„გაქნილი არამზადაა ცრუ–პეტრე, რომელიც ყველა მდგომარეობიდან სარგებელს ეძებს“

„გაქნილი არამზადაა ცრუ–პეტრე, რომელიც ყველა მდგომარეობიდან სარგებელს ეძებს“

„ყველა, ვინც ამ ცრუ–პეტრეს გაყვება, წარსაწყმედად, საუკუნო სატანჯველისა და წყევლისთვის გაწირავს თავს! სანამ კიდევ დრო გაქვთ, ერიდენით ამ ცრუ–პეტრეს, ცოდვილნო!“ – for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი პეტრე ცაავაზე ამბობს, რომ ადამიანმა აბსოლუტურად ნათლად მოახდინა საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია, როცა სიწმინდის სიმბოლოს დაარქვა სიბილწე. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, ცაავა ღიად ებრძვის პატრიარქს, რითაც სააშინელ ცოდვაშია და ანტიქრისტეს ეკლესიას ქმნის, მაგრამ არ გამოუვა.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

უმძიმესი მოსასმენი იყო მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავას სკანდალური ბრალდება, რომელიც მან უწმინდესის მიმართ გამოიყენა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ცაავა არის ადამიანი, რომელიც ცდილობდა ბუნტის შეტანას შიგნით ეკლესიაში?

დავით ზარდიაშვილი: უპრეცედენტო მოვლენა იყო. ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვს. ცალსახაა, რომ ეს ადამიანი ცდილობდა საპატრიარქოში ბუნტის შეტანას. საეკლესიო კანონით მღვდლისთვის ერთ–ერთ უდიდესი ცოდვაა ეკლესიის მეთაურის, პატრიარქის, რომლის წოდება არის მისი უწმნიდესობა და უნეტარესობა, დაუმორჩილებლობა და ბუნებრივია, რომ სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ხაზს უსვამს ამას.

როგორ ფიქრობთ, დაგვიანებულია ხომ არ არის სინოდის გადაწყვეტილება?

– დაგვიანებულია, იმიტომ, რომ არაერთგზის გამოიჩინა პირადად პატრიარქმა მოთმინება. იმედოვნებდა, რომ ეს ადამიანი სინანულში ჩავარდებოდა და სხვა გზაზე დადგებოდა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ყველაზე გამაოგნებელია ის, რომ მას მოუწოდეს მოთმინებისკენ, შეუჩერეს მღვდელმსახურება, მონასტერში გაუშვეს მოსანანიებლად და არ მიდის. გამაოგნებელია ამ ცრუ–პეტრეს უტიფრობა – იგი უარს აცხადებს მორჩილებაზე და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ეურჩება. არ მიდის მოსანანიებლად შიო მღვიმის მონასტერში და აცხადებს – მე ვიცი სადაც წავალო! ცრუ–პეტრეს მცდელობა, რომ წმინდა ეკლესიაში შიგნიდან ეთესა ღვარძლი, რათა დაპატრონებოდა მას და გაერყვნა, კრახით დასრულდა. მისი მზაკვრობა გამჟღავნდა და იგი ახლა სხვა გზას დაადგა.

ცხადია, სადაც აპირებს წასვლას. მან, როგორც მისი უწმინდესობისა და წმინდა ეკლესიის წინაღმდგომმა და მგმობელმა, უკვე ღია ომი გამოაცხადა. იგი შეეცდება ყველა ჯურის ნაძირალას საკუთარი თავის, როგორც ეშმაკის მოციქულის გარშემო შემოკრებასა და ანტი ეკლესიის მიმდევართა კონსოლიდირებას. ბევრი შეიძლება აცდუნოს კიდეც, აიყოლიოს და ასე შეეცადოს, შეკრას ანტიქრისტეს ეკლესიის ბილწი სხეული. მსგავსი ისტორიული პრეცედენტი ჩვენ არ გვახსოვს.

ამბობს, რომ მის ბრალდებას დაადასტურებს, ჰყავს მოწმეები, რომლებიც თითქოსდა პატრიარქის მიერ არიან ფიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ...

– თქვენც ხომ იცით, რომ სისულელეს ლაპარაკობს.

გასაგებია, მაგრამ რა გათვლა აქვს, რა მიზანი ამოძრავებს მას?

– ღვარძლი შეაქვს ეკლესიაში. უწმინდესი არის ჩვენი ეკლესიის სიწმინდის სიმბოლო, ამიტომ ჰქვია მისი უწმინდესობა. მის ღვთითკურთხეულობაში ეჭვის შეტანა არავის არ შეუძლია. პატრიაქრი ჩვენი ეკლესიის სიწმინდის მთავარი სიმბოლოა, მასში ეჭვის შეტანა არავის არ შეუძლია. ეს არაკაცი, ეს ცრუ–პეტრე ამ სიწმინდეს აცხადებს სიბილწედ. ეკლესიის მთავარ სიწმინდეს სიბილწეს სწამებს. რასაკვირველია, ეს არის ღვარძლის შეტანა ეკლესიაში. ვინც კი მას აჰყვება სასულიერო პირი იქნება, თუ ერისკაცი, ამ ნაბიჯით საკუთარ თავს განკვეთავს ეკლესიიდან.

პეტრე ცაავა აგრძელებს მის მიერ წარმოთქმული ბრალდების ტირაჟირებას, მოვლენები როგორც განვითარდა ჭყონდიდის ეპარქიაში ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მიზანმიმართულად ხდება შეტევა ეკლესიაზე და სახელმწიფოზე. ეკლესიაზე, რომელსაც ყველა კვლევით აქვს მაღალი ნდობის მაჩვენებელი და ამავე კვლევით უწმინდესისი ნდობის რეიტინგი არის 93% და ინარჩუნებს რეიტინგს...

– რასაკვირველია, ამასაც ნიშნავს, მაგრამ კიდევ უარესსაც ნიშნავს – როგორც მიშა სააკაშვილი იყო ანტისახელმწიფოებრიობის სიმბოლო, ასევე პეტრე ცაავამ თავის ადგილი საქართველოს ისტორიაში განსაზღვრა ასე – ანტიეკლესიის სიმბოლო. მსგავსი რამე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა - ასეთი ღვარძლის გავრცელება ეკლესიის წიაღში. საერთაშორისო დონეზე ჩვენი სახელია – ქრისტეს კვართის მფლობელი და დამცველი ერი. ეს არის ჩვენი საერთაშორისო ფუნქცია.

არასოდეს საეკლესიო განხეთქილების საფრთხე არ დამდგარა, დღეს ეს მოახერხა პეტრემ, როცა ის პატრიარქს აცხადებს სიბილწედ. თქვენ ნუ მოგერიდებათ ამის თქმა, დიახ, ის პატრიარქს უწდებს სიბილწეს. რასაკვირველია, პეტრე არის ანტიეკლესიის მამამთავარი და ვინც მას გაყვება, არის ანტიქრისტე. ისევე როგორც სააკაშვილის მიზანი იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

სააკაშვილი ახსენეთ, ვიცით, რომ პეტრე ცაავა დაახლოებულია სააკაშვილის გარემოცვასთან. ის, რასაც ცაავა და მისი გარემოცვა აკეთებს, ეს შემთხვევით არ ხდება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ფინანსების გარეშე შეიძლება ამის გაკეთება?

– ვერ გეტყვით, ამის პირდაპირი მტკიცებულება არ მაქვს. ერთი რამ არის, სააკაშვილმა შეცვალა თავისი ლიბერალური მრწამსი, თავი მართლმადიდებლობის დამცველად და სამშობლოს პატრიოტად გამოაცხადა. აქამდე ლიბერალიზმის მიმდევარი იყო, რომლისთვის ყველა რწმენა ერთიდაიგივეა. ახლა ამბობს, რომ მე ვარ მართლმადიდებლობის მცველი და აი, გიგა ბოკერიას ვებრძვიო. ახლა უკვე პეტრე ცაავას განცხადება უხერხულობას შეუქმნის. ამიტომ არა მგონია, რომ ცაავას ქმედება სააკაშვილის მიერ იყოს ორკესტრირებული, ან ფული გადაიხადა.

