესესელი იყო. ომის შემდეგ ამერიკაში გაიქცა და ყველაფერი ეპატია (???). შვილები მშობლების ცოდვებზე პასუხისმგებლები არ არიან, მაგრამ ასეთ მოპყრობას გამარჯვებულისგან ესესელის მიმართ, დამსახურება უნდა. არ ვიცი რით, მაგრამ ალბათ დროთა განმავლობაში ესეც გაირკვევა.
ბალანჩიჩი და ქართველიშვილი ჩვეულებრივი მუშები იყვნენ და თავისი დანიშნულებით არაფრით არ განსხვავდებიან სხვა უამრავისგან, რომლებიც მანდ მუშაობენ.
ის, რომ ობამა პრეზიდენტი იყო, ის, რომ ყველა ფილმში ახლა შავებს ატენიან, არაფერს არ ცვლის. უმაღლესი ხელისუფლება ისევ ანგლო-საქსურია და არც არასდროს არ შეიცვლება.
3 წლის უკან
DDDzia Katana
ვიპოვე სენატორთა სია.
თქვენც გადახედეთ, იქნებ 100 სენატორიდან რამოდენიმე იპოვოთ "მექსიკელი, ნიკარაგუელი, ჩინელი, რუსი და ქართველი".
ბმული
3 წლის უკან
DDDzia კიდევ ერთი მაგალითი ზღვარგადასული ტოლერანტობისა (ეს ბრიტანეთში ხდება, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის).

