გიორგი მერებაშვილი

გიორგი მერებაშვილი "ვისლას" XXI საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში

გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას“ XXI საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. პოლონურმა კლუბმა ფეისბუქსა და ტვიტერზე გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 7 356 ადამიანმა მიიღო და შედეგად, საუკეთესო 11 ფეხბურთელი გამოავლინეს.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ მარცხენა შემტევის პოზიციაზე გიორგი მერებაშვილი აირჩიეს, „ვისლას“ 21-ე საუკუნის სიმბოლური ნაკრები კი ასეთია:

მეკარე: სევერინ კიელპინი

მცველები: სეზარ სტეფანშჩიკი, არტურ ვიჩალკოვსკი, ალან ურია, არკადიუშ რეკა

ნახევარმცველები: დარიუშ რომუზგა, დომინიკ ფურმანი, ვაჰან გევორქიანი, დამიან შიმანსკი, გიორგი მერებაშვილი

თავდამსხმელი: იერენიუშ იელენი

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი პოლონურ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს და 116 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით კი „ვისლას“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია.