„რატომ სჯობს უგულავა სხვას, თუნდაც იმავე ზურაბიშვილის მიერ სხვა შეწყალებულებს, რომელთა გამოც ბევრი კითხვა დაისვა?!“

„რატომ სჯობს უგულავა სხვას, თუნდაც იმავე ზურაბიშვილის მიერ სხვა შეწყალებულებს, რომელთა გამოც ბევრი კითხვა დაისვა?!“

„რაზეც არ შევთანხმებულვართ, იმის შესრულებას ვერავინ მოგვთხოვს“, - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების აღსრულებაში, მით უმეტეს, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს.

ამის მიუხედავად, ვრცელდება სცენარი, რომ საერთაშორისო ზეწოლით ხელისუფლება ე.წ. ელიტარულ პატიმრებთან მიმართებით დათმობაზე წავა: „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას პრეზიდენტს შეაწყალებინებენ, ხოლო ოქრუაშვილი, რურუა სასამართლოთი გამოვლენ. ასევე, სასამართლოთი გამოვა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული თამლიანიც, რომლის საქმეც ცოტა სხვაგვარ მიდგომას მოითხოვს.

აღნიშნულ პატიმრებთან მიმართებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას თავისი „სიმართლე“ აქვს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კონკრეტული პატიმრების ირგვლივ შეთანხმება არ მომხდარა და სასამართლო მომავალში ვინმეს გაამართლებს თუ გაამტყუნებს, ეს თავად სასამართლოს და არა პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. ოპოზიცია კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, თითქოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებისას უშუალოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც იყო საუბარი.

„გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, „მე, როგორც ვიცი, შეთანხმების საგანი იყო რამდენიმე ადამიანის ციხიდან გამოშვება და ამ შეთანხმების დაცვა და შესრულება მნიშვნელოვანია“.

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიფერენცირებაა საჭირო, რადგან თამლიანის საკითხი ცოტა სხვაა. მისი თქმით, თუ კობა კოშაძე გამოუშვეს, არაა გამორიცხული, რურუას შემთხვევაშიც იგივე მოხდეს, მაგრამ უგულავას საკითხთან დაკავშირებით ნიკოლოზ მეტრეველი წითელ ხაზებს ავლებს და არ მალავს, რომ არ ესიამოვნება, თუკი სალომე ზურაბიშვილი უგულავას შეიწყალებს და ეს იმ ფონზე მოხდება, როცა თავად „ქართული ოცნების“ მერი და სხვადასხვა ფიგურები დაკავებულნი არიან ამავე ბრალდებით და მათ მკაცრი სასჯელიც აქვთ შეფარდებული.

განსხვავებული შეფასებების მიუხედავად, ერთი რამ უდავოა, წინა კვირას საპატიმრო დატოვა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრმა კობა კოშაძემ, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდეს. ცალკეულ ადამიანებში ამან ნიშანი გააჩინა, ხომ არ იხევდა ხელისუფლება უკან და კოშაძის შემდეგ, ოქრუაშვილის, რურუას, უგულავას და სხვათა ჯერი დადგებოდა?

ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე ირწმუნება, რომ მისი დაჭერა ირაკლი ოქრუაშვილს დაუკავშირდა და იგი შვილის საფლავიდან მოდიოდა, როცა დახვდნენ და იარაღი ჩაუდეს.

დაეჭვების კიდევ ერთი საბაბი გააჩინა პრეზიდენტის ნათქვამმა გიგი უგულავას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით: „თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ შეიძლება ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმება მართლაც შედგეს, მაგრამ ამ დროისთვის ეს დაუჯერებელია, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამას პირდაპირ არ უნდა ითხოვდნენ და ასეთ საკითხებში არ უნდა ერეოდნენ.

„ეს კარგად ახსნა ირაკლი კობახიძემ, ასევე, „ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა, რომ ეს სამართლებრივი პროცესია და თავისი პროცედურები აქვს, ბრალის წაყენებიდან დაწყებული, გასამართლებამდე დასრულებული. აქ პოლიტიკოსების ჩარევა წარმოუდგენელია. ერთადერთი შემთხვევა მოხდა საქართველოში, როცა 2012 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით. სამართლებრივად მაშინაც ბევრი კითხვა დაისვა, დღეს კი პარლამენტს რა უფლება აქვს, ჩაერიოს ასეთ საკითხებში. მით უმეტეს, არსებობს სასამართლო. თუ სასამართლო იტყვის, რომ ბრალი არ არის დადასტურებული, მაშინ უდანაშაულობის პრეზუმფციაა ჩვენთან და ასეთ პატიმრებს უნდა ათავისუფლებდნენ ციხიდან. რაც შეეხება უგულავას, მას დანაშაული ჩადენილი აქვს, ეს დადასტურებულია სამი სასამართლოს მიერ, უბრალოდ, კვალიფიკაციის საკითხი იდგა და კვალიფიკაცია შეიცვალა. უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს არის უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ახლა ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი სტრასბურგის სასამართლოა. არა მგონია, პრეზიდენტმა ის შეიწყალოს. რატომ სჯობს უგულავა სხვას, თუნდაც იმავე ზურაბიშვილის მიერ სხვა შეწყალებულებს, რომელთა გამოც ბევრი კითხვა დაისვა?!“-აინტერესებს დავით ზარდიაშვილს.

