მეუფე პეტრე პატრიარქთან შეხვედრას არ აპირებს: უსამართლობის, ძალმომრების და მორიგი პილატეს სასამართლოსთვის მზად ვარ

მეუფე პეტრე პატრიარქთან შეხვედრას არ აპირებს: უსამართლობის, ძალმომრების და მორიგი პილატეს სასამართლოსთვის მზად ვარ

უსამართლობის, ძალმომრების და მორიგი პილატეს სასამართლოსთვის მზად ვარ - მეუფე პეტრე პატრიარქთან შეხვედრას არ აპირებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) “2020NEWS”-თან ინტერვიუში საეკლესიო კრების მოწვევას ითხოვს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ წაყენებული ბრალდებების დამამტიცებელ მტკიცებულებებს წარადგენს.

მეუფე პეტრეს მოლოდინი აქვს, რომ სინოდის სხდომაზე მის მიმართ გამოტანილი სასჯელი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამკაცრდეს, რაც ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, საპატრიარქოს მიერ უსამართლოდ და უკანონოდ გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენი იქნება.

ამასთან, როგორც მეუფე პეტრე სააგენტოსთან აცხადებს, ის პატრიარქთან შეხვედრას არ აპირებს, რადგან ეკლესიაში არსებული მანკიერების შესახებ მხოლოდ დიდ საეკლესო კრებაზე ისაუბრებს.

- მეუფე პეტრე, მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ  მოგიწოდათ, მიხვიდეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, რომელიც მისი თქმით, ხარისხს დაგიბრუნებთ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მეუფე გრიგოლის განცხადება ნაკარნახევი თავად პატრიარქის მხრიდან?

- ვერ გეტყვით, ამ განცხადებას არ ჰქონდა ოფიციალური სახე. ვფიქრობ, ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მიმდინარე პროცესების მიმართ პირადი დამოკიდებულება გამოხატა. მისი განცხადება პასუხისმგებლობას მოკლებულია. ეპისკოპოს გრიგოლს ვეტყოდი, უმჯობესია, ის თავად მოეგოს გონს და საქართველოს საპატრიარქოში გამეფებულ უსამართლობას, უკანონობასა და უზნეობას გაემიჯნოს.  მას ვურჩევ, ნუ იქნება უსამართლობისა და უზნეობის მხარეს.

მამა ღმერთთან უნდა მივიდეს უძღები შვილი, რომელიც დასცილდა უფალს თავისი ცოდვებით, უკანონობით, უწმინდურობითა და უზენობის გამეფებით საქართეოლოს ეკლესიაში. ამ კუთხით ადრესატი ნამდვილად უნდა იყოს, პირველ ყოვლისა, პირველი იერარქი, რომელსაც  ეკლესიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

მას (გულისხმობს პატრიარქს) არასოდეს ღირსეული ნაბიჯი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ არ გადაუდგამს და ასევე, 90-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის მიმართ ეკლესიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გონივრულად და გულწრფელად არ შეუნანია. ამ ადამიანს უახლოესი გარემოცვიდან ციხეში უზის მღვდელი, რომელიც როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად ეწამება.

ასეთ ფონზე, როცა მეუფე გრიგოლი უძღები შვილის ფორმატში, უსამართლოდ დევნილ და სიმართლისათვის დამდალებულ მიტროპოლიტ პეტრეს უყენებს ბრალდებებს, ეს როგორც მინუმუმ, უგნურება, უპასუხისმგებლობა და ფარისევლობაა.

- ღია მოწოდების შემდეგ, აპირებთ პატრიართან შეხვედრას, რათა მას  სასულიერო იერარქიაში არსებულ პრობლემებზე ესაუბროთ?

- ეკლესიაში მიმდინარე პრობელმები დიდმა საეკლესიო კრებამ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს. ჩვენ პატრიარქს მივანიჭეთ იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე მას საეკლესიო კანონით გააჩნია. ის არის მცხეთისა და თბილისის ეპისკოპოსი უპირატესი თანასწორთა შორის. საუბედუროდ, პატრიარქი საზოგადოებამ ქრისტე ღმერთის ადგილზე დააყენა და ქრისტე განაგდო. მან ქრისტეს ადგილი დაიკავა, რაც  სარწმუნოებირვად ძალიან დიდი დანაშაულია.

უახლოეს მომავალში უნდა შეიკრიბოს საეკლესიო კრება, სადაც მომეცემა პარტრიარქის მიმართ ჩემ მიერ წაყენებული ბარლდებების დამტკიცების უფლება. ასეთ ფორმატში პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ პრობლემურ კითხვას, რომელიც წლების განმავლობაში ეკლესიაში დაგროვდა.

- გაქვთ მოლოდინი, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც უცნობია, როდის გაიმართება, თქვენთვის სასჯელის მოხსნისა ან გამკაცრების საკითხიც განიხილონ?

- უკანონობის, უსამართლობის, ძალმომრებისა და მორიგი პილატეს სასამართლოს შემთხვევაში, არაფერს გამოვრიცავ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ჯერ უნდა დავიწყოთ სამართლინობის აღდგენით. თამარ მეფის მოწოდებაა, რომ გამოიძიეთ კეთილად, დაამტკიცეთ მართალი და განაყენეთ უღირსი, აღნიშნულ თემაზე საუბარს ამ სიტყვით დავამთავრებ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არიდებს თავს საპატრიარქო სასულიერო იარარქიაში არსებული პრობლემების განხილვასა და მრუშეთა სათანადოდ დასჯას?

- მძიმე ბრალდებების განხილვასთან დაკავშირებით ათწლეულებია საპატრიარქოში პრობლემებია. საეკლესო სასამართლოს ფუნქცია სინოდს აქვს მითვისებული. ეს იგივეა, რომ სასამართლოს ფუნქცია საქართველოს პარლამენტმა მიითვისოს, ასეთ უბედურებაში ვართ. საეკლესო სასამართლო უნდა აღდგეს და ყველა ბრალდება  მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. საქართველოს ეკლესიაში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რაც ძალიან მალე უნდა გამოსწორდეს.