ფრანგულმა ვებგვერდმა Maxi Foot-მა დაასახელა 50 ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2000 წლის შემდეგ დაასრულა.
აუცილებელი პირობა იყო, რომ ფეხბურთელს მატჩების 40% ევროპაში უნდა ჰქონოდა ჩატარებული. არველაძის აქტივში 343 გოლია, რითაც აღნიშნულ ცხრილში 30-ე ადგილი უკავია. ქართველ თავდამსხმელს მატჩში საშუალოდ 0.56 გოლი გაჰქონდა.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს აჯობა, როგორებიც რობერტო ბაჯო, რობინ ვან პერსი, ფრანჩესკო ტოტი, რონალდინიო, ფილიპო ინძაგი, რადამელ ფალკაო და ალესანდრო დელ პიერო არიან.