ირაკლი ქადაგიშვილი: დროა ისწავლონ და დაიჯერონ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და აღარ არის მარტო ტერიტორია, რომელზეც უსასრულოდ გარკვეული ექსპერიმენტები უნდა ატარონ

ირაკლი ქადაგიშვილი: დროა ისწავლონ და დაიჯერონ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და აღარ არის მარტო ტერიტორია, რომელზეც უსასრულოდ გარკვეული ექსპერიმენტები უნდა ატარონ

მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის პრესსპიკერი, ევროკომისარი, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ და საქმეში პოლიტიკურ მდგენელს ეძებენ.

საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, დროა ისწავლონ და დაიჯერონ მათ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო, შედგა და აღარ არის მარტო ტერიტორია, რომელზეც უსასრულოდ გარკვეული ექსპერიმენტები უნდა ატარონ.

მათი მიზანი რა იყო, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არაკონსტიტუციური გზით. ამ საქმიანობაში იყო ჩართული, მათ შორის, უამრავი ადამიანი, მათივე დაფინანსებული, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, დაარღვიეს კონსტიტუცია. პირდაპირი შეტევა მიიტანეს, მათ შორის პოლიციელებზე, პარლამენტზე.

როდესაც ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ბუნებრივია, რომ მათ საკუთარი აგენტურის დაცვისათვის დაიწყეს ბრძოლა.

ანალოგიური ქმედება მათ ქვეყანაში სასტიკად დასჯადია. აქედან გამომდინარე, ამ პათეტიკას დაანებონ თავი. დროა ისწავლონ და დაიჯერონ მათ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო, შედგა და აღარ არის მარტო ტერიტორია, რომელზეც უსასრულოდ გარკვეული ექსპერიმენტები უნდა ატარონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.