მიუნხენის „ბაიერნმა“ ნიჭიერ კანადელ მცველ ალფონს დევისს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, დევისი „ალიანც არენაზე“ 2025 წლამდე დარჩება.
19 წლის კანადელი „ბაიერნს“ შესანიშნავად მოერგო და 2019-2020 წლების სეზონში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია - 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ალფონს დევისი 2018 წელს „ვანკუვერიდან“ შეიძინა.