კვირიკაშვილი მაყურებლის როლში ვეღარ დარჩება - ექსპრემიერის მეგობარი დეპუტატი პოლიტიკაში კვირიკაშვილის დაბრუნებას აანონსებს

კვირიკაშვილი მაყურებლის როლში ვეღარ დარჩება - ექსპრემიერის მეგობარი დეპუტატი პოლიტიკაში კვირიკაშვილის დაბრუნებას აანონსებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბიძინა გეგიძე “2020NEWS“-თან პოლიტიკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნებას აანონსებს.

მისი თქმით, თუკი ქვეყანაში კრიტიკული ვითარება ჩამოყალიბდება, მაშინ ექსპრემიერი პოლიტიკური პროცებს გარედან ვეღარ დააკვირდება და პოლიტიკაში ჩართვა მოუწევს.

ამასთან, როგორც კვირიკაშვილის მეგობარი დეპუტატი სააგენტოსთან აცხადებს, ექპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში,  მას კვირიკაშვილთან პოლიტიკურ ალიანსში ვიხილავთ.

ბიძინა გეგიძე:  გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. კვირიკაშვილის დაბრუნება დემოკიდებულია იმაზე, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება და საქართველო რა გამოწვევების წინაშე დადგება, მაგალითად, საარჩევნო კონტექსტის მხრივ.

-კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბურნების შემთხვევაში, თქვენ მის გუნდში გიხილავთ?

-იმ შემთხვევაში, თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, რა თქმა უნდა, მის გვერდით მიხილავთ. კვირიკაშვილი არა მხოლოდ დიდი შესაძლებლობების პოლიტიკოსი, არამედ კარგი მენეჯერიცაა.

-მას თავად აქვს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი?

-როდესაც ქვეყანაში არაორდინალური მოცემულობა იქმნება,  მაშინ ადამიანი საკუთარ სურვილებზე წინ, სახელმწიფო ინტერესებს აყენებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებულმა სიტუაციამ ძალზე კრიტიკული, ფორსმაჟორული ხასიათი მიიღო,  კვირიკაშვილი მაყურებლის როლში ვეღარ დარჩება.

გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ის პოლიტიკაში დაბრუნდება, თუ პოლიტიკაში მისი ყოფნის განსაკუთრებული აუცილებლობა დადგება.

ინფორმაციისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლის 30 დეკემბერს დაიკავა. თანამდებობის დატოვება კი 2018 წლის ივნისში მოუწია. მას “ქართული ოცნების“ ლიდრმა ბიძინა ივანიშვილმა მისგან დისტანცირება და დამოუკიდებელი “პოლიტიკური წესების შემოღება“ არ აპატია.