შვედი არიენ რობენი

შვედი არიენ რობენი

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა განაცხადა, რომ „პარმას“ ნახევარმცველი დეიან კულუსევსკი არიენ რობენს აგონებს. შვედი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ 19 წლის ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს.

„სისწრაფით, ბურთის კონტროლით, გოლების გატანის უნარით, მასში ცოტათი რობენს ვხედავ. როგორც მწვრთნელი, ყოველთვის ვაფასებ ფეხბურთელების სხვადასხვა პოზიციაზე თამაშს, მისი ევოლუციის ხილვა ძალიან საინტერესო იქნება. გარდა ამისა, მჯერა, რომ მისი მთავარი პოზიცია ფლანგზე თამაშია.

დეიანს ჩვენთან ყოფნა ცოტა ხნით მოუწია, მაგრამ მასში დიდ პოტენციალს ვხედავდ, ძალიან სწრაფია და ბევრს მუშაობს. თუ ასე გააგრძელებს, მრავალი წლის განმავლობაში იქნება ეროვნული ნაკრების წევრი.

ამ ასაკში მთავარია პროგრამა, ფეხბურთით ცხოვება და ბევრი შრომა. მან გვაჩვენა, რომ ყველაფერი აქვს და სწრაფად განვითარება შეუძლია“, - განაცხადა ანდერსონმა.

აქვე გეტყვით, რომ კულუსევსკის შვედეთის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. სკანდინავიელი იანვარში ტურინის „იუვენტუსმა“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ზაფხულიდან „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას დაიცავს.