ჭიაბერაშვილს სასამართლოზე დაიბარებენ

ჭიაბერაშვილს სასამართლოზე დაიბარებენ

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ლეიბორისტის“ წევრის კახა ძაგანიას სარჩელი თბილისის მერის უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მერიის წინ დაგეგმილი „ყინულის შოუს“ დაფინანსებას ითვალისწინებდა.

როგორც ლეიბორისტული პარტიის პრესცენტრიდან იტყობინებიან, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, 31 იანვარს, 14 საათზე მთაწმინდა-კრწანისის  სასამართლოში პროცესი გაიმართება.

ლეიბორისტების განცხადებით, სასამართლო პროცესზე თავად თბილისის მერს ზურაბ ჭიაბერაშვილსაც დაიბარებენ.

აღსანიშნავია, რომ „ყინულის შოუ“, რომელშიც ინგლისიდან მოწვეული საბალეტო დასი მონაწილეობდა, 350 000 ლარი დაჯდა.