„სააკაშვილმა სწრაფად იყნოსა თანამედროვე მსოფლიო ტრენდი - ტრადიციულ ღირებულებებთან მიბრუნების ტენდენცია და გადაწყვიტა „მოაჯდეს“ ამ ტრენდს“

„სააკაშვილმა სწრაფად იყნოსა თანამედროვე მსოფლიო ტრენდი - ტრადიციულ ღირებულებებთან მიბრუნების ტენდენცია და გადაწყვიტა „მოაჯდეს“ ამ ტრენდს“

29 სექტემბერს, „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ მისი ყოფილი თანაგუნდელის, გიგა ბოკერიას მისამართით ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია. იყო თუ არა პოპულისტური მისი ეს განცხადება და რამდენად გათვლილი იყო მოსახლეობის ფსიქოლოგიაზე, პოლიტოლოგთა განხილვის მთავარი საკითხი გახდა. სწორედ სააკაშვილის ინტერვიუს შესახებ წარიმართა ინტერვიუ პოლიტიკის ექსპერტ, ხათუნა ლაგაზიძესთან.

ყველამ ვნახეთ 29 სექტემბერს მთავარი არხის პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ. თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა მისი მხრიდან ყოფილი თანაგუნდელის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, როდესაც მას ანტიქრისტიანი და ქართული ტრადიციების წინააღმდეგ მოქმედი უწოდა?

- სააკაშვილმა დაიწყო მზადება 2020-ის არჩევნებისთვის და ამ გზაზე მისი მთავარი მიზანია ელექტორატის გაზრდა. საქმე ის გახლავთ, რომ: 1. „ენდიაი“-ს ბოლო კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგები არსებითად შემცირებულია - თუ პარალელს გავავლებთ ერთი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ აღებულ თითქმის 40%-სა და „ენდიაი“-ს კვლევის მიხედვით „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ჯამურ 13%-ს შორის, მივხვდებით, რომ ოპოზიციას და სააკაშვილს შეშფოთების საფუძველი აქვთ. ოპოზიციის რეიტინგმა არამცთუ გაზრდა, არამედ ძველ ნიშნულზე შენარჩუნება ვერ შეძლო 20 ივნისის მოვლენების მიუხედავადაც კი;

  1. პროპორციული არჩევნები ნულოვანი თუ ბუნებრივი ბარიერით და ბლოკების აკრძალვა, რომლით უნდა ჩატარდეს 2020-ის არჩევნები, რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავზე დაკიდული „დამოკლეს მახვილია“, რადგან ის შანსს აძლევს პატარა პარტიებს ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და შევიდნენ პარლამენტში. შესაბამისად, საპროტესტო ელექტორატი მაქსიმალურად დაიქსაქსება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020-ში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სანატრელი იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 2018-ში აღებული პროცენტები. თუმცა, დიდი ალბათობით, „ნაციონალები“ შეინარჩუნებენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილს მომავალი არჩევნების შემდეგაც, რადგან ჯერჯერობით ასპარეზზე გამოსული ერთადერთი ახალი ოპოზიციური ძალა - ხაზარაძის „ლელო“, აქედანვე ეტყობა, რომ ვერ შეძლებს გახდეს მთავარი ოპოზიციური პარტია და ითამაშოს იგივე როლი, რაც „ოცნებამ“ 2012-ში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სააკაშილმა გადაწყვიტა გააზარდოს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. როგორ?! მან ყველაზე სწრაფად ქართულ რეალობაში, ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევების წინ იყნოსა თანამედროვე მსოფლიო ტრენდი - კონსერვატიზმის, ნაციონალიზმის, ტრადიციულ ღირებულებებთან თუ ტრადიციულ რელიგიებთან მიბრუნების ტენდენცია და გადაწყვიტა „მოაჯდეს“ ამ ტრენდს. მის გამოსვლებში, როგორც აღვნიშნე, მსგავმა რიტორიკამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იჩინა თავი, მაგრამ ახლა გაცილებით მკვეთრი სახე მიიღო.

ლოგიკურად,ნაცმოძრაობა“ დაევროპული საქართველო“ ერთიანი ძალებით უნდა იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, თუმცა რეალობა რადიკალურად სხვას გვეუბნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად უარყოფითად იმოქმედებს ორივე ძალისთვის შიდაარეულობა წინასაარჩევნო პროცესზე და რამდენად შეამცირებს მსგავსი ტიპის განცხადებები საზოგადოებაში მათდამი სიმპათიას?

- „ევროპული საქართველო“ უკვე სამი წელი უშედეგოდ ცდილობდა ჩამოეშორებინა იმიჯი, რომ მათი და „ნაციონალების“ გაყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა და პირველივე საჭიროებისთანავე ისინი გაერთიანდებიან. პრინციპში, ასეც მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. სააკაშვილის მიერ ბოკერიაზე დარტყმამ „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალებისგან“ დისტანცირების ამოცანა გაუადვილა. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, სააკაშვილის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა „ევროპული საქართველოს“ წისქვილზე დაასხა წყალი: თუ მათ შეძლეს გადაუწყვეტელი პროდასავლელი ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ მათ „ნაციონალებთან“ საერთო მომავალი არა აქვთ, თან იმ ფონზე, როცა ღიად აღიარებენ და ინანიებენ მათი 9-წლიანი მმართველობის დანაშაულებს და გადაცდომებს, ეს, რა თქმა უნდა, მათ ამომრჩევლის რაოდენობის გაზრდის შანსს აძლევს.

რაც შეეხება, თავად „ნაციონალურ მოძრაობას“. სააკაშილმა თავის ერთ-ერთ ბოლო ვიდეომიმართვაში სწორედ შენიშნა და აღნიშნა, რომ „ვინც ქადაგებს ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს - ვასაძეებს, „ქართულ მარშებს“ და ასე შემდეგ ... ნახეთ, რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად - ყველა, სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაგებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან... არადა მე მჯერა, რომ შეგვიძლია, ვისწრაფოდეთ დასავლეთისკენ, მაგრამ ამავე დროს, არ მოვწყდეთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს. სწორედ პუტინს უნდა დანერგოს განცდა, რომ პროდასავლურობა ეროვნულობისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. არადა ეს ასე სულაც არ არის - პირიქით“.

მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ სააკაშვილს ამ ჭეშმარიტებამდე მისასვლელად მთელი 16 წელი დააგვიანდა. მიუხედადვად იმისა, რომ მან თავის პარტიას სწორედ „ნაციონალური“, იგივე - ეროვნული მოძრაობა დაარქვა, მთელი განვლილი წლების განმავლობაში მართლაც ჩანდა ის სამწუხარო კოლიზია, რომ, როგორც სააკაშვილი აღწერს, დასავლური ორიენტაციის ძალების ნაწილი უნებლიე კონფლიქტში აღმოჩნდა ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან. მეეჭვება რომ