პრემიერლიგის კლუბები, რომლებმაც სერიოზული ფინანსური ზიანი უკვე მიიღეს, კორონავირუსის გამო ჩემპიონატის ჩაშლის ან უმაყურებლოდ დასრულების შემთხვევაში კიდევ უფრო იზარალებენ.
საქმე ეხება აბონემენტებს. კლუბებს მათი მფლობელებისთის 101 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ – იტყობინება „დეილი მეილი“. შეხვედრების უმაყურებლოდ ჩატარების შემთხვევაში, კორპორატიულ კლიენტების დაზარალების და სხვა ხარჯების გათვალისწინებით ეს თანხა 177 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.
მოსალოდნელია,რომ ფინანსური ზარალის მინიმალიზაციისთვის, კლუბები საკუთარ გულშემატკივრებს მომავალი სეზონის აბონიმენტებს ფასდაკლებით შესთავაზებს.