პოგბა:

პოგბა: "მანჩესტერიდან" წავედი, რადგან ფერგიუსონმა გული გამიტეხა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ თავის დროზე გუნდი სერ ალექს ფერგიუსონის გამო დატოვა, რომელიც არ ენდობოდა.

„რა თქმა უნდა, ფერგიუსონი ჩემთვის ყოველთვის იქნება ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ „ბლექბერთან“ თამაში არასდროს დამავიწყდება. გუნდს ყველა ნახევარმცველი აკლდა, ცენტრში პარკი და რაფაელი თამაშობდნენ, თუმცა მე მაინც არ მათამაშა. ვაგებდით, მითხრა, რომ გავხურებულიყავი და მეგონა შეცვლაზე შემიშვებდა, მაგრამ ასე არ მოიქცა და გული გამიტეხა.

ევრას ვუთხარი, რომ გუნდიდან მივდიოდი და „იუვენტუსში“ გადავედი ძირითადში თამაშის გარანტიის გარეშე. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მზად ვიყავი პირველ გუნდში სათამაშოდ“, - თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, პოლ პოგბამ „მანჩესტერი“ 2012 წელს დატოვა, მაგრამ 4 წლის შემდეგ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა და დღემდე „წითელი ეშმაკების“ ღირსებას იცავს.