მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ამის მიზეზი სამი კვირის წინ დარღვეული კარანტინია.
Pink TV-ის ინფორმაციით, იოვიჩი და იტალიური „ასკოლის“ ფეხბურთელი ნიკოლა ნინკოვიჩი პასუხისგებაში მიეცემიან.
ორივე ფეხბურთელმა კარანტინი სხვადასხვა მოტივით დაარღვიეს. მაგალითად, იოვიჩი საცოლის დაბადების დღეზე ჩავიდა სამშობლოში და თვითიზოლაციის წესები არ გაითვალისწინა.