,,ლაპარაკისას, ვიგრძენი ერთი გოგოს ზიზღით სავსე მზერა…” - ეკა ხოფერიას შვილი ინგლისში ბულინგის მსხვერპლი გახდა"
ბმული
3 წლის უკან
Katana . DDDzia :))
1. თქვენ ფიქრობთ, რადგან ამათი ბიოგრაფიებიც არ ამოვაკოპირე და არ მივაყოლე ჩამონათვალს, სეფიაშვილი ტაქსისტობით მგონია გამდიდრებული?:))) ყურადღება უნდა მიგექციათ სიტყვებისათვის - "ყოფილი ტაქსისტი"! მისი ბიოგრაფიაც ვიცი, მასთან ნამუშევარ ქართველებსაც ვიცნობ და, სხათა შორის, მისი დაც ჩემი მეზობელია (რასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში).. შესაბამისად, ისიც ვიცი, რომ ებრაელია!
მაგრამ ეს არ აკნინებს ფაქტს: ამერიკაში ტაქსისტი შეიძლება მილიარდერად იქცეს, თუ საამისო მონაცემები აღმოაჩნდა!..
ებრაელი კი არა, გლოლელი რაჭველიც რომ ყოფილიყო და ზუტად ისე მოქცეულიყო, როგორც ეს მოიქცა, ზუსტად ასეთივე მილიარდერი შეიძლება გამხდარიყო... თუ რომელიმე ქართველი არ უჩივლებდა: - ეგაო ყოფილი წამლის ბარიგა არისო, აქაც უკანონოდ არის ჩამოსული სინამდვილეშიო და ძალიან გაიხარებდა თუ მთელ ბიზნეს-გეგმებს ხუხულასავით ჩამოუშლიდა!..
(ახლა, ებრაელს რომ მეტად აქვს მომადლებული კომერციის ნიჭი და მეტს აღწევს , თანაც, არა მხოლოდ კომერციაში, არამედ ყველა სფეროში - (ნობელიანტების თითქმის ნახევარი ებრაელია!), ამაშიც ანგლო-საქსებს ხომ ვერ დავადანაშაულებთ?! მათ ისიც ეყოფათ ცოდვად, რომ " აშშ-ს უმაღლესი ხელისუფლება ისევ ანგლო-საქსურია", თურმე! :)))
2. ბალანჩინი იყო "ჩვეულებრივი მუშა"? :)))
ჯორჯ ბალანჩინი, რომელიც ნებისმიერმა ნორმალურმა ამერიკელმა იცის, როგორც ამერიკულის ბალეტის ფუძემდებელი და მე-20 საუკუნის უდიდეს ბალეტმეისტერი, (ოღონდ თითქმის არავინ იცის, რომ ქართველი იყო), თანამედროვე მსოფლიო ნეოკლასიკური ბალეტის შემქნელი, ნიუ-იორკის "სიტი ბალეტის" დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი 35 წლის განმავლობაში... ამას ეძახით "ჩვეულებრივ მუშას, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა სხვა მუშებისაგან"? :))) ბრავო!. - აბა, ამის შემდეგ რა აზრი აქვს ჩვენს კამათს? :))
სულ კარგად იყავით!
3 წლის უკან
Katana . P.S. ბმული
3 წლის უკან
Katana . P.P.S. კიდევ ერთი " რიგითი, არაფრით გამორჩეული მუშა" - ალექსანდრე ქართველი (ნამდვილი გვარი ქართველიშვილი; დ. 9 სექტემბერი, 1896, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1974, ნიუ-იორკი) — ქართველი ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად!!!
ბმული
3 წლის უკან
dimpi Katana რას ნიშნავს "კარგად მესმის რადგან ვმონაწილეობდი"? ის რა ორომტრიალიც დატრიალდა კარგი იყო? და თუ ცუდი იყო წესიერი კაცი მინიმუმ გაერიდებოდა რბილად რომ ვთქვათ დეგრადაციას და არ მიიღებდა მონაწილეობას ვაკხანალიაში...
3 წლის უკან
Katana . dimpi, სანამ ვინმე წესიერებაში შეიტანდეთ ეჭვს, უნდა განმარტოთ: რას გულისხმობთ ორომტრიალში, დეგრადაციასა და ვაკხანალიაში? წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღქმული იქნება უსაფუძვლო შეურაცხყოფის სურვილად, რომელიც უპასუხოდ ვერ დარჩება.
3 წლის უკან
dimpi "მე მთელი იმ ამბების უშუალო მონაწილე ვარ და არ არის გამორიცხული, უკეთესად მესმოდეს, ვიდრე მავანს, ვინც ამის შესახებ ტელეეკრანიდან იცის ან მეზობლების მონათხრობიდან!"
არ იყო ორომტრიალი? არ იყო დეგრადაცია? არ იყო ვაკხანალია?
თუ არ იყო მაშინ ნუღარ მაკომენტარებ
3 წლის უკან
Katana . dimpi, ერთმანეთთან კონტექსტში თუ არ განიხილე კითხვა-პასუხი, ვერ მიხვალ სწორ დასკვნამდე.
...პასუხად შენი მოსაზრებისა, რომ სსრკ დაანგრია რუსების შოვინიზმმა (ბარემ აქვე შევნიშნავ, რომ ეს უაპელაციო თეზა ძალიან არგუმენტირებულად გააქარწყლა ხიროხიტომ თავის კომენტარში) და არა სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვამ, მე გავიხსენე, რა მოჰყვა იმ რკინიგზის გადაკეტვას: პირველი მრავალპარტიული არჩევნების დაშვება სსრკ-ში, კომპარტიის პირველი დამარცხება, რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
პასუხად მივიღე: თქვენ სხვანაირად გესმით ის პერიოდი, მაგრამ სინამდვილე სხვანაირი იყოო... (ანუ, შენ არასწორად იცი და, როგორც იყო, ეგ მე ვიციო!)
ცხადია, ეჭვქვეშ დავაყენე, რომ მე, ვინც 88 წლის აქციებიდან 92 წლის 6 იანვრის სისხლიან დილამდე მიმდინარე ყველა პროცესის მონაწილე ან უშუალო თვითმხილველი ვიყავი, უფრო ცუდად ვიყო ინფორმირებული "იმ პერიოდის" შესახებ, ვიდრე რომელიმე შორიდან სეირის მაყურებელი. - არის აქ რამე სადავო?!
და რა მივიღე პასუხად? - "ის რა ორომტრიალიც დატრიალდა კარგი იყო? და თუ ცუდი იყო წესიერი კაცი მინიმუმ გაერიდებოდა რბილად რომ ვთქვათ დეგრადაციას და არ მიიღებდა მონაწილეობას ვაკხანალიაში..."
რა პასუხია ეს?!
რას გულისხმობთ ორომტრიალში, დეგრადაციასა და ვაკხანალიაში-მეთქი, ვიკითხე და, -
აბა, არ იყო ორომტრიალი, დეგრადაცია და ვაკხანალიაო? :)))
*
- გამარჯობა, სერაპიონ ბაბუა!
- წისქვილში.
3 წლის უკან
dimpi სწორედ ხიროხიტომ გაგცა მაგ ყველაფერზე პასუხი და თუ არ გინდა მიიღო შენივე პრობლემაა: "ხალხი პარტიაში იმიტომ კი არ შედის რომ თავისი ან ქვეყნის თავისუფლება უნდა არამედ იმიტომ რომ ძვლები სხვებზე ადრე გამოხრას..."
3 წლის უკან
Katana .dimpi :)))
აბსოლუტურად არ მიმიღია ეს ჩემს თავზე, რადგან არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასოდეს!!!
შენი ქვეყნის თავისუფლება რომ გინდოდეს, ამისთვის პარტიაში შესვლა კი არა, ქვეყნის სიყვარულია საჭირო!
ზოგს აქვს ეს გრძნობა, ზოგს - არა!
ზოგი მზად არის თავი გადადოს და ოჯახის კეთილდღეობაც შესწიროს ამას, ზოგი კი ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ტურასაცით იმალება ბუჩქებში და იქიდან უყურებს, ვინ მოიგებს ბრძოლას, რომ მაშინათვე გამარჯვებულს ამოუდგეს გვერდით!
წესიერი და ნაღდი კაცები არ იქცევიან ასე!

კომპარტიაში შესვლასთან დაკავშირებით ჩანდა ეს კარგად: ზოგს ეხვეწებოდნენ და არ შედიოდა(!), ხოლო ზოგიერთი ტყავიდან ძვრებოდა, რომ შესულიყო: სოფლის უნახავი ნორჩი კარიერისტები, დიპლომის აღების შემდეგ, რაიონში მიდიოდნენ სამუშაოდ 1-2 წლით, რადგან იქ უფრო ადვილი იყო სკკპ-ში გაწევრიანება; მერე დაბრუნდებოდნენ დედაქალაქში და სადმე რაიკომში ან ქალაქკომში გააჩალიჩებდნენ ინსტრუქტორის ადგილს, შემდგომი დაწინაურების პერსპექტივით...
აი, სწორედ ისინი შედიოდნენ პარტიაში ძვლების გამოსახრავად და სწორედ ისინი და მათი შვილები მისტირიან დღეს იმ ბედნიერ დროს, როცა სახელმწიფოს ჯიბეში ჰქონდათ ხელი ჩაყოფილი და ფუფუნებაში ცხოვრობდნენენ, ეკონომიკურად სულთმობრძავი, მაგრამ ატომურქობინიანი რაკეტების ოჩოფეხებზე მდგარი სსრკ-ს ულევი ბუნებრივი რესურსების წყალობით!
3 წლის უკან
dimpi მაგდენი თუ გცოდნია, რა ორომტრიალი, ვაკხანალიები და დეგრადაცია მოხდა ე.წ. ეროვნული მოძარაობის აგორებიდან ცოტა ხანში ისიც უნდა იცოდე წესით და რაღაზე მეკითხები? დაკონკრეტება იმის საქმეა ვინც პრეტენზიულია მთავრობის სკამებზე დაჯდომის და იმათზეა "კითხვა" მოსათხოვნი..
მაგრამ, როგორც ხიროხიტო თქვა "ხალხი პარტიაში იმიტომ კი არ შედის რომ თავისი ან ქვეყნის თავისუფლება უნდა არამედ იმიტომ რომ ძვლები სხვებზე ადრე გამოხრას..."
ასე რომ იმ "მიღწევების" ჩამოთვლა და თავის მოწონება რაც წინა პოსტში მოიყვანე ზედმეტი და ცოტა არ იყოს რელობას აცდენილი იყო
3 წლის უკან
Katana . რა ლაპარაკია ეს?!. რას ჰქვია " მაგდენი თუ გცოდნია", - ვინმემ გითხრა, შენა ხარ ყველაზე მცოდნეო?!
ან, ეს გკითხე, "ეროვნული მოძარაობის აგორებიდან ცოტა ხანში... რა ორომტრიალი, ვაკხანალიები და დეგრადაცია" მოხდაო?
მე გკითხე - შენ რას გულისხმობ-მეთქი? (აქ ათას რამეზე იყო საუბარი და მე ხომ ზუსტად უნდა ვიცოდე, რა გაქვს მხედველობაში, რომ ზუსტი პასუხი გაგცე და შენსავით არ ავუარო გვერდი?!).
მე რომ მეკითხები:
"სინამდვილე სხვანაირი იყო და თუ თავს კითხვას დაუსმევ როგორ მოხდა რომ ამ საშინელმა კომუნისტებმა ერთადერთი სამართლიანი არჩევნები ჩაატარეს და წაგების მიუხედავად უომრად დასთმეს პოზიციები?" -
მაქვს მე ამაზე პასუხი!.. მაგრამ თვითონ თუ დაგისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის?
და რა დაასკვენი, ძალიან მაინტერესებს! :)
(ვიცი, რომ ვერ გამცემ პასუხს და ისევ ხიროხიტოს ფრთიან ფრაზას მოიხმობ, როგორც მაშველ რგოლს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავ - ეს რგოლი ჩემს "აკვატორიაში" არ მუშაობს :)))
3 წლის უკან
ხიროხიტო ძვირფასებო, კატანა და დიმპი, გეტყობათ სუფთა სისხლის ქართველები ხართ :)))))