რაც შეეხება კობა კოშაძეს, ანალიტიკოსი კოშაძის გირაოთი გამოშვებაში ვერავითარ ნიშანს ვერ ხედავს, რომ სხვებსაც გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ეს არ შეიძლება ყოფილიყო სერიოზული მოლაპარაკების საგანი, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სპეკულაციებია და, რასაკვირველია, ოპოზიცია ცდილობს, ამაზე დივიდენდები მოიპოვოს. ოპოზიციის მიზანია, რაიმე ააგოროს, საპროტესტო მუხტი დააგროვოს, მათ ჰგონიათ, რაც მეტი პროტესტი იქნება საზოგადოებაში, მეტ ხმას მიიღებენ. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, ე.წ. პოლიტპატიმრების თემა არააქტუალურია. არავითარი რეზონანსი ამას არ ექნება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, თუ ხელისუფლება უგულავას, რურუას, ოქრუაშვილის გათავისუფლებას გადაწყვეტს, მაშინ ის ძალიან დიდ რისკზე წავა, რადგან თავისი ამომრჩევლის საკმაოდ დიდ ნაწილს გაანაწყენებს. გარდა ამისა, ამით ხელისუფლებას მოუწევს იმის უნებლიედ აღიარება, რომ თურმე პოლიტპატიმრები ჰყოლია, რაც ხელისუფლების იმიჯს არანაირად არ წაადგება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ახლა ორცეცხლშუაა და, ალბათ, უმტკივნეულო გამოსავალზე ფიქრობს. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას, მაშინ ალბათ, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, კიდევ ერთ საერთაშორისო წნეხს გაუძლონ.

„მე არ მაქვს ამაზე ცალსახა და ზუსტი პასუხი. ის ერთობლივი განცხადება, რაც აშშ-ის საელჩოში შედგა და მერე ხელი მოეწერა მხარეთა მიერ და მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ არ მოაწერა ხელი, ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს. ეს საკითხი უნდა გაეთვალისწინებინათ ჩვენს საერთაშორისო მედიატორებსაც და არ უნდა გაეხადათ შეთანხმების საგნად, რადგან ამან წარმოშვა საფრთხე იმისა, რომ შესაძლოა, საარჩევნო საკითხზე შეთანხმება ჩავარდეს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას.

 

არაგველი641 სად არჩევნების კანონზე შეთანხმება და სად პატიმრების გამოშვება! მაგათ ცოტა ხომ არ აჟრიალებს?
4 კვირის უკან
tngh ქ. ბორჯომის მერი და საკრებულოს თავჯდომარე, რატომ არ არის პოლიტ-პატიმარი??? რატომ არიან ისინი ქ. თბილისის ყოფილ მერზე ნაკლებნი???
4 კვირის უკან
Maverick წინადადებით შემოვდივარ!
იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" შეიწყალებს ბიუჯეტის ქურდს გიგი უგულავას და დანარჩენებს, რითაც გამოააშკარავებს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას ნაცების ხელისუფლებაში მოყვანასთან დაკავშირებით გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს "ერთიანი ქართული ხაზინის გამქურდავთა ნაციონალური ოცნება"
4 კვირის უკან
Maverick სხვათაშორის, ნაცბოზბანდა ნაგულავები უგულავას გამო იმიტომ იხევა ჭიპზე, და ამწვარი აქვთ საჯდომი, რომ გიგილოს ნათქვამი აქვს "თუ არ გამომიყვანთ, ყველას გვერდზე მოგისვამთ გლდან-ვეგასშიოო"!
4 კვირის უკან
trampi გადაეცით ნაცებს...


თავისუფლება ბორჯომის მერს და საკრებულოს თავჯდომარეს!!!!!!!!!!!!!!!

თუ არ გამოუშვეს მაშინ ეგ არის პოლიტიკური ზეწოლა და შერჩევითი სამართალი.....
3 კვირის უკან