ჩინეთის საფეხბურთო სუპერ ლიგის გუნდი „უხანი“ მშობლიურ ქალაქში 104 დღის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, როდესაც უხანში კორონავირუსის ეპიდემიამ იფეთქა კლუბის წევრები ესპანეთში შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ჩინეთის საზღვრების ჩაკეტვის გამო მათ ევროპაში დარჩენა მოუწიათ. ესპანეთის შემდეგ კლუბის წევრებმა გერმანიაში 3-კვირიანი კარანტინი გაიარეს. უხანის აეროპორტში მათ გულშემატკივრები დახვდნენ.
ვარჯიშის განახლებამდე მოთამაშეები დროს ოჯახებთან გაატარებენ. საფეხბურთო სეზონი ჩინეთში 22 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო