„მე არ ვიცი, სანქციებში რას გულისხმობენ, მაინცდამაინც იმას, რომ ვიღაცამ დაგვსაჯოს? რისი მიღწევა სურთ ამით?“

„მე არ ვიცი, სანქციებში რას გულისხმობენ, მაინცდამაინც იმას, რომ ვიღაცამ დაგვსაჯოს? რისი მიღწევა სურთ ამით?“

ლობისტურმა კომპანიებმა უნდა ამოავსონ ის სიცარიელე, რაც „ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთს შორის ურთიერთობაში გაჩნდა. „ქართული ოცნება“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას თვეში $33 333-ს გადაუხდის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ „ქართული ოცნება“ უნდა წარმოაჩინოს, როგორც სანდო, პრაგმატული, დასავლეთის ლიბერალური იდეალებისა და დემოკრატიის ერთგული პარტნიორი.

„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ დაქირავებული ლობისტები სახელმწიფოს ინტერესებზე ზრუნავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები კი-პარტიულზე.

რას მოუტანს „ოცნებას“ ლობისტებში გადახდილი მილიონები? ამის შესახებ For.ge-ს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე ესაუბრა.

იპოვა თუ არაქართულმა ოცნებამდასავლეთისკენ მიმავალი სწორი გზა ლობისტებისთვის გაღებული თანხებით?

- ნამდვილად არ იპოვა, რადგან ეს საკითხი არ წყდება ლობისტებით. საერთოდ, საგარეო პოლიტიკა ასე არ მუშაობს. ამიტომ, თუ გვინდა, პრობლემა მოგვარდეს, უპირველესად შენიშვნები უნდა გავითვალისწინოთ და რეალურად გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც იმ პრობლემებს აღმოფხვრის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ვიმეორებ, ლობისტებით ეს თემა არ წყდება.

ლობისტების ინსტიტუტს წარმატებით იყენებდნენნაციონალები“, იმდენად წარმატებულად, რომ შეეძლოთ ტყუილიც სიმართლედ წარმოეჩინათ. „ქართული ოცნებისშემთხვევაში, ლობისტებით რატომ ვერ გადაწყდება საქმე, იმიტომ ხომ არა, რომ მთლიანად დაკარგული აქვსქართულ ოცნებასდასავლეთში პიარის თვალსაზრისით რესურსები?

- ლობისტის ფუნქცია სახელმწიფო უწყების ფუნქციისგან განსხვავებულია და ამის აღრევა არ უნდა მოხდეს. არის რაღაც, რაც უნდა გააკეთონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და არა ლობისტებმა. ლობისტის ფუნქციაა, რომ ეს გაკეთებული არ დაიკარგოს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ლობისტები წყვეტენ ყველაფერს და სახელმწიფო უწყებების საქმე თურმე არც კომუნიკაცია ყოფილა, არც რაღაცის გაკეთება. ლობისტი საჭიროა იმისთვის, რომ ძალიან დინამიურ დღის წესრიგში, რაც არის თუნდაც ვაშინგტონში, თუ სხვაგან, არ მოხდეს საქართველოს თემის ჩაკარგვა და მოხდეს ამ თემის აქტუალიზაცია. ლობისტი ვერ გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და სპეციალურად ამისთვის არსებულმა სტრუქტურებმა.

როდესაც შეცდომებზეა საუბარი, მათ შორის, გიგი უგულავას დაჭერაზე, პროპორციული არჩევნების ჩაგდებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, რა ძირითადი შეცდომა დაუშვაქართულმა ოცნებამ?“

- ეს ყველაფერი დაფიქსირებულია, რამდენიმე მიმართულებაა, რომ უზრუნველყოფილ იქნას არჩევნების ის მოდელი, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, დემოკრატიას, ხალხის დაკვეთას, უნდა შესრულდეს გაცემული პირობა. თუ შევაჯამებთ, ასევე საუბარია კონკრეტულ საკითხებზე, რაც უკავშირდება მართლმსაჯულებას, სასამართლოს. გარდა ამისა, საუბარია ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, ანაკლიაზე და ა.შ. ანუ ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია ვიღაცისთვის კი არა სადღაც ვაშინგტონში, ბრიუსელში, ან სტრასბურგში, არამედ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ახლა ძირითადად ვლაპარაკობთ ბრიუსელსა და ვაშინგტონზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ კრიტიკული შენიშვნები გაკეთდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მთელი რიგი საგარეო საქმეთა მინისტრების, პრეზიდენტების მხრიდანაც. ეს ყველაფერი უკავშირდება ერთ რამეს, როგორ გახდეს საქართველო უკეთესი ქვეყანა. ვისი ბრალია, რომ ასე არ არის? არა მგონია, აქ ერთი ვინმეს პასუხისმგებლობა იყოს, ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა. მთავარია, ეს ყველაფერი სწორად დავინახოთ, რაღაც რომ შეგვეშალა, შეცდომა არ გავაგრძელოთ და გადავდგათ სწორი ნაბიჯები. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი პარტნიორებიც მზად იქნებიან, დაგვეხმარონ.

