გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, 31 აგვისტომდე გერმანიაში ნებისმიერი სპორტული ღონისძიების ჩატარება აიკრძალა.
DW-ს ინფორმაციით, გერმანიაში ბუნდესლიგის განახლება, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც განიხილება. გერმანიის ჩემპიონატის მატჩებისას მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, თამაშები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება და გულშემატკივრები ტრიბუნებზე არ დაიშვებიან. ასევე ყველა ფეხბურთელი შემოწმდება კორონავირუსზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.