ჩინური ავტოინდუსტრიის სწრაფი განვითარება საქართველოსთვის პრობლემაცაა და ახალი შესაძლებლობაც

ჩინური ავტოინდუსტრიის სწრაფი განვითარება საქართველოსთვის პრობლემაცაა და ახალი შესაძლებლობაც

ჩინური ავტოინდუსტია სწრაფად იზრდება და მათი ინტერესი, პირველ რიგში, ფართო რეგიონი გახდა. საქართველო ცდილობს ამ მხრივაც ბაზრის ჰაბის ფუნქცია შეინარჩუნოს, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა და მუშაობა სჭირდება. კონკურენციის გაწევა გაჭირდება შუა აზიის სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩინეთს ხმელთით ესაზღვრებიან. მათ შორის თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება.

ჩინეთი მსოფლიოში გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ავტომობილების ექსპორტიორი, რაც ახალ კონკურენციას ქმნის იმპორტირებული მანქანების მიმართ. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჯახუტაშვილის ინფორმაციით, ამ კუთხით კი საქართველოსთვის საყურადღებო უნდა იყოს ბაზარზე არსებული ტენდენცია და დღესვე უნდა განიხილებოდეს ჩინეთის ფაქტორი საჯარო და კერძო სექტორებში.

სხვა საკითხია ცენტრალური აზიის ბაზრის შემცირების რისკი, არა იმიტომ, რომ ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში გარკვეულ საქმიანობას ეწევიან, არამედ ეს განაპირობა ჩინური ავტოინდუსტრიის არნახულმა ზრდამ და ბაზრების ათვისების ტემპებმა, ასევე ყაზახეთში დასავლური, კორეული და ჩინური ავტომობილების ლოკალიზაციის (ადგილზე აწყობა/წარმოების) განვითარებამ.

ჩინეთი მსოფლიოში გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ავტომობილების ექსპორტიორი. რაც ახალ კონკურენციას ქმნის იმპორტირებული მანქანების მიმართ. ფინანსურად ძალიან ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ავტომობილები გარანტიით, როდესაც დასავლური მეორადი ავტომობილების შემთხვევაში ხარისხი ისედაც საეჭვო იყო და ფასიც იმპორტის რეგულაციებიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი.

საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო უნდა იყოს ეს ტენდენცია და დღესვე უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი საჯარო და კერძო სექტორებში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველომ და ქართულმა ბიზნესმა განაგრძოს მონაწილეობა ამ სექტორში და მიიღოს ფინანსური სარგებელი საიმპორტო ბაზრებიდან მანქანის საქართველომდე ტრანსპორტირებით; ასევე, მანქანების ლოკალურად შეკეთებიდან (რადგან ყაზახეთში კანონმდებლობით დაზიანებული მანქანის იმპორტი აკრძალულია), ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებიდან, სადაზღვევო სერვისებიდან და საბაჟო შემოსავლებიდან, - განუცხადაბიზნესპრესნიუსს ჯახუტაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ავტოიმპორტიორები ჩინურმა მხარემ მაისის ბოლოს ახალი და მეორადი ავტომობილების გამოფენაზე მიიწვია. როგორც შეხვედრები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა საკუთარი პოზიციები გააცნეს ერთმანეთს. ამასთან როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღავენმა ალექსი ნონიაძე აღნიშნა, ჩინური მხარისგან იყო მინიშნებები ირანსა და სხვა სანქცირებულ ქვეყნებში ავტომობილების გაყვანაზეც, რაზეც ქართული მხარისგან უარი მიიღეს.

ჩვენი ასოციაცია სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინური მხარისგან. ახალი და მეორადი ავტომობილების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ჩვენ ჩინელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია. მესმის, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ქართული ბაზრით, მაგრამ ჩვენც, არა მხოლოდ ბიზნესს და ასოციაციას, თვითონ ქვეყანასაც აქვს განსაკუთრებული ინტერესი. ეს არის ჰაბის ფუნქცია. დასავლეთიდან წამოსული მანქანა ჩამოდის საქართველოში, გარკვეულ სერვისს გადის, იხდიან დამატებით ღირებულებას და მერე შედის ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ჩინური ავტომობილების შემთხვევაში, რეექსპორტის ეს გეოგრაფიული არეალი იცვლება. იმიტომ, რომ ჩინეთიდან წამოსული ავტომობილები სახმელეთო გზით შედის ყაზახეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მერე მოდის საქართველოში. ბუნებრივია, მერე მისი უკან დაბრუნება მოკლებულია ლოგიკას.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესია, რომ თუ ჩვენი ბაზარი აითვისებს ჩინურ ავტომობილებს, ის უნდა გავყიდოთ მესამე ქვეყნებში. ავუხსენით კიდეც, რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც მსუბუქ ავტომობილებში მოთხოვნა დიდია. თუ საქართველო განიხილება როგორც რეექსპორტის ბაზა, სადაც ჩინური ავტომობილები ამერიკის მსგავსად გავა მესამე ქვეყანაშიც, ეს მომგებიანი იქნება ბიზნესისთვისაც, ქვეყნისთვისაც და ჩვენი ჩინელი კოლეგებისთვის.

გარდა ამისა, მინიშნება იყო, რომ ჩვენგან გავიდეს ავტომობილები ირანსა და სხვა სანქცირებულ ქვეყნებში. ჩვენ კატეგორიული უარი ვუთხარით. იმიტომ, რომ ეს დააზიანებს არა მხოლოდ ავტოიმპორტიორებს, არამედ ქვეყანას. გარდა ამისა, ეს საერთოდ განადგურებს დარგს. ამიტომ, ჩვენგან პრინციპული პოზიცია დაფიქსირდა. ერთი ფანჯარა გახსნა იმისთვის, რომ მეორე დახურო, ეს აზრს მოკლებულია“, - დასძინა ნონიაძემ.

წლიურად ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი 68%-ით გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. „საქსტატისმონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 2 974 ერთეული (39.557 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, 2023 წელს 1 769 (22.221 მლნ აშშ დოლარის).

შედარებისთვის, 2022 წელს ქვეყანამ ჩინეთისგან 1 439 ერთეული (13.689 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შეიძინა, 2021 წელს 1 214 (2,648 მლნ აშშ დოლარი), 2020 წელს 561 (2.406 მლნ აშშ დოლარი) და ..