გასაგებია, რომ ერთი ძირი აქვს ორივეს. ორივე ერთი და იგივე ბორეტებას ემსახურებიან, ისინი არიან ბოროტების იარაღი და ჭურჭელი. პეტრე ცდილობს ეკლესიაში შექმნას ანტიეკლესია, როდესაც უწმინდესს სიბილწეს სწამებს, ეს ნიშნავს, რომ მთელს ეკლესიაზე მიაქვს დარტყმა. იგივეს აკეთებდა სააკაშვილი, რომელმაც ყირაზე დააყენა სახელმწიფო და ანტისახელმწიფო შექმნა. ორივეს ერთი ძირი აქვს. როგორც ვიცი, პეტრე ცაავა სანდრა რულოვსის მოძღვარია.

ყოფილი მღვდელმთავარი ცნობილია იმითაც, რომ ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში, საქმეებსაც კი აგვარებდა. იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ რეჟიმის მსხვერპლი, არწმუნებდა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჩივარი გამოეტანათ პროკურატურიდან. რას ამბობს მისი ჩართულობა ამ პროცესებში?

– იმას, რომ გაქნილი არამზადაა ცრუ–პეტრე, რომელიც ყველა მდგომარეობიდან სარგებელს ეძებს. ასე იქცეოდა სააკაშვილის დროს და მერეც. ეს არის კოაბიტაცია, მან მოახერხა და თავისი გავლენა შეინარჩუნა. მეტიც, ახალი ხელისუფლების პირობებში გაზარდა კიდეც თავისი გავლენა. ზოგ შემთხვევაში იარაღად იყენებდა ასეთი სახის მოლაპარაკებებს, ზოგ შემთხვევაში პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ზუსტად ვიცი, რომ მას კავშირები აქვს მარტვილის ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თავისი ლობისტები ჰყავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს არის საშინელება. იმდენად აქვს ფესვები გადგმული, რომ ასე ადვილად მოსაშორებელი არ არის.

იქნებ მის წარსულთან არის დაკავშირებული, რომ ასე ღრმად აქვს ფესვები გადმული ხელისუფლებაში? პეტრე ცაავა წარმოშობით სენაკიდან არის, სადაც მას ყველა იცნობს როგორც ძველ ბიჭს, ბევრი მას დღემდეწამლის ბარიგასუწოდებს. არც მისი პირადი ცხოვრება არის დაფარული და ცნობილია რატომ დაატოვებინეს ხევის ეპარქია, სადაც მსახურობდა როგორც სასულიერო პირი...

– საკმაოდ გაქნილი გაიძვერაა. დიახ, ცნობილი ამბავია მისი ქალებთან ურთიერთობის საკითხი, ისევე როგორც მისი დედათა მონასტერი. მას ასეთი სახელი აქვს. მარტვილში, უბრალო ადამიანებში რომ გაიკითხოთ, ყველამ კარგად იცის რამდენად გარყვნილი ადამიანია პეტრე ცაავა, რამდენად მრუშია ქალებთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრ რამეს ხედავს ხალხი, ვერ დაიმალება ის, რაც ხდება მარტვილში დედათა მონასტერში და რა ვითარებაც არის. ერისკაცობიდან მოსდევს მას გარყვნილება და ნაძირლობა. ამას ადასტურებს მისი თავბრუდამხვევი კარიერა, რაც მან გაიკეთა. 2000 წელს აღიკვეცა ბერად და უკვე 2002 წელს ეპისკოპოსად აკურთხეს, საკმაოდ სწრაფი და თავბრუდამხვევი იყო მისი წინსვლა.

პირველად სწორედ ხევის ეპარქიაში, პატრიარქის მშობლიურ მხარეში იყო. იქიდან ძალიან ცუდი სახელით წამოვიდა, სწორედ ქალებთან ურთიერთობის გამო გამოუშვეს ხევის მონასტერიდან. ასეთია ამ ადამიანის პორტრეტი. კიდევ ერხელ ვიმეორებ, ანტიეკლესიის შექმნის მცდელობა საქართველოში აქამდე არ ყოფილა. რასაც ცრუ–პეტრე აკეთებს, ეს არის ანტიეკლესიის შექმნა.