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათფიზიოლოგიის კათედრას დიდი ხანი ხელმძღვანელობდა ძალიან კარგი ადამიანი გვარად ვორონინი და მას კაბინეტში ჩამოკიდებული ჰქონდა (მართლა) წარწერა დიდი ასობით: ქართველებო, ერთმანეთის ჭამას ხინკლის ჭამა სჯობიაო.

ისევ რუსი აღმოჩნდა ქართველებზე უფრო ქართველთმოყვარე :)))))

მოდით გრძნობები გვერდით გადავდოთ და გონებით შევხედოთ რეალობას, შეცდომები გამოვასწოროთ, ხოლო კარგი განვავითაროთ, იქნებ ის 20 კაციც ვიპოვოთ ქართველზე უფრო გემრიელად ქართველთა მტერს რომ შეჭამს.

ერთხელ “დისქავერიზე“ ძალიან მარტივად ახსნეს მონღოლების წარმატება. დაახლოებით ასე,

იყო ორი პატარა მონღოლური ტომი, რომელთაც ხელმძღვანელობდა ორი მეგობარი, ერთი მათგანი იყო ჩინგიზი (მეორის სახელი არ მახსოვს), მართალია პატარა ტომებს ხელმძღვანელობდნენ მაგრამ სიმამაცე არ აკლდათ და როდესაც გაუჭირდათ და მოშივდათ (მართლა). გაერთიანებული ძალებით თავს დაესხნენ მესამე პატარა მონღოლურ ტომს. მესამის ბელადმა უთხრა ჩინგიზს და მის ძმაკაცს - მეც თქვენსავით მონღოლი ვარ, რას მერჩით, ვაღიარებ თქვენს ძალას, რასაც მომთხოვთ მოგცემთ, მაგრამ აქვე მეოთხე ჩემზე უფრო ძლიერი და მდიდარი ტომია და მოდით სამივე იმას დავესხათ თავსო.

დაესხნენ თავშ, იმანაც იგივე უთხრა - მეც მონღოლი ვარ რას მერჩით, აგერ არის მეხუთე ტომი და იმას დავესხათ თავსო... მოკლედ ასე გააგრძელეს და ბოლოს, აღმოჩნდა რომ ყველა მონღოლური ტომის მეთაური მზად იყო ერთმანეთთან სათანამშრომლოდ. როდესაც დიდ ყურულთაიზე შეიკრიბნენ თქვეს (ასე თქვეს დისქავერიზე) - რას ვერჩით ერთმანეთს, აგერ ამდენი უცხოტომელია ჩვენზე მდიდარი, რომლის შეჭმაც სასურველია, მოდით გავერთიანდეთ და სხვები შევჭამოთო.

მართლაც დაადგინეს იმ შეკრებაზე - ყველა მონღოლი თავისუფალია დაბადებიდან (ანუ ეს ევროპაზე ადრე მოხდა (ესეც დისქავერის დასკვნა იყო)) და არ შეიძლება მონღოლზე სხვა მონღოლი ბატონობდესო. დაადგინეს ეს და რაც უქნეს სხვებს და ჩვენც კარგად იცით.

ზუსტად ასე, ფანტასტიკურად მარტივად, ახსნეს წარმატების ის ფორმულა რაც ჩვენ დღემდე არ ვიცით - ურთიერთპატივისცემა და ურთიერთაღიარება - ანუ მონღოლები, ქართველებისგან განსხვავებით მიხვდნენ რომ ერთმანეთის ჭამას ხინკლის ჭამა სჯობია, ჰოდა ისინი (ზოგადად ჩვენი მტრები) ხინკალს ჭამენ დღემდე, ხოლო ჩვენ ნასუფრალს.

