მარცვლეულის წარმოების საქმე უკან მიდის - ბიუჯეტიდან თანხა თითქმის არ გამოიყოფა

მარცვლეულის წარმოების საქმე უკან მიდის - ბიუჯეტიდან თანხა თითქმის არ გამოიყოფა

მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის.


„ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი გვაქვს, სადაც საშუალო მოსავლიანობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, გვყავს ცალკეული ფერმერები, რომლებიც ჰექტარზე იღებენ 5-6 ტონა მოსავალს. არადა, ქართულ მიწას შეუძლია, სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებებისა და შესაბამისი თესლის შემოტანის პირობებში, საშუალო საჰექტრო მოსავალი ავიდეს 5-6 ტონამდე. ჩვენ ამ დონეს საშუალოდ, 5-6-წლიან პერიოდში მივაღწევთ.


სამინისტროში დამუშავებულია პროგრამა, რომელიც არის მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით. ეს არის ელევატორების სისტემის განვითარება. კერძოდ, მინდვრის ელევატორებიდან მოხდება მაღალხარისხიანი თესლის, ასევე, შესაბამისი ჰერბიციდების და პესტიციდების გაცემა. ეს იქნება ლაბორატორია მიღების პერიოდში, გადახარისხდება ხორბალი და მიეწოდება შესაბამის სეგმენტს.


იქიდან გამომდინარე, რომ მარცვლეულის წარმოებაზე ძალიან არის დამოკიდებული მეცხოველეობის და მეფრინველობის მიმართულების განვითარება, ყველა ეს პროგრამა შემუშავებულია სამინისტროში, თუმცა, სამწუხაროდ, საბიუჯეტო რესურსი ყოველთვის არ არის საკმარისი“, - განაცხადა გადაცემაში „საქმე“ ხანიშვილმა.


საქართველოში მარცვლეულიდან, როგორც ხორბალს ასევე სიმინდს განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ იგი ოდითგანვე უპირველესად ხორბლის მწარმოებელ და მოხმარებელ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად იყო მიჩნეული.


სამწუხაროდ, საქართველომ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს პოზიციები მკვეთრად დათმო. ამას ადასტურებს სტატისტიკაც:


1950 წლისთვის საქართველო აწარმოებდა 786 ათას ტონა მარცვლეულს, ანუ მოსახლეობის 1 სულზე 223 კგ-ს, (მოსახლეობის რიცხოვნობა ამ პერიოდში 3.5 მლნ ადამიანს შეადგენდა). 1980 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5 მლნ-ს გადასცდა და მოსახლეობის 1 სულზე მარცვლის წარმოებამ 121 კგ, შეადგინა (მომდევნო ათ წლედში სურათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. 1990 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ შეადგინა 5.4 მლნ ადამიანი და მოსახლეობის 1 სულზე კვლავ 121 კგ მარცვლეული იქნა წარმოებული). 2000-2003 წლებში მარცვლის წარმოება, მართალია, გაიზარდა 150-155კგ-მდე მოსახლეობის 1 სულზე, მაგრამ იგი მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე მოხდა - ამ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 მლნ კაცით შემცირდა.


აკადემიკოსი პაატა ოღუაშვილი ამბობს, რომ პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ქვეყნის შიგნით მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება.


„საამისოდ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში მისაღებია ფინანსურად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა „მარცვალი“, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მაღალხარისხოვანი თესლის წარმოების ორგანიზაციული ღონისძიებები.


მეცნიერებისა და სპეციალისტების გათვლებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მარცვლის ქვეშ ნათესი ფართობი გაიზარდოს 150 ათასი ჰექტრით, ანუ 350 ათას ჰა-მდე. სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალებას იძლევა საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებული იქნას 1,0-1,1მლნ ტ. მარცვლეული, რაც სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფისთვის. საკუთრივ ხორბალი შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენი მოთხოვნილების 60-65%-ის ფარგლებში“, -აცხადებს კოღუაშვილი.