რა არის მიზანი, რატომაც უნდა შექმნას ანტიეკლესიური განწყობა ქვეყანაში?

– მხოლოდ ბოროტება და არავითარი სხვა. სააკაშვილს რა ჰქონდა მიზანი, როდესაც კასრების და ცოცხების ისტორიას ქმნიდა?! ეს არის ბოროტი ნება, სხვა არაფერი. რა მიზანი აქვს სატანას, რომ ღმერთს ებრძვის?! - თვითმიზნურია. ებრძვის იმიტომ, რომ ბრძოლის მოთხოვნილება აქვს და ამხობს სიკეთეს იმიტომ, რომ თვითონ გაბატონდეს. პეტრე ცაავა ვერასოდეს ვერ მოესწრება ანტიეკლესიის შექმნას, თუმცა გარკვეული ღვარძლი უკვე შეიტანა.

თვითონ ის ფაქტი, რომ ეს თემა გახდა განსასჯელი. პატრიარქის შეურაცხყოფა სალაპარაკო გახდა ერშიც და ბერშიც, ეს უკვე არის ღვარძლის შეტანა ეკლესიაში. საკმაოდ დიდი დარტყმის ქვეშ არის უწმინდესი. საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არც ერთ პატრიარქის მიმართ არ ყოფილა ნათქვამი. ეს ახლა მოხდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რამდენად დიდია საფრთხე, რომელიც ასეთი ადამიანებისგან მოდის.

პეტრე ცაავას განრიდებით, საფრთხე აიცილა საქართელოს ეკლესიამ? მის უკან დგას რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მიდის ყველაფერზე და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს...

– რასაკვირველია, საფრთხე მოხსნილია. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ რადიკალური პოლიტიტიკური ჯგუფი დგას მის უკან. რაც მნიშვნელოვანია, ის თვითონაც არ გაჩერდება.

რაც არ უნდა საოცარი და გამაოგნებელი იყოს, მომხრეებიც ჰყავს...

– ეს საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის. იმის მერე, რაც მან იკადრა, როგორ შეიძლება მას მხარდამჭერი გამოუჩნდეს, მათ შორის სასულერო პირებში?! ეს არის უმძიმესი ფაქტი. დეგრადაციის მაშტაბი რომელიც შეინიშნება, ესეც ისტორიულად უპრეცედენტოა. ასეთი რამ არ მახსოვს და არც წამიკითხია. აბსოლუტურად ნათლად, ადამიანმა მოახდინა საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია, როცა სიწმინდის სიმბოლოს დაარქვა სიბილწე. ამის მერე, რომ კიდევ ინარჩუნებს მომხრეებს, ეს რას ნიშნავს?! – არსებობს ანტიეკლესიის შექმნის საფრთხე, იმედია ეს არ გამოვა.

შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს, ითხოვს, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დაუთმონ. იცის, რომ არ აქვს უფლება, თვითნებურად აირჩიოს, რომელ მონასტერში უნდა ყოფნა, მაგრამ ამის მიუხედავად ულტიმატუმს აყენებს...

– დიახ, არ მიდის მონასტერში, უარს ამბობს მოინანიოს უმძიმესი ცოდვა და აგრძელებს პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლას. დიახ, ის ღიად ებრძვის პატრიარქს. საშინელ ცოდვაშია. ვინც ებრძვის პატრიარქს, ის რასაკვირველია, ღმერთს ებრძვის. პეტრე ცაავა ანტიქრისტეს ეკლესიას ქმნის, მაგრამ არ გამოუვა. იგივეს აკეთებდა სააკაშვილი, ოღონდ პოლიტიკაში. რომელი უფრო საშიშია და საბედისწერო, ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ.