ამის გამო საუკუნეების განმავლობაში სხვის ქვეყნებს ვაშენებთ, ხოლო საქართველოს ვანგრევთ, სხვისას შევხარით და საკუთარს ვლანძღავთ, დიდი გონება გვაქვს და ხასიათი კი არა, ამიტომაც ვართ ამ დღეში

როგორ უნდა ვიცხოვროთ? თუ არ გეზარებათ წაიკითხეთ ზღაპარი “სიზმარა“, ყველაფერია იქ
3 წლის უკან
Katana . კარგი კაცი ხარ, ხიროხიტო, ჯიგარი! :))
მაგაზე, ადრე (რამდენიმე წლის წინ), მიხუმრია კიდეც ლექსად და წუხელ გადავაწყდი შემთხვევით:
*
რაზეც გინდათ - იქილიკეთ!
რაიც გნებავთ - იგი ლინკეთ!..
ცოცხალ-მკვდარი უტრიალეთ
აქეთ სკვითებს, იქით - ინკებს!..
ვიცი, მაინც ვეღარ წახვალთ
ერთმანეთის დაჭმის იქეთ!..
3 წლის უკან
dimpi როგორ უნდა ვიცხოვროთ? როგორი დირექტივაც წამოვა, სხვანაირად აღარ გამოვა, ქართველად წოდებული შენივე თანამემამულე გადაგივლის ამ მახინჯ სისტემით , მხოლოდ იმისთვის რომ ის პრივილეგია შეინარჩუნოს რაც აქვს და რისთვისაც იბრძოდა, ანუ ისევ შენ ნათქვამთან მივდივართ ხიროხიტო: "ხალხი პარტიაში იმიტომ კი არ შედის რომ თავისი ან ქვეყნის თავისუფლება უნდა არამედ იმიტომ რომ ძვლები სხვებზე ადრე გამოხრას..."
3 წლის უკან
dimpi ანუ, როგორც გიორხელიძე ამბობს: "წადი ბანკში, ბანკი ფულს მოგცემს და თუ არ მოგცემს, თავში ქვა გიხლია"
3 წლის უკან
dimpi ამას მიღწევები კი არ ქვია, სრული გაფარჩაკება და განადგურება ქვია
და ამის წინააღმდეგ იბრძიდნენ ოდესღაც ის ჩვენი დიდი წინაპრები რომლებიც სამწუხაროდ აღარ დარჩნენ
3 წლის უკან
dimpi ზოგი გააგდეს, ზოგი მოკლეს, ზოგი უთანასწორო ნრძოლას შეეწირა, ზოგს კანტროლკა დაახალეს ზოგიც რა და ზოგიც რა, ათას ჭირ-ვარამი გამოიარეს რომ ქვეყანა და ქართველობა შეენარჩუნებინათ, მარა მათი შენარჩუნებული მედროვეობამ წარმატებით მიაყიდა, რათა ძვლები გამოეხრა
3 წლის უკან
dimpi ეს თაობაც გადავა და განათლების დანგრევის შემდეგ "კიდევ დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი"?
3 წლის უკან
Katana .
ხიროხიტო, მონღოლთა გაერთიანების ეს დისკავერისეული "პრიტჩა" კარგია და გასაგებია მორალი: დავანებოოთ თავი ერთმანეთის ჭამასო... მაგრამ დასკვნა გაქვს არასწორი! (ალბათ, განგებ, ქართველების გამოსაფხიზლებლად).

"ჰოდა ისინი (ზოგადად ჩვენი მტრები) ხინკალს ჭამენ დღემდე, ხოლო ჩვენ ნასუფრალს."

