„ზაპოროჟეცი“ ქართველი დეპუტატების საყვარელი მანქანაა

„ზაპოროჟეცი“ ქართველი დეპუტატების საყვარელი მანქანაა

საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა ოპოზიციონერი ლევან ვეფხვაძე გააკრიტიკა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაბაშვილმა ლევან ვეფხვაძის მისამართით განაცხადა, რომ შესაძლოა ვეფხვაძე „მერსედესში“ მართლა იჯდა, მაგრამ მხოლოდ ის იჯდა და არა მთელი მედია საშუალებები.

- თქვენ როდესაც „მერსედესში“ იჯექით, კარგად გვახსოვს, რომ ის „მერსედესი“ დატოვეთ, მიხვდით რომ პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი იყავით, – უთხრა გაბაშვილმა ვეფხვაძეს.

ლევან ვეფხვაძემ დღეს განაცხადა, რომ  მედიის თავისუფლების მხრივ რამდენიმე წლის წინ ჩვენ „მერსედესში“ ვისხედით  და „ზაპოროჟეცსში“ გადმოვჯექით.

გაბაშვილმა ოპოზიციას ასევე ურჩია, რომ  პოლიტიკურ ეჭვიანობას თავი დაანებოს და ისე იზრუნონ მედია განვითრებაზე.