„ლივერპულის“ ლეგენდარულ ფეხბურთელ კენი დალგლიშს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
„დალგლიში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ტესტირება ჩაიტარა და მიუხედავად იმისა, რომ ასიმპტომურია, პასუხი დადებითია“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კენი დალგლიში „ლივერპულში“ 1977-1990 წლებში თამაშობდა და 502 შეხვედრაში 169 გოლის გატანა მოახერხა. შოტლანდიელი მერსისაიდულ გუნდში ამჟამადაც დასაქმებულია.