პაპას ოპტიმიზმი გამოდგა მაინც ყველაზე სწორი!
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე სულ ერთმანეთს ვჭამთ, ავად თუ კარგად, დღემდე მოვედით და ისევ მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი ვართ!
ხოლო ჩვენი სახელმწიფოებრიობის მომშლელი მონღოლები, რომლებიც იმისთვის გაერთიანდნენ, რომ სხვები შეეჭამათ, შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერია - კორეიდან და ვიეტნამიდან პოლონეთამდე გადაჭიმული! - დღეს სრულიად დაჩაჩანაკებული, დამცრობილი, მსოფლიო ცივილიზაციის კონტექსტიდან ამოვარდნილი, 2,8 მილიონამდე დასული, ისევ იქ არიან, საიდანაც იმ ორმა ძმამ (ერთს რომ ჩინგიზი ერქვა) დაიწყეს გაერთიანება სხვების შესაჭმელად!
ისევ ცხენების რემას მწყემსავენ და ცხვრებს აძოვებენ გობის უდაბნოში...
იმიტომ, რომ იმუშავა უფლისწულ სიდჰარტა გაუტამას მიერ 26 საუკუნის წინ აღმოჩენილმა უნივერსალურმა, სამყაროსეულმა კარმის კანონმა, (რომელიც, მოგეხსენებათ, ერთნაირად მოქმედებს როგორც ადამიანზე, ისე სახელმწიფოზე) და დასაჯა ჩადენილი დანაშაულისათვის!
ვოტ ტაკ! :) - როგორც იტყოდა ჩვენგან წასული და ინტერნეტსივრცეში უგზო-უკვლოდ დაკარგული ნატალი...
3 წლის უკან
Katana . P.S. როგორც ნაცები იტყოდნენ - დასასჯელი კიდევ ბევრია!
(მაგ. რუსები... თურქები - განსაკუთრებით!).
ჩენ ვერ მოვესწრებით, მაგრამ კარმის კანონი არავის გაუუქმებია და არც ურმით მავალი სამართალი გაჩერდება, სანამ არ დაეწევა და კისერს არ მოუგრეხს მგელს!
3 წლის უკან
ხიროხიტო dimpi ამას მიღწევები კი არ ქვია, სრული გაფარჩაკება და განადგურება ქვია
და ამის წინააღმდეგ იბრძიდნენ ოდესღაც ის ჩვენი დიდი წინაპრები რომლებიც სამწუხაროდ აღარ დარჩნენ
___________________

აღარ მახსოვს, მგონი უდიპლომო სასიძოშია: თავმჯდომარე რომ ეუბნება ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც კოლმეურნეობაში სამუშაოზე არ მიდის
- რაღაც უნდა გთხოვო, ეჭვი მაქვს ყველა არ გამოდის სამუშაოდ და შენ ავტორიტეტიანი ბიჭი ხარ, მიდი ჩამოუარე სოფელს და ყველა გამოიყვანეო.
გაუხარდება ბიჭს, მთელ სოფელს შემოირბენს მაგრამ არავინაა სახლში, გაოფლიანებული მივა თავმჯდომარესთან _ მთელი სოფელი შემოვირბინე კაცი არაა სახლშიო...
თავმჯდომარე მიუბრუნდება და ეუბნება: _ შენს თავს არ თვლი კაცებშიო?

დიმპი (ყველას) ____ წინაპრები კი დაიხოცნენ მაგრამ ჩვენ აღარ ვართ ცოცხლები?
3 წლის უკან
dimpi აბა რა გითხრა ხიროხიტო? ამ ფორუმზე უფრო მეტი წარმოდგენა მქონდა ვიდრე სხვაზე, მაგრამ არ მეგონა თუ აქაც ქრებოდა კომენტარები , წეღან დავდე კომენტარი მიშას უკრაინასთან დაკავშირებით და გააქრა...
ჰოდა ეგრე თუ გაქრა პოსტები მაშინ ერთმანეთზე შექმნილი წარმოდგენა მცდარი არი იქნება?
თუმცა ამას ძველად არ ქონდა ადგილი და კომენტარზე ყოველთვის კვალიფიციურ და კომპეტენტურ პასუხს ვიღებდი...(მცირე გამონაკლისის გარდა)
ნუ, დიდი ხანი არ ვყოფილვარ და შეიძლება აქაც შეიცვალა რაღაცა... თან ძველი უსერებიც რომლებიც საინტერესოდ ჩაერთვებოდენ ხოლმე დიალოგში თავიანთი კორექტული და ორიგინალური შეხედულებებ-აზრებით აღარ ჩანან...
3 წლის უკან
dimpi :))
3 წლის უკან
dimpi :)) ალბათ მკაცრ თვითიზოლაციაში არიან
3 წლის უკან
dimpi ბოდიში მომითხოვია, ეხლა ვნახე, არაფერი არ გამქრალა, უბრალოდ თემა გადასულა არქივში
3 წლის უკან