აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.

კლინიკის დირექტორის. ლევან ანთაძის თქმით, განმეორებითმა ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი რამდენიმე საათში გაეწერება და ის თვითიზოლაციაში გადავა. მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 7 ინფიცირებული რჩება, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო ზონა კიდევ 50-მა მოქალაქემ დატოვა. კარანტინში კვლავ რჩება 2 000 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 200-ზე მეტი. აჭარაში სულ 12 საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.