ბრაზილიელი ქალბატონი ნადინ გონსალვეში ალბათ არასოდეს გახდებოდა მსოფლიოს ბულვარული მედიის ყურადღების საგანი, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის მშობელი დედა რომ არ იყოს და გადარეულ შვილზე არანაკლები ეპატაჟური ცხოვრების წესით არ ცხოვრობდეს.
ქალბატონი ნადინის ეპატაჟურობისა და უცნაურობის დასტურად თუნდაც ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა ხნის წინ თავის შვილზე 6 წლით უმცროს და მასზე 30 წლით უმცროს გულისსწორთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და როგორც ჟურნალისტებს განუმარტა, 22 წლის წლის ტიაგო რამოსი მისი ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარულია.
ნადინ გონსალვეშის ეს ნაბიჯი ნეიმარმა გაგებით მიიღო და საჯაროდაც განაცხადა, რომ დედას ბედნიერებას უსურვებს. იგივე გააკეთა ნაიმარის მამამაც და ყოფილ ცოლს მანაც სიყვარულის ზღვაში ტივტივი უსურვა. ერთი ის ვერ გავიგეთ, ტიაგო რამოსი (რომელიც თურმე ცნობილი გეიმერია) რას ამბობს ამ ყოველივეზე და მთელი გულით გულშემატკივრობს თუ არა ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს.