ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ქვეყნის ჩემპიონად მოგეხსენებათ „ბრიუგე“ დასახელდა. ამ გუნდის კაპიტანი რუუდ ვორმერი კი ტიტულის აღნიშვნას იქამდე არ აპირებს, საანამ მისი მეუღლე როს მარი ამერიკა სახლში არ დაბრუნდება.
როს მარი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.
„ათასობით ადამიანი კვდება და პლეი-ოფზე უნდა გვეფიქრა?კარგით რა! ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით. მე არ შემიძლია ის გავაკეთო, რასაც ის აკეთებს. გავგიჟდებოდი, გავბრაზდებოდი.
ტიტულის მოგებას არ ვიზეიმებ, არამედ ჩემი ცოლის სახლში ჯანმრთელად დაბრუნებას. ასეთ მომენტში შემეძლება დალევა“, - განაცხადა ვორმერმა.