DDDzia მინისტრის პირველო მოადგილევ, დიიდო აკკადემიკკოსსოოო!
ბოლოს როდისიყავით მაგალითად შირაქში?
რა გაქვთ ნანახი, რა გაიგეთ და რას მიხვდით?
ჰაა?
მარცვლეულის მოყვანა მარტო ქაღალდზე იცით. რეალობაში როგორ ხართ?
მარცვლეული რომ მარტო მოხნული მიწაა არაა, ეს თუ იცით?
მე აგრონომი არ ვარ, მაგრამ შირაქში გავატარე ბავშვობა და როგორც თქვენი ნაბჟუტურევიდან ვხვდები, თქვენზე კარგად ვიცი ეს საქმე.
დაწყევლილი კომუნისტებისას წელწადში ორი მოსავალი მოდიოდა. ხორბლისა და ქერის შემდეგ სასილოსე სიმინდი ითესებოდა და სექტემბერ-ოქტომბერში მეორე ისავალს იღებდა კოლმეურნეობა. კოლმეურნეობაში შტატი იყო გამოყოფილი, რომელიც საქარე ზოლებზე ზრუნავდა. ახალ ნერგებს წყალმზიდით დადიოდნენ და რწყავდნენ, რომ გახარებულიყო. სათესლე მარცვლეულს თვითონ ახარისხებდნენ და მხოლოდ იმას თესდნენ. შქამქიმიკატები კაპიკები ღირდა, ისევე როგორც სალიარკა. აღებული მოსავალი ელევთორებში ინახებოდა ტექნოლოგიის მკაცრი დაცვით. სასოფლო ინსტიტუტი აგრონომებს ძერწავდა. მელიორაცია აშენბულ-გაშენებული იყო და ამას თვითონ კოლმეურნეობები აქცევდნენ ყურადღებას. კოლმეურნეობას მისი კუთვნილი მიწის ფართობიდან გამომდინარე ეძლეოდა გეგმა და გაებედათ და ნუ შეასრულებდნენ. მერე ვინ ვის შეუსრულებდა, სანახავი იყო.
ახლა რით აპირებთ მარცვლეულის მოსავლის გაზრდას?
მიწები დანაწევრებულ-დაყოფილ-დაგლეჯილია, ქარსაცავი ზოლები გაჩეხილ-განადგურებული, სარწყავი სისტემა დანგრეული, ჯართში ჩაბარებული და ის მიწები, სადაც სარწყავი გადიოდა, სხვა დანიშნულებით გამოყენებული. ელევატორები აზერბაიჯანზე გაყიდული და ხორბლის შენახვაში თითქმის მესამედ პროდუქტს ითხოვენ. შქამ-ქიმიკატები და საწვავი უსაშინლეს ფასად. აგრონომებს აღერავინ აღარ ამზადებს.
და როგორ აპირებთ მოსავლიანობის გაზრდას?
ტელევიზორს მაინც არ უყურებთ, რომ ყოველწლიურად შირაქში მოსავლის აღების შმდეგ ჩაუქრობელი ხანძრებია ხოლმე? ამ ხანძრებმა საერთოდ გაანადგურეს ისედაც განადგურებული ქარსაცავი მეურნეობები. ქარსაცავს ვინ გააშენებს, როცა 50 კილომეტრიდან წყალია მისატანი მოსარწყავად? ვინ დახარჯავს დამატებით თანხას?
ერთი ჰექტრის დამუშავება 1000 ლარი ჯდება. აღებული მოსავალი კილოგრამზე 50-70 თეთრი. ქერის მოსავალი საუკეთესო ასემთხვევაში 2.5 ტონას არ ააჭარბებს (კოლმეურნეობების ნორმას ვწერ, თირე ახლა 2 ტონა ეს საოცნებო მოსავალია). ქერის არება ივნისის დასაწყისასია და მეორე მოსავალიც უნდა მოესწროს, მაგრამ წვრილ მესაკუთრეს არ აქვს იმდენი ფული, რომ კიდევ ერთხელ დაამუშაოს მიწა მანამ, სანამ ქერს არ გაყიდის. ან რომ გაყიდის, შემოსავალი დანახარჯებს დიდად აღარ აღემატება და მასაც სიცოცხლე უნდა.
მთელი სეზონი ცას შეყურებს - ზამთარში თოვლს ნატრულობს, რათა თაგვი არ მომრავლდს და ისედაც მწირი მოსავალი არ გაუნადგუროს და გაზაფხულზე კიდევ წვიმას. მაგრამ ეს ბოლო ორი ათწლეული არც რთი მოდის და არც მეორე.
მაშინ რა მოსავლიანობაზე ბოდიალობთ?
1 კვირის უკან