ამბობს, რომ უსამართლოდ დაისაჯა, ისევე როგორც თავის დროზე უსამართლოდ დაისაჯა ამბროსი ხელაია, მაგრამ თუ გადავხედავთ პატრიარქ ამბროსი ხელაიას და პეტრე ცაავას ცხოვრების წესს, რადიკალურად განსხვავებულია...

– როგორ შეიძლება ამბროსი ხელაიასთან შეადარება. ამბროსი ხელაიამ მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ეკლესიას, წმინდა ცხოვრებას და წმინდანი იყო. პეტრე ცაავა ცრუ სასულიერო პირი იყო. მიბრძანდით მარტვილის რაიონში და ძალიან იოლად დარწმუნდებით ამაში. არ არსებობს ბიზნესი, სადაც პეტრე ცაავას თავისი წილი არ ჰქონდეს. ამბროსი ხელაია ამას იკადრებდა?! პეტრე ცაავა არის სიცრუეში, ცდილობს მოირგოს წამებულის როლი, მაგრამ არ გამოვა. დამიჯერეთ, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, სინამდვილეში რაც არის და ვინც არის ეს პეტრე ცაავა.

ბიზნეს ინტერესები ახსენეთ, ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტიას და პეტრე ცაავას დაპირისპირება ადასტურება იმას, რომ არ ემორჩილდებოდა უწმინდესს? კეკუტიამ თავის ბიზნესში არ შეუშვა პეტრე ცაავა, რასაც მოჰყვა მოვლენების შემდგომი განვითარება...

– მართალი ბრძანდებით, მას ცაავასთან ბიზნესი არასოდეს არ ჰქონია და თავს არიდებდა. მთავარი კონფლიქტი დაიწყო სალხინოში წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით, როდესაც მან არ აკურთხა ტაძარი. ხელი შეუშალა კლიმენტი კეკუტიას შეესრულებინა პატრიარქის დავალება. დიახ, აქაც ჩანს როგორ ებრძოდა პატრიარქს ცაავა უკვე ადგილზე, მარტვილში. კლიმენტი კეკუტიამ თავის სოფელში ააშენა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და პატრიარქისგან მიიღო კურთხევა, როგორც ილორის წმინდა გიორგი ეკლესიაში იმართებოდა გიორგობას წირვა–ლოცვა, სადაც მთელი სამეგრელო ჩადიოდა, დაახლოებით იგივე უნდა გაეკეთებინა.

უწმინდესმა ასეთი რამ უთხრა კლიმენტის: სანამ აფხაზეთში დავბრუნდებით, ილორობა შენ მოაწყვე სალხინოს წმინდა გიორგის ეკლესიაშიო. ამის საშუალებას არ აძლევდა პეტრე ცაავა და აქიდან დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დიდი მასშტაბებს ქმნიდა. გარდა ამისა, წმინდა გიორგის ხატი, რომელიც თავის აშენებულ ეკლესიას შესწირა კლიმენტი კეკუტიამ, მიითვისა პეტრე ცაავამ და დღემდე თავის რეზიდენციაში აქვს ჩაკეტილი. ეს ხატი წმინდა ათონის მთაზე დაიწერა.

გარდა იმისა, რომ მძიმე წარსულიდან გამომდინარე თავი შეაფარა ეკლესიას, რაც გახდა მისთვის გამდიდრების ერთერთი წყარო, მოიწყო უზარმაზარი რეზიდენცია მარტვილში, ღვინის ბიზნესი, მოოქროვილი, 60 ათას ევროდ ღირებული ეტლი, მის სიტყვაზე იხსნებოდნენ და ინიშნებოდნენ გამგებლები, ეს ყველამ იცის მარტვილში.

