სოსო მანჯავიძე: კაცობრიობა იმ ჭიანჭველების ბუდეს დაამგვანა ამ კრიზისმა, რომლის რეალური მიზეზები ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკური აზროვნების მიღმაა

სოსო მანჯავიძე: კაცობრიობა იმ ჭიანჭველების ბუდეს დაამგვანა ამ კრიზისმა, რომლის რეალური მიზეზები ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკური აზროვნების მიღმაა

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამას წინათ ვსეირნობდი. ნუშის ხეებია, სადაც ვსეირნობ და ნაყოფი შერჩენილი ჰქონდათ.

დამაინტერესა თუ ივარგებდა, მოვწყვიტე, იქვე ქვა ავიღე რომ გამეტეხა. დავინახე,- ქვის ქვეშ ჭიანჭველების მთელი ბუდე აფუთფუთდა. ნუში გავტეხე და ქვა უკან დავახურე ბუდეს, ისე ზუსტად არ გამოვიდა,როგორც იყო და ჭიანჭველებმა სერიოზული ზიანი განიცადეს.

ამასობაში შევამჩნიე , რომ ხელზე ერთი ჭიანჭველა ამყოლია ქვის აღებისას. ფრთხილად დავაბრუნე ბუდესთან. იმ ჭიანჭველებისთვის მე რაღაც სტიქიური უბედურება ვიყავი,ხოლო ხელზე შერჩენილისთვის წარმოუდგენელი მასშტანის მონსტრი.

წარმომიდგენია,რა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ააგებდნენ და რა თეორიებს შეთხზავდნენ ,ეს უნარი რომ ჰქონდეთ, თუმცა ვინ იცის. ასოციაციები გამიჩნდა უნებურად.

მთელი კაცობრიობა იმ ჭიანჭველების ბუდეს დაამგვანა ამ კრიზისმა, რომლის რეალური მიზეზები ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკური აზროვნების მიღმაა. სამყაროს მასშტაბს და სირთულეს თუ წარმოვიდგენთ, ამ ჭიანჭველებისგან დიდად არ განვსხვავდებით. უბრალოდ, გვაქვს ილუზიები და ამპარტავნება, რომელიც ამის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს მაგრამ საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერება ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შანს აძლევს ადამიანს.

და ეს არის მისი შანსიც და იმედიც. სწორედ ეს იმედი მოაქვს ადამიანებისთვის ქრისტიანობას..

და რა საოცარია, რომ ასეთ ვითარებაში ამ მართლაც ეშმაკის მოციქულებმა.სწორედ იმედის ჩაკვლა დაიწყეს.თუმცა პირიქით მოქმედებს მათი ეს აქტიურობა. ვინაიდან მეფისტოფელის სიტყვებით რომ ვთქვათ არიან " Ein Teil von jener Kraft

Die stets das Bose vill und Stets das Gute schafft.

გოეთეს ამ ციტატის სათარგმნელად თამარ ჩერგოლეიშვილი დათაგეთ, ეგაა უცხო ენების სპეციალისტი და დიდი რელიგიათმცოდნე.

რაც შეეხება ნუშს, საღი იყო, ნაყოფის დიდი ნაწილი ძირს დაიყარა გატეხვისას, იმედია, ჭიანჭველებისთვის ეს მცირე კონპენსაცია იქნება კრიზისის პირობებში“.