უეფა და ECA-ს გეგმა: ჩემპიონატები ივლისამდე, ევროთასები - აგვისტოში

უეფა და ECA-ს გეგმა: ჩემპიონატები ივლისამდე, ევროთასები - აგვისტოში

უეფამ და ევროპული კლუბების ასოციაციამ (ECA) შეთანხმებას მიაღწიეს შეწყვეტილ სეზონთან დაკავშირებით. Cadena Ser-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შიდა ჩემპიონატები ივლისამდე გაიმართება.

არაა გამორიცხული მატჩები დახურულ კარს მიღმა, ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართოს, რომ რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

რაც შეეხება ევროთასებს, ამ შემთხვევაში აგვისტოს თვე გამოიყოფა. უეფა ფიქრობს, რომ პლეი-ოფის სტადიაზე მატჩების რაოდენობის შემცირების მიზნით, თამაშები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატაროს და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ერთი შეხვედრის შედეგად გაირკვევა.

მოცემული გეგმა ფეხბურთელებს დაახლოებით სამ კვირას მისცემს, რომ დამდეგი სეზონამდე შვებულებით ისარგებლონ. მომდევნო სეზონის დაწყება კი სექტემბრის შუა რიცხვებში იგეგმება. თუმცა, ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდია, უფრო მეტად ნათელი სურათი კი მას შემდეგ გვეცოდინება, რაც კორონავირუსის ეპიდემია უკან დაიხევს.