„იუვენტუსის“ ფეხბურთელები პაულო დიბალა და დანიელე რუგანი კორონავირუსისგან განკურნებასთან ახლოს არიან.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პირველმა ტესტებმა ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში დადებითი პასუხი აჩვენა. თუმცა, ახლა განმეორებითი ტესტირებაა საჭირო, რომ საბოლოო გამოჯანმრთელება დადასტურდეს.
აღსანიშნავია, რომ რუგანი ერთ თვეზე მეტ ხანს იყო დაინფიცირებული, ხოლო დიბალა 22 მარტიდან. ჯერჯერობით კორონავირუსისგან არ განკურნებულა ბლეზ მატუიდი, რომელიც უკვე 1 თვეა დაინფიცირებულია.