ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელი ტიაგო კორტესი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის Instagram-ის გვერდზე გავრცელდა.
Globo Esporte-ის ცნობით, კორტესმა თავი ცუდად ფიზიოთერაპიის სეანსის დროს იგრძნო, შემდეგ კი გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.