„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა მშობლიურ „ლივერპულში“ დაბრუნდეს. L’Equipe-ს ინფორმაციით, „წითლები“ ინგლისელს სადიო მანეს შემცვლელად განიხილავენ.
სენეგალელით მადრიდის „რეალი“ სერიოზულადაა დაინტერესებული და შესაძლოა „სამეფო კლუბმა“ საწადელს მიაღწიოს. „ლივერპულს“ კი მისი სრულფასოვანი შეცვლა მოუწევს.
სტერლინგი მერსისაიდული გუნდის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2011-2015 წლებში 129 მატჩში 23 გოლი გაიტანა. 25 წლის შემტევი შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. სტერლინგის ანგარიშზე „ქალაქელთა“ რიგებში ჩატარებულ 230 შეხვედრაში 89 გოლია.