გიორგი ანდრიაძე:

გიორგი ანდრიაძე: "ციანიდის საქმე" სპექტაკლია, პეტრე - იაკობის დაპირისპირება - თამაში

 

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების, ე.წ. "ციანიდის საქმისა“ და საპატრიარქოში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით “2020NEWS“ -თან თეოლოგიის დოქტორმა გიორგი ანდრიაძემ ისაუბრა.

- ბატონო გიორგი, სკანდალური განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. ბოდბელ ეპისკოპოსს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს თუ მან აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო?

- სამწუხაროდ, სახეზეა განხეთქილება ეკლესიაში, რომელიც განსაკუთრებით ბოლო სამი წელია მიმდინარეობს. მხოლოდ მამალაძის საქმე რომ ავიღოთ, მეუფეების ერთი ნაწილი მას (მამალაძეს) წმინდანაც მიიჩნევს, მეორე - კი დამნაშავედ, რაც ნიშნავს იმას, რომ მეუფეების მორიგება წარმოუდგენელია. მეუფე იაკობმა შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყევტილება თავად მიიღო, რადგან საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება დიდ მასშტაბებს აღწევს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეუფე იაკობი უნივერსიტეტის ხელმძღვანელად რჩება, ანუ ის კვლავ გავლენიანი ფუგურაა.

- მეუფე იაკობი იმ სკანდალური შეხვერის შესახებ, სადაც მისი მტკიცებით, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია პატრიარქის გადაყენებასთვისეჩალიჩებოდნენ“, მაინცდამაინც ახლა რატომ ალაპარაკდა?

- მთავარი არის ის, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს. ე.წ. "ციანიდის საქმე“ კი გამიზნული სპექტაკლი და ნელი მოქმედების ნაღმია, რომელის გარშემო მთელი ეს პროცესები ვითარდება. მეუფე იაკობი სკანდალურად ახლა რატომ ალაპარაკდა, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ, რათა ქვეყანაში არსებული ვაკხანალია დამთავრდეს.

- მეუფე იაკობის კიდევ ერთი სკანდალური განცხადების მიხედვით, ციანიდის საქმის დაგეგმვაში დეკანოზ მამალაძესთან ერთად ჩართულები იყვნენ მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, სოსო ოხანაშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. თქვენი აზრით, კონკრეტულად ვინ მონაწილებოდა .. "ციანიდისსაქმის დაგეგმვასა და განხორციელებაში?

- ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებაში და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ეკლესიისადმი უნდობლობის დამკვიდრება. ეს მიზანი მიღწეულია. ე.წ. "ციანიდის საქმეში“ ჩართულები იყვნენ სახელმწიფოს სტრუქტურები, გიორგი მამალაძე და ეპისკოპოსები, როგორც პეტრე, ისე იაკობი. საზოგადოებამ არ იცის, პეტრე და იაკობი უახლოესი მეგობრები იყვნენ. პეტრემ იაკობი ბერად, დიაკვნად და მღვდლად აკურთხა, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

- რის შემდეგ გაუფუჭდათ მეუფე იაკობსა და პეტრეს ურთიერთობა?

- იაკობი და პეტრე თავიდან რაზეც მორიგდნენ, ის საქმე ვერ გაკეთდა. მეორე, ეჭვი მაქვს, რომ ისინი დაპირისპირებას თამაშობენ. ადამიანები ისე მონაწილეობენ ქვეყნის დანგრევასა და განადგურებაში, რომ თავადაც ვერ ხვდებიან, რატომ აკეთებენ ამას. ფაქტი სახეზეა, საქართველო უკვე განადგურებულია.

- .. "ციანიდის საქმისკონტექტში მკლელობა შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მზადდებოდა თუ პატრიარქის?

- მკვლელობა არავის წინააღმდეგ არ მზადდებოდა. გავიმეორებ, ე.წ. "ციანიდის საქმე“ არის სპექტაკლი, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული. მეუფეები და მაღალჩინოსნები არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენას. საქმე კეთდებოდა იმისთვის, რომ ხალხს რწმენა დაკარგვოდა, რაც მიღწეულია.

- .. ციანიდის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც კონკრტეტული პირების სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს...

- კი ბატონო, ჩანაწერებიც არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი სპექტაკლია. ამ პროცესში ძალიან დიდი ძალები არიან ჩართულნი, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, რომლებიც ეპისკოპოსებს მართავენ. სამომავლოდ პროცესები ეკლესიის დისკრედიტაციის კუთხით წარიმართება. საინფორმაციო ომს კი საპატრიარქო მუდმივად აგებს. გამოკითხვების მიხედვით, ეკლესიისადმი ნდობა 86%-დან 52%-მდე ჩამოვიდა.

სოციალისტი ძალიან დამაჯერებლად განმარტა ყველაფერი! +++++++
5 წლის უკან