კანადაში უკვე შექმნილია კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერია

კანადაში უკვე შექმნილია კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია - მისი ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძეა. ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულამ" ჩაწერა, გიორგი ბაბუაძე ამბობს, რომ ვირუსი კარგად შესწავლილი იყო, ამიტომ ვაქცინა ორ თვეში შეიქმნა.

ამ ეტაპზე მეცნიერები პრეკლინიკურ ფაზაში არიან, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა მიმდინარეობს და თუ ცხოველებზე ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, პრეპარატის გამოცდის შემდეგ ფაზაში მოხალისეები ჩაერთვებიან.

"მთლიანობაში, სჭირდება ერთი ან ორი წელი ვაქცინის გამოგონებიდან, მაგრამ რაკი ახლა, ასეთი პანდემიური სიტუაციაა, მთელი მსოფლიო კონცენტრირებულია ამ დაავადებაზე, ალბათ 1 წელი დასჭირდება", - ამბობს ბაბუაძე და აღნიშნავს, რომ ვაქცინის შედეგები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც გამოცდის ყველა, მკაცრად გაწერილი ეტაპი დასრულდება.