აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში სპორტული ღონისძიებების განახლების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ The Hill-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის განცხადება ტრამპმა ყოველდრიურ ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ სპორტული ტურნირების დაბრუნება გვჭირდება. პირადად მე დავიღალე 14 წლის წინანდელი ბეისბოლის მატჩების ყურებით. მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას სპორტში მთავარ მოთამაშეებთან, რათა მათგან შევიტყო როდის დავიბრუნებთ ლიდერის ძველ პოზიციას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში ყველა სპორტული ტურნირი შეჩერებულია.