ვახტანგ მაისაია: „დაბნეული ამომრჩეველი, გაბანკროტებული პოლიტიკური გაერთიანებები - ასე შევდივართ 2020 წელში“

ვახტანგ მაისაია: „დაბნეული ამომრჩეველი, გაბანკროტებული პოლიტიკური გაერთიანებები - ასე შევდივართ 2020 წელში“

„ქართული პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობამ საკმაოდ დაიწია. „ქართულმა ოცნებამ" იმდენი დანაკარგი მიიღო წელს, რომ რთულია ვილაპარაკოთ მათ მიმართ ნდობის აწევაზე," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების კომენტირებისას.


ვახტანგ მაისაია: ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორიდან: არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, არათანმიმდევრული პოლიტიკური ნაბიჯები, რომლითაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა, საერთაშორისო ურთიერთობებში ერთგვარი გართულებები, რის შემდეგაც ეს ყველაფერი აშშ-სთან არცთუ კარგ ურთიერთობებში გადავიდა.


„გავრილოვის ღამე," ყველაზე ბოლოს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. მათი ჩამონათვალი საკმაოდ შორს წაგვიყვას. ამაში შედის აზერბაიჯანთან ურთიერთობის გართულება, რაც მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და ამან შესაძლოა 2020 წლისათვის არასასიამოვნო პარამეტრები მიიღოს. თურქეთის პოზიცია, რომელიც კიდევ უფრო სცილდება პროდასავლურ ვექტორს, განსაკუთრებით ამერიკულ ვექტორს.


ისეთი გეოსტრატეგიული მოცემულობა მივიღეთ, რომ გარსშემორტყმული ვართ პრორუსული გავლენის სივრცეებით. ამას ემატება ის, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის კამპანია დაიწყო და ეს ალბათ 2020 წლისათვის კიდევ უფრო გაიზრდება.


საქართველო შევიდა უკვე პოლიტიკურ ჩიხში და ბევრს საუბრობენ არჩევნებზე, მაგრამ ისეთი წელი გავიდა, არჩევნები ჩატარდება თუ არა, ესეც უკვე კითხვის ქვეშ დგას. თუ არ მოხდა კონსენსუსი, მმართველმა პარტიამ შეიძლება რომელიმე პარტია გადმოიბიროს, როგორც ეს სააკაშვილის რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა, როდესაც შექმნა მარიონეტული „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა," მისი სატელიტი პარტია. ამ პარტიამ შეუქმნა ლეგიტიმურობა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას" და შეიძლება „ოცნებამ" გამოიყენოს სააკაშვილის ეს მეთოდი, გადმოიბიროს რომელიმე პარტია და ორპარტიულობის ელემენტი მაინც შექმნას.


„რეზონანსი": გაჩნდა მოსაზრება, რომ თუკი ვითარება ასე გაგრძელდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვოს. რამდენად მოსალოდნელია მსგავსი რამ?


ვ.მ: გაერთიანებულ ოპოზიციაში უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე „ქართულ ოცნებაში." აქ არიან „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო," რომელთაც საზოგადოება არასდროს მიიღებს, რადგან ეშინია, რევანშისტული სცენარი არ მოხდეს. ამ პარტიების მხარდაჭერა არის აბსოლუტურად ნული.


გაერთიანული ოპოზიცია მთლიანად ეყრდონა „ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატს. აქციებზე ხალხი არ გამოდის, მათ შორის მათივე ელექტორატის წარმომადგენლები. „პატრიოტთა ალიანსი," რომელმაც უფრო მეტი შეკრიბა, ვიდრე გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ესეც გარკვეულ ინდიკაციას იძლევა. „პატრიოტთა ალიანსი" მუშაობს „ქათული ოცნების" ელექტორატზე.


ამ ელექტორატს აშინებს „ნაცმოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" აღზევება, ამიტომაც ხმა შეიძლება მისცენ „პატრიოტთა ალიანსს," რომელიც „ქართული ოცნების" ორბიტაში მოქმედებს. საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით, ამომრჩეველი არ მისცემს ხმას „პატრიოტთა ალიანსს", ამ შემთხვევაში პროდასავლურ სეგმენტზეა საუბარი.


„პატრიოტთა ალიასნმა" და „ლელომ" შეიძლება დაიწყონ ამ სეგმენტების გამოშიგვნა. გაერთიანებული ოპოზიცია ისეთ ღრმა ასტრალშია წასული, რომ შეიძლება მისივე ელექტორატი დაკარგოს.


დაბნეული ამომრჩეველი და აბსოლუტურად განულებული, გაბანკროტებული პოლიტიკური გაერთიანებები, - ასეთი პირობებით შევდივართ 2020 წლის პოლიტიკურ ავანსცენაზე.