სომხეთს ბათუმის პორტის ხელში ჩაგდება სურს

სომხეთს ბათუმის პორტის ხელში ჩაგდება სურს

ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც მის შესაძლო გაყიდვას შეეხება. ამჯერად ამ თემით უშუალოდ ჩვენი მეზობლები არიან დაინტერესებულნი. სომხეთში სურთ, რომ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტი სწორედ მათი კონტროლის ქვეშ მოექცეს.

სომხეთი ბათუმის საზღვაო პორტის შესყიდვით დანამდვილებით არის დაინტერესებული, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 600 მილიონ აშშ დოლარად ყიდის. ასეთ ინფორმაციას სომხური გამოცემა „ჟამანაკი“ავრცელებს და იმასაც ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანაში უკვე დაიწყეს კაპიტალის მოძიება, რათა უმნიშვნელოვანესი აქიტივი ხელში ჩაიგდონ.

„სომხეთში სხვადასხვა წრეები ცდილობენ ფულადი სახსრების მოგროვებას პორტის საყიდლად, რათა ტვირთების სომხეთში ტრანსპორტირება დაუბრკოლებლად შეძლონ“, - წერს გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

განიხილება სააქციო საზოგადოების შექმნის იდეაც, რომელში მონაწილეობაც შეეძლებათ მეწარმეებს დიასპორებიდან. „საქმის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ვინმემ სასტარტო თანხით ინვესტიცია განახორციელოს, რაც ამ დროისთვის, არ მომხდარა“, - აღნიშნავს გამოცემა.

ბათუმის პორტის მფლობელთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელებულა სხვადასხვა ინფორმაცია. ამჯერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ბათუმის პორტი 49 წლიანი იჯარით მართვის უფლებით გადაცემული აქვს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის კიდევ ერთხელ გასხვისების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ინფორმაციები ბათუმის პორტის გაყიდვის შემდეგ დრო და დრო ვრცელდება და ამის მიზეზი ყაზახური ინვესტორების მიერ ქვეყნის დატოვებაა. „ყაზტრანსგაზის“ მიერ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გაყიდვის შემდეგ, მედია კიდევ ერთი ყაზახური აქტივის მფლობელის შესაძლო ცვლილებაზე ხშირად წერს.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაციას, რომ უკვე არსებობს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ პოტენციური მყიდველი, რომელიც აქტივის შეფასებაზე მუშაობს. თუმცა აქ საქმე წილობრივ გადათამაშებასთან უფროა, ვიდრე მფლობელის რეალურ ცვლილებასთან.

„მყიდველი უცხო არ იქნება, ის არის „ყაზმუნაიგაზის“ ერთ-ერთი შვილობილი. ასე რომ, ტერმინალი ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის პერიმეტრზე დარჩება, თუმცა, ჯერ ადრეა კონკრეტულად რამის თქმა“, - აღნიშნავდა წყარო, რომელიც საქმის დეტალებს კარგად იცნობდა.

საქმე ეხება „რომპეტროლს“, რომელიც შესაძლოა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მფლობელი გახდეს. თავის მხრივ „რომპეტროლი“ ყაზახების საკუთრებაშია და შუა აზიური ქვეყნის ნაციონალური კომპანია აკონტროლებს.

ბათუმის ნავთობტერმინალს კი, თავის მხრივ, მართვაში აქვს ბათუმის საზღვაო ნავსადგური.

Goliaff ყაზახური კომპანია დიდი ხანია ცდილობს ნავთობ ტერმინალის და პორტის გაყიდვას. ნავთობტერმინალი იმის შემდეგ რაც ნავთობზე ფასი დაეცა რენტაბელური აღარ არის, პორტიც ნაწი ნაწილ იჯარით გასცა. ინვესტორებს უფრო პორტი იზიდავს მაგრამ ყაზახებს ნავთობტერმინალთან ერთად სურს პორტის გასხვისება. უკვე დიდი ხანია რაც რომპეტროლისთვის მიცემაზე ლაპარაკობენ, სხვა მსურველი არავინ არ არის რადგან ინფრასტრუქტურა ძველია და ფასიც კოსმოსური
4 წლის უკან
Katana . ჰო, კარგი იქნება, რა თქმა უნდა!.. ოღონდ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიც უნდა მივუზომოთ, თორემ სულ უხერხულად არიან, ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი რომ არა აქვთ სომხებს.
4 წლის უკან
romani სისულელე.
4 წლის უკან
არაგველი641 ნაცბოზბანდას როგორ დაემართა, რომ მაშინ არ გაყიდეს სომხებზე?
4 წლის უკან
სოციალისტი დასავლეთელი იმპერიალისტების დიდი მცდელობით თვალსა და ხელში გვეცლება საშობლო!!!
4 წლის უკან