ვეტერანი კოტ დივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა ფრანგმა ექიმმა გააბრაზა, რომელმაც ადგილობრივ მედიასთან საუბარში კორონავირუსის ვაქცინაზე ისაუბრა.
ფრანგი მედიკოსის განცხადებით, ვაქცინის ტესტირების გაკეთება აფრიკაში კარგი იქნებოდა, რაზეც დროგბას ბუნებრივია ცუდი რეაქცია ჰქონდა:
„თეთრკანიანს სჯერა, რომ ის უფრო მაღლა დგას. აფრიკა ლაბორატორია არაა, ჩვენ არ ვართ ზღვის ღორები!“ - აღნიშნა დიდიემ.