"ბარსელონამ" ლაუტაროს პირადი კონტრაქტი გაუმზადა

კატალონიის „ბარსელონა“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. Goal-ის ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა არგენტინელის პირადი კონტრაქტი უკვე გაამზადა.

„ბარსა“ ლაუტაროს 5-წლიან კონტრაქტს და სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობს. ამ დროისთვის უცნობია უშუალოდ „ინტერისთვის“ შესათავაზებელი ფინანსური პირობები.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს და იტალიურ გუნდში ჩატარებულ 66 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი.