სვანეთს დენის გადასახადის დაწესებისთვის ამზადებენ. ბოლო პერიოდში რეგიონმა ელექტროსისტემაში დიდი პრობლემები შექმნა, რამაც გადაწყვეტილება დააჩქარა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი დაუფარავად ამბობს, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა მოუწევს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ეს როდის მოხდება.
„საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა. ამ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ახლა სწორედ ამ ნაბიჯებზე ვმუშაობთ. წელსაც გარკვეული ცვლილებები იქნება. პირველ რიგში, შეიძლება გაფართოვდეს კომერციული ობიექტების სია, რომლებსაც უწევთ გადახდა. ჯერ ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა თვალაბეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კრიპტოვალუტის მაინინგის პრობლემა, რის შედეგადაც სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად იყო გაზრდილი, მოგვარებულია და ქსელზე არალეგალურად დაერთებული მოწყობილობები ჩაიხსნა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება 80%-ით შემცირდა.
სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.
ბოლო პერიოდში კი მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მოხმარების ზრდა წინა წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხელ ბოცვაძის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრში, მესტიის რაიონმა მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში, ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა, ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერი, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა, ხონი.
„ელექტროენერგიის ესოდენ გაზრდილი მოხმარება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქსელის მდგომარეობას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ძაბვის არაერთი ქვესადგური თუ მაღალი ძაბვის ხაზი დატვირთულია 100%-ით და მეტით, აშკარაა იმის საფრთხე, რომ მოხდეს მათი მწყობრიდან გამოსვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მესტიაში ათასობით აბონენტის ენერგომომარაგების ხანგრძლივ შეზღუდვას.
კომპანიაში წარმოებული ანალიზი ადასტურებს, მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი არის კრიპტივალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე, ფერმების მესტიაში გადატანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება კომპანიის სხვა მომსახურების ცენტრებში“, - განაცხადა ბოცვაძემ.
ის, რომ მესტიაში მოხმარება ძალიან მაღალია, ეს ფაქტია, რასაც ბოლო პერიოდში ციფრული ვალუტის მაინინგიც დაემატა. რადგან რეგიონში გადასახადს არ იხდიან, კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად სასათბურე პირობები შეიქმნა. ენერგეტიკოსი, მურმან მარგველაშვილიც სწორედ მაინინგს უკავშირებს ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას. მისი თქმით, თავის დროზევე არალეგიტიმური იყო დაშვება, რომ რომელიმე რეგიონს, დენი უფასოდ მიეწოდებოდეს.
„2000-იან წლებში, იმიტომ არ გვქონდა დენი, რომ აღურიცხავად მოვიხმარდით. თავისთავად დაუშვებელია, რომელიმე რეგიონი ჩააყენო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არ იხდიდეს გადასახადს. სახელმწიფოს სისუსტე და არალეგიტიმური გადაწყვეტილება იყო მაშინაც. თუ ვინმეს დამხარება და შეღავათი სჭირდება, ეს ფინანსურად მოწყვლადი ჯგუფებია, რომლებსაც სახელმწიფო უფასო დენით კი არა, ფულით უნდა ეხმარებოდეს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მთავრობაა დეგენერატი, თორემ სვანები არაფერ შუაში არ არიან.
მთავრობის უნიათობა რომ არა, ხუდონჰესზე ასეთი პრობლემა არ იქნებოდა.
აბა ახლა გადაახევინონ ყველას ისე, როგორც ჩვენ ვიხდით და 1 ანდ 2 წლის შემდეგ როგორ შეეცვლებათ აზრი ხუდონჰესის მშნენებლობაზე, იმასაც ვნახავთ.
ან აფხაზები რატომ არ იხდიან?
რატომ უნდა ვიხადო მე მათი მოხმარებული დენის გადასახადი?
იგივეა ყაზბეგში - იმათ კიდევ გაზზე აქვთ მონოპოლია. იხდიან მხოლოდ მოხმარებულის ნაწილს.
დანარჩენს მე რატომ მახდევინებთ?
ან რა ტურიზმია ასეთი, რომ მე უნდა გადავიხადო მათი გადასახდელი?
ავიაკომპანიები "ვიზეარი" და "რაინეარიც' ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან. "ვიზეარს" ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს უხდიან უკვე 6 წლის მანძილზე და "რაინეართან" ხელმოწერილია ხელშეკრულება პირობით, რომ ყოველ მგზავრძე ჩვენი ბიუჯეტი მადაუხდის 30 ევროს.
და რისთვის?
იმიტომ, რომ მათ "ტურისტები ჩამოიყვანონ".
არაა ეს მარაზმი?
ანუ, მე მახდევინებენ იმ ტურისტების გადასახადს და ეს ფული მიდის უცხოელების ჯიბეში.
"ტავ ურბანმა", თბილისის აეროპორტის თურქმა ოპერატორმა, ისევ გაზარდა მომსახურება და ახლა ყოველ მგზავრზე იღებს 32 ევროს. ანუ, ყოველი მგზავრის მიერ ბილეთში გადახდილი ფულიდან 32 ევრო მიდის "ტავ ურბანის" ჯიბეში.
ეს რა ბიზნესია ასეთი?
ეს სახელმწიფოა, თუ მეწველი ძროხა?
მე რატომ მახდევინებთ ვიღაც-ვიღაცეებისთვის ფულს?
მე რა მრჩება ამ ვითომ ტურისტებიდან?
როცა ამას ამბობს ბენჯამინ ფრანკლინი - შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი - ნიშნავს, რომ ეს არის არა უბრალოდ ფრთიანი ფრაზა, არამედ
ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს წ ე ს ი , ისევე, როგორც დილით ხელ-პირის დაბანა.
წარმოუდგენელია, ნორმალურობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, ერთი და იგივე სერვისისათვის, ზოგი რეგიონი ბევრს იხდიდეს, ზოგი ნაკლებს და ზოგი საერთოდ არ იხდიდეს!
ეს არ ჯდება არაფერში!
სახელმწიფოს თუ სვანებისა და მოხევეების დახმარება უნდა, სხვაგვარად დაეხმაროს... მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნით დაეხმაროს, რომ მოსახლეობას შემოსავალი ჰქონდეს და არ ჭირდებოდეს შენი ნაწყალობევი მუქთი დენი!.. თორემ ჩვენი ამბავი ხომ იცით? - ქართველების დიდ ნაწილში აშორდიას და კვაჭი კვაჭანტირაძის გენები ზის: ეგრევე "კომბინაცია გააიმასქნეს" და კრიპტო-მაყუთის კეთებას შეუდგნენ!