როდესაც შეცდომებზე საუბრობენ, ივანიშვილის ერთ-ერთ შეცდომად განიხილავენ იმასაც, რომ მან ინგლისურის მცოდნე ხალხი ჩაანაცვლა ახალი სახეებით, რომლებსაც თავიდან უწევთ გზის გაკვალვა და დასავლურ წრეებთან ურთიერთობის დამყარება.

- ბავშვური არგუმენტი მგონია, როდესაც ეს საკითხი დაჰყავთ იქამდე, თითქოს ვიღაცას კომუნიკაციის პრობლემა აქვს. ამით ნუ აყენებენ შეურაცხყოფას ნურც ჩვენს პარტნიორებს, როცა მათ ეუბნებიან, რომ ისინი აზრზე არ არიან, რას ლაპარაკობენ, ამ დროს ჩვენს პარტნიორებს მნიშვნელოვანი საშუალებები აქვთ, მიიღონ ინფორმაცია. მეორე, ნუ გამოდიან იმ ხალხის როლში, რომელთაც არც სახელმწიფო სტრუქტურები აქვთ, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, არაფერი არ აქვთ. არ ვფიქრობ, რომ თურმე ჩვენ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ვერ მივიტანეთ სათქმელი უცხოელებამდე. სხვათა შორის, ესეც არასერიოზულია, როცა ამბობენ, მოდით, დასავლეთს სიმართლე გავაგებინოთ და დელეგაციები გავგზავნოთ დასავლეთში. საგარეო პოლიტიკა ასე არ კეთდება.

თამარ ჩუგოშვილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციებს არ გამორიცხავს. მისი თქმით, იმდენად გავიფუჭეთ რეპუტაცია, გამორიცხული უკვე არაფერია. თქვენ თუ ელით სანქციებს?
- მე არ ვიცი, სანქციებში რას გულისხმობენ, მაინცდამაინც იმას, რომ ვიღაცამ დაგვსაჯოს? რისი მიღწევა უნდათ ამით? საქართველოს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, ჩვენ შეგვეძლო ძალიან ბევრ ახალ ინიციატივაზე გვედავა, ამის მაგივრად ახლა თავის მართლების პოზიციაში ვართ და, ცხადია, ეს გვაზარალებს. საქართველო ყველგან მოიხსენიებოდა, როგორც წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა, დემოკრატიის ერთგული, მნიშვნელოვანი გარდაქმნების მქონე, ეს საშუალებას გვაძლევდა, ძალიან ამბიციური დღის წესრიგი გვქონოდა, როგორც ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობაში, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. როგორც კი აქედან უკან დაიხევ, ეს ნიშნავს, რომ დროს კარგავ და ამ დინამიკიდან ვარდები. ეს უკვე არის ზიანი. თუ ვინმეს ძალიან უნდა, მაინცდამაინც გამოსცადოს ჩვენი პარტნიორების და ორგანიზაციების სანქციების ნეგატიური ძალა, არ ვურჩევდი. ამით საბოლოოდ ქვეყანა ზარალდება, ეს არ არის რომელიმე პარტიის პირადი პრობლემა. ის, რომ სულ ახლახანს ევროპარლამენტში არ იქნა მიღებული განცხადება ასოცირებასთან დაკავშირებით, ამით საქართველო ზარალობს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია.

ხელისუფლების მიმართ უარყოფით ტონს როგორ აღიქვამთ, რომ ევროპასა და ამერიკას მაინცდამაინც დიდი ინტერესი აღარ აქვს საქართველოს მიმართ? თუ პირიქით - მათთვის კავკასიაში ერთ-ერთ საიმედო ბასტიონად ვრჩებით?

- როგორ ფიქრობთ, ვისზე ეწვის გული ადამიანს და ვის ეუბნება, როცა ის არასწორად იქცევა? ცხადია, ვისაც გულშემატკივრობს. ამიტომაც ვამბობ, ეს არის ჩვენი მეგობრების პოზიცია, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ უჭერენ მხარს, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და გვეუბნებიან, რა არის უკეთესი ჩვენთვის.

ამ გულშემატკივრობაში ძალიან კარგად ხეირობენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტიდან პირდაპირ ეთერში მათი ჩართვები, აღფრთოვანებები რეზოლუციის ჩაგდების გამო. თუკი დღემდენაცებიმართავენ სიტუაციას ევროპასა და ამერიკაში, ესოცნებისუსუსურობას არ მიუთითებს?

- ამაში კიდევ რაღაც რაციონალურს დავინახავდი, ეს რომ იყოს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წლები. ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლისთავზე კიდევ ამას რომ ლაპარაკობენ, რომ თურმე არ აქვთ აწყობილი ურთიერთობა დასავლეთთან და თურმე იქ სხვები უფრო მეტად მუშაობენ, ვიდრე ხელისუფლება, ეს ძალზე არასერიოზული პრობლემაა ხელისუფლებისთვის.

სხვათა შორის, ამას შემდეგნაირ ახსნას უძებნიანქართულ ოცნებაში“, რომ ლობისტების ძვირადღირებული მომსახურებისთვის აქამდე ვერ იმეტებდნენ თანხებს და ამიტომაც წააგეს საინფორმაციო ველზე.

- ერთ რამეს გეტყვით, როცა საქართველო მართლაც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, მხედველობაში მაქვს 90-იანი წლები, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტში მართლაც არაფერი იყო და, მით უმეტეს, არც ლობისტების ფული გვქონდა, ხშირ შემთხვევაში, საელჩოები მუშაობდნენ ხელფასის გარეშე, მაშინ მოხერხდა ის, რომ სტრატეგიული პროექტები დაძრულიყო და მნიშვნელოვანი რაღაცები განხორციელებულიყო. ასე რომ, პრობლემა სხვა რამეშია, პოლიტიკას აქვს თავისი წესები, იგივე წესები აქვს საგარეო პოლიტიკასაც.

 

Aburjga Tasmanieli არ ვიცი, შეიძლება თენგიზ ფხალაძე კარგი ქართველი და განათლებული კაცია, მაგრამ რამსებინაშკარად არეული აქვს! ახლა ქვემოთ მოვიყვან ამ ინტერვიუს ერთ პასაჟს
ხელისუფლების მიმართ უარყოფით ტონს როგორ აღიქვამთ, რომ ევროპასა და ამერიკას მაინცდამაინც დიდი ინტერესი აღარ აქვს საქართველოს მიმართ? თუ პირიქით - მათთვის კავკასიაში ერთ-ერთ საიმედო ბასტიონად ვრჩებით?


- როგორ ფიქრობთ, ვისზე ეწვის გული ადამიანს და ვის ეუბნება, როცა ის არასწორად იქცევა? ცხადია, ვისაც გულშემატკივრობს. ამიტომაც ვამბობ, ეს არის ჩვენი მეგობრების პოზიცია, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ უჭერენ მხარს, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და გვეუბნებიან, რა არის უკეთესი ჩვენთვის.

ვის ეწვის გული ბატონო თენგიზ, ვინ გვგულშემატკივრობს?! არ გეკადრება ეს სისულელის ტოლფასი გულუბრყვილობა! იმ გულშემატკივრების" უმეტესობას საქართველო ფეხებზე ჰკიდია საერთოდ, უფრო მცირე ნაწილი პირსისხლიანი იმპერიალისტია და ვძულვართ. შეიძლება მათში არის კიდეც ძალიან ცოტა, სულ 1-2 ადამიანი ვინც საქართველოს კულტურას და ისტორიას იცნობს და ამიტომ გულშემატკივარია!
1 თვის უკან
romani საერთოდ ეს ფუყე, თითიდან გამოწოვილი და ხელოვნურად ინსპირირებული ალიაქოთი პოლიტიკური კურსის შეცვლაზე, დემოკრატიის უკუსვლაზე,განსაკუთრებით კი, ნაციონალების დაბრუნებაზე, არის აბსურდული და უკიდურესად არასერიოზული . ამ აბსურდზე კომენტარი, ხომ საერთოდ გულისამრევია. მარჩიელობა, ხანდახან, ძალიან იშვიათად, რაღაც საღი აზრის გამოთქმა, მაგრამ, შემდეგ მისი ჩახრჩობა სისულელეებში და მოჩმახულ ნააზრევში. საინტერესო დრო არ მთავრდება, როდემდე?
1 თვის უკან