"მე ვუჩივი ზურაბ ადეიშვილს, ზურაბ მიქაძეს, გურამ დონაძეს, გიორგი ღვინიაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის მაშინდელ პროკურორ ირაკლი წერეთელს, რომლებმაც გააყალბეს ჩემი შვილის მკვლელობის საქმე და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საბუთი, რის მიხედვითაც დასტურდება, რომ ამათ გააყალბეს ეს საქმე", - აცხადებს ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სანამ ეგ ნაძირალა კაცი - მიხეილ სააკაშვილი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მანამდე ვიბრძოლებ!" / "ეგენი ბაჩო ახალაიას რატომ იცავენ კბილებით და რატომ წივიან იცით? ეგენი თავიანთ თავს იცავენ ამით, რადგან თვითონაც დამნაშავეები არიან და იციან, რომ სულ მალე თავადაც განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან".
"დიდუბე-ჩუღურეთის მაშინდელი პროკურორი ირაკლი წერეთელი კაბინეტში თავისი პირით მეუბნებოდა და თან თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა - მართლები ხართ, მაგრამ მე რა ვქნა, პროკურატურა მთლიანად ზეწოლის ქვეშ არისო! ჰოდა, ახლა რომ დაკითხავენ, კეთილი ინებოს და ბრძანოს ვისი ზეწოლის ქვეშ იყო მაშინ პროკურატურა. ჩემი აზრით, ადეიშვილის წნეხის ქვეშ იყო, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია ირაკლი წერეთელი რას იტყვის!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო რობაქიძე.
"წიკლაური, თუთბერიძე და სხვები ბაჩო ახალაიას რატომ იცავენ კბილებით და რატომ წივიან იცით? ეგენი თავიანთ თავს იცავენ ამით, რადგან თვითონაც დამნაშავეები არიან და იციან, რომ სულ მალე თავადაც განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან. ბარამიძეს, ღვინიაშვილსა და ამ ამ ცოდვიან ხალხს რა უნდა პარლამენტში, სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. მე თუ მკითხავთ "ნაციონალური მოძრაობა" - ყოველ შემთხვევაში ვინც დღეს პარლამენტში ზის, ყველა დასასჯელია, ხოლო ეს პარტია უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს! ახალაიას დაჭერა რომ გაუკვირდათ, პირველ რიგში მაგათი ფიურერი - მიშა სააკაშვილია ციხეში მისაბრძანებელი და აგერ ნახავთ ეგ ძალიან მალე დაჯდება საბრალდებო სკამზე - სანამ ეგ ნაძირალა კაცი - მიხეილ სააკაშვილი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მანამდე ვიბრძოლებ!" - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნაძირალა სოსო თოფურიძემ 22 კაცი რომ დაიჭირა ერთ დღეს საჩვენებლად ქუთაისში, დორბლიანი გიჟი სააკაშვილი მუშტებს რომ ურტყამდა ტრიბუნაზე - ნულოვანი ტოლერანტობას, ცოლ-ქმარს ტრუსის ამარა რომ ერეკებოდნენ კამერების წინ, აი, ამან მოიტანა ეს უბედურება ქვეყანაში. ასე ბაჩო ახალაიას არავინ მოქცევია, თორემ მაგისთვის რომ ვინმეს დაერტყა ან ცუდად მოქცეოდა, ნახავდით, პასტასა და ფურცელს ვერ გამოგლეჯდით ხელიდან, ისეთი ლაჩრები არიან. ახალაიასნაირი ხალხი საერთოდ არ უნდა გამოვიდეს ციხიდან", - დასძენს სოსო რობაქიძე და შეკითხვას - "ზურაბ ადეიშვილი, რომლის დაპატიმრებასაც მოითხოვთ, გაქცეულია, როგორ ფიქრობთ, ადეიშვილს "ჩამოათრევენ?" - პასუხობს:
"ადეიშვილიც გაქცეულია, ზურაბ მიქაძეც და გურამ დონაძეც. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მაგათ სუყველას ჩამოათრევენ ანდა ეგენი თვითონ ჩამოეთრევიან, რადგან ვიცი, სერიოზული ნადირობა მიდის იქ, სადაც არიან. ეგენი სადაც გინდა წავიდნენ, ყველგან მახე აქვთ დაგებული - დროთა განმავლობაში ყველას ჩამოიყვანენ!"