– დიახ, მას ჰქონდა გავლენა პოლიტიკაზე, ბიზნესზე, აბსოლუტურად ყველაფერში პეტრე იყო ჩარეულიც და გარეულიც. ნაკლებად ფიქრობდა სულიერებაზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი კავშირი სულიერებასთან არ ჰქონდა. რაც ბოლოს გააკეთა, ეს ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, სინამდვილეში რა უნდოდა. სიყვარულზე, მორჩილებაზე, ღვთის შიშზე აგებული ეკლესია კი არ უნდა, ამის საპირისიპირო რაღაცა უნდა, ამას აკეთებდა, რაც ძალიან საშიშია. იმდენად მკაფიოა, რომ ზემდმეტი მტკიცებაც არ უნდა. ყველაფერს, რასაც როგორც სასულიერო პირი აკეთებდა, ამის მიზანი იყო ის განცხადება, რომელიც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. ამისკენ მიჰყავდა მთელი თავისი ცხოვრების გზა.

როცა ვსაუბრობთ პეტრე ცაავაზე, წარმოუდგენელია არ ვისაუბროთციანიდის საქმე“-ზე. როგორც კი დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, მაშინვე ჩაერთო საქმეში პეტრე ცაავა, რომელმაც მასთან დაახლოებული ადვოკატები ჩართო საქმეში. წერილი, რომელსაც შანტაჟისთვის იყენებდა მამალაძის დაცვის მხარე (საუბარია იმ საკითხზე, რომელიც გაახმოვანა პეტრე ცაავამ) როგორც ირკვევა, დაიწერა მაშინ, როდესაც მატროსოვის ციხეზე შედგა პეტრე ცაავას და გიორგი მამალაძის შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომციანიდის საქმეშეიქმნა ეკლესიის შიგნით ვითარების არევისთვის?

– რასაკვირველია, ეს იმთავითვე ჩანს. როგორც კი დაიჭირეს მამალაძე, იმ დღესვე საქმეში სკანდალური განცხადებებით ჩაერთო პეტრე ცაავა. ის არის მთავარი მოქმედი პირი, რაც პირდაპირ ჩანს. ციანიდის საქმე არის იმ ღვარძლის გამოხატულება, რამაც ჩვენდა საუბედუროდ შეაღწია საპატრიარქოში. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მოთავე არის პეტრე ცაავა. გამოძიებით აქამდე უნდა გარკვეულიყო ვინ მონაწილეობდა ამ შეთქმულებაში. დიახ, აშკარაა, რომ ეს იყო შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ, უბრალოდ მერე მოხდა შორენა თეთრუაშვილზე გადამისამართება.

პირდაპირ განზრახული იყო პატრიარქის ფიზიკური მოსპობა. ერთ–ერთი მოქმედი პირი იყო პეტრე ცაავა და ამაში დარწმუნებული ვარ. როცა ეს არ გამოუვიდა, ეს გზა სცადა. ვერ წაახდინა მთელი ეკლესია, ვერ მოიპოვა მხარდამჭერები. ამიტომ, ახლა ცდილობს ანტიეკლესიის შექმნას. ყველაზე დიდი საფრთხე რაც პეტრესგან მოდის, ეს არის განხეთქილება ეკლესიაში. ჯერ კიდევ წინ არის მოვლენების განვითარება. საბოლოო ჯამში, მივდივართ იქეთკენ, რომ ყველა რჯულის ნაძირალა კონსოლიდირდება პოლიტიკურად სააკაშვილის გარშემო, ხოლო სულიერად ცრუ– პეტრეს გარშემო. ეს ბოროტების ორი სხვადასხვა გამოვლინებაა.

Serapina აი, სააკაშვილმა რომ საყელოზე ხელი წაივლო, მაშინვე ვთქვი ახლო სამეგობროში, ახლა ვიღაც წვერცანცარას დააწყებინებს კიკინსთქო და აჰა!

მასეთებს ზოგადად, ერთი კარგი კაცი, მოდელირებულ მღვდლებს ეძახის...ვფიქრობ სამართლიანად.
ისე, დააკვირდით სააკაშვილის საუბარს, ყველა მომდევნო ნაბიჯს წინასწარ აანონსებს.

ისიც დიდი ხნის წინ ვიკითხე აქ, თუ რატომ არ ააქვს, ქართველ მღვდელს ხელფასი და რაღაც, იარლიყებიც მივიღე მგონი...
არადა, ხელფასი მღვდელს სახეს შეუნარჩუნებდა მორწმუნე ადამიანის თვალში... და კეთილსინდისიერ მღვდელსაც ვეღარ გასვრიდნენ სხვა ბინძურები.
ვერც, ეს ჩვენი ასო-ები ვეღარ შეძლებდნენ ასე თავგამოდებით ჩვენი ღირებულებების ლანძღვა-გინებას მაგრამ...
ამით უნდათ რომ "გაართონ" ხალხი და აჰა, თუ არ გამოსდით!
4 წლის უკან
Serapina დღემდე, ნაციონალები ადგენენ დღის წესრიგს ქართულ რეალობაში. ჰო, 90-იანებიდან წამოსულები, ცხრაჯერ ტრანსფორმირებულები და ცხრა ტყავგამოცვლილი ქვეწარმავლები... არც, ქართულმა ოცნებამ იუკადრისა ამათი და მათი მსგავსების შემოერთება და...
კი ვართ ასე, წინ წყალი და უკან მეწყერის მდგომარეობაში.
ადამიანები, არ იცვლებიან...არა!
4 წლის უკან
romani გეთანხმებით შეფასებებში. დავუმატებდი, რომ გაბატონებულმა ე.წ. ნეოლიბერალურმა მსოფლმხედველობამ სწორედ ზნეობას მიაყენა მოუშუშებელი ჭრილობა. აქედან გამომდინარეობს უმეტესი ასოციალური ქმედება, რასაც თქვენც აღნიშნავთ. ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია ჰქონდა დასავლეთის გარკვეულ წრეებს დასასუსტებელი და დასაკნინი საქართველოში - ეკლესია და ვ.ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუს დაკნინება მოახერხეს წინა რეჟიმის დროს. ეკლესიამ, ამ დრომდე, მძლავრი ზეწოლის მიხედავად, პატრიარქის და მრევლის წყალობით გაუძლო შემოტევას. ამიტომაც, მიმართეს მათ ამ უკიდურესად უზნეო პროვოკაციას. ერის საუბედუროდ, არცთუ უშედეგოდ.
4 წლის უკან
romani უკაცრავად, წინა პოსტში უზუსტობა იყო.

გეთანხმებით შეფასებებში. დავუმატებდი, რომ გაბატონებულმა ე.წ. ნეოლიბერალურმა მსოფლმხედველობამ სწორედ ზნეობას მიაყენა მოუშუშებელი ჭრილობა. აქედან გამომდინარეობს უმეტესი ასოციალური ქმედება, რასაც თქვენც აღნიშნავთ. ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია ჰქონდა დასავლეთის გარკვეულ წრეებს დასასუსტებელი და დასაკნინი საქართველოში - ეკლესია და ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-ს დაკნინება მოახერხეს წინა რეჟიმის დროს. ეკლესიამ, ამ დრომდე, მძლავრი ზეწოლის მიხედავად, პატრიარქის და მრევლის წყალობით გაუძლო შემოტევას. ამიტომაც, მიმართეს მათ ამ უკიდურესად უზნეო პროვოკაციას. ერის საუბედუროდ, არცთუ უშედეგოდ.
4 წლის უკან
ანდრია როგორც ჩანს, ბ-ნ ზარდიაშვილსაც ღმერთად მიაჩნია საკუთარი თავი - ისე აცხდებს ადამიანს არამზადად. ცნობისათვის - ცაავას გულშემატკივარი არ ვარ.
4 წლის უკან
სოციალისტი ანდრია, ამ პეტრე-პაატას ერთი წუთით თავი დავანებოთ. აბა მითხარით, თქვენი აზრით ვის შეიძლება ეწოდოს გაქნილი არამზადა, გინდ რეალური პიროვნება იყოს, გინდ ლიტერატურული პერსონაჟი??!!
4 წლის უკან
ანდრია სოციალისტი - ამ შემთხვევაში მთავარი ის არ არის, ვის რა უნდა ეწოდოს. უბრალოდ, ზარდიაშვილი რა მოხელე-ნაჩალნიკია?
4 წლის უკან