კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო.

ფიბას გადაწყვეტილებით, კონტინენტის პირველობა ევროპის ოთხ ქალაქში, მათ შორის თბილისში, 2022 წლის 1-დან 18 სექტემბრამდე გაიმართება.

ტურნირის გადადების მთავარი მიზეზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გადატანა იყო, რის შემდეგაც კალათბურთში ოლიმპიური თამაშების შესარჩევი მატჩები ამა წლის 2021 წლის 22 ივნისიდან 4 ივლისამდე დაიგეგმა და ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ფიზიკურად ვეღარ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში უკვე მიმდინარეობს ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებელობა, რომელოც ევრობასკეტის შეხვედრებს უმასპინძლებს.