ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც „სეტონ ჰოლში“ თამაშობს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე დადგება, აღნიშნულ ინფორმაციას Hoopsrumors.com-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მამუკელაშვილს პირველ წელს არც ერთი ნბა-ს გუნდი არ აიყვანს, თუმცა შემდეგ წელს უკვე შანსი ექნება.
„კარგია თუ სანდროს დრაფტზე ვიხილავთ. დრაფტი საკმაოდ საინტერესო პროცესია, რაც კალათბურთელის ზრდასაც ხელს უწყობს. დარწმუნებული ვარ მამუკელაშვილი ადრე თუ გვიან ნბა-ში მოხვდება“ - განაცხა „სეტონ ჰოლის“ მთავარმა მწვრთნელმა.