ბელგიური „გენტის“ ტექნიკური დირექტორი მიქაელ ლუვეში გიორგი ჩაკვეტაძის „რომაში“ გადასვლას გამორიცხავს. მისი განცხადებით, იტალიურ კლუბთან კონტაქტი არ ჰქონიათ.
„არა, ჩვენ „რომასთან“ ჩაკვეტაძის ტრანსფერზე კონტაქტი არ გვქონია. გამოვრიცხავ, რომ ქართველი ფეხბურთელი მომდევნო სეზონში „რომაში“ გადავიდეს“, - თქვა Gazzettaromanista-სთან საუბარში ლუვეჟმა.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძის „რომაში“ შესაძლო ტრანსფერზე გუშინ იტალიური მედია წერდა.