ვის დაუჯეროს ბიუჯეტზე დამოკიდებულმა მოქალაქემ - მთავრობას თუ „საერთაშორისო გამჭვირვალობას?“

ვის დაუჯეროს ბიუჯეტზე დამოკიდებულმა მოქალაქემ - მთავრობას თუ „საერთაშორისო გამჭვირვალობას?“

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, თითოელი ზედმეტად გაცემული ლარი სწრორედ მას უკავშირდება.

მთავრობას ურჩევენ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

ამიტომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო რეალურ მაჩვენებელზე დაგეგმოს,

ხოლო ინფლაციის დონის მატების და ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების ფონზე საბიუჯეტო პოლიტიკა მეტად უნდა იყოს თავსებადი გამკაცრებულ მონეტარული პოლიტიკასთან.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთავრობის ხარჯების, ბიუჯეტის დეფიციტის და გაზრდილი სახელმწიფო ვალის აღებას ნეგატიური გავლენა ექნება ლარის კურსზე და ინფლაციის დონეზე. შესაბამისად, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა.

ხელისუფლებაში, რასაკვირველია, არ იზიარებენ კრიტიკას და ამბობენ, რომ როგორც უნდა მომხდარიყო ხარჯის ზრდა, მაინც ვერ ასცდებოდნენ მსგავსი სახის სპეკულაციებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უკმაყოფილოა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ საარჩევნო წელს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებისგან. დეპუტატის აზრით, ეს არის ტენდენციური დასკვნა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით.

„არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები! - ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებს და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი, როგორ აფასებენ ამ ინიციატივას“, - განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნას საზოგადოებამ არ დაუჯეროს:

„მათი შემოთავაზებით, არასოდეს პენსია არ უნდა გავზარდოთ. არ შეხედოთ „გამჭვირვალობას“, შეხედეთ რეალობას. „გამჭვირვალობის“ დაჯერებამ ზოგჯერ შესაძლოა, უხერხულობაც შექმნას და დღევანდელ მაგალითს მოვიყვან: ჩვენი საპატივცემული ჟურნალისტები უხერხულში ჩავარდნენ.

„გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმების შემთხვევები, რომლებიც ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს და დღეს როცა შემოვდიოდი, გზა გადამიღობა, პრაქტიკულად, ყველა ჟურნალისტმა და დასვეს კითხვა, რატომ მუშაობს ჩემი მეუღლე საჯარო სამსახურში და იღებს ბიუჯეტიდან ხელფასს. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. არც ერთ თეთრს ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ, რომ ელემენტარულად, ის იქ არ მუშაობს.

ობიექტურობიდან გამომდინარე, უნდა დავადასტურო ისიც, რომ განხორციელდა ზარი „გამჭვირვალობიდან“. პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. ასე რომ, მეგობრებო, არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად დისკრედიტაცია საჯარო მოხელეების, დეპუტატების“, - განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს, მისი ხარჯები მართლაც ნახტომისებურად მატულობს. მხოლოდ მიმდინარე ხარჯები ერთი მლრდ ლარით იზრდება, საიდანაც ყველაზე მეტი წილი - 451 მლნ ლარი სოციალურ ხარჯებზე მოდის. ამ მიმართულებით ჯამში 4.3 მლრდ ლარი დაიხარჯება.

194 მლნ ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯი - 91 მლნ ლარით, ხოლო საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯი - 103 მლნ ლარით. 2020 წელს მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯები 2.9 მლრდ ლარი იქნება. 91 მლნ ლარით გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯის 76% სამ უწყებაზე მოდის: შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სახელფასო ფონდი 30 მლნ ლარით იზრდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის - 20 მლნ ლარით, თავდაცვის სამინისტროსი კი - 20 მლნ ლარით. შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯი ჯამში 900 მლნ ლარამდეა, რაც ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლის 57%-ია.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 111 ადამიანით გაიზრდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შსს-ში და თავდაცვის სამინისტროშია. შსს-ში დასაქმებულთა რაოდენობა 1 000 ადამიანით იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროში 1 250-ით მცირდება. თავდაცვის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სამეცნიერო კვლევის და სამხედრო მრეწველობის განვითარების პროგრამაში არის დაგეგმილი, თუმცა პროგრამის დაფინანსება უცვლელი რჩება.

Maverick ესენი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანალიტიკოსები კი არა, ასოზე დაფუძნებული, გვარიანად გადაფარჩხული „საერთაშორისო ბნელეთის“ ანალ-იტაკოსები არიან...
4 წლის უკან
tngh ყველა ცნობილი "ცნობილებისთვის" ყველაზე მორგრბული სახელია "მეგრანტეები"...
4 წლის უკან
სოციალისტი ბმული
4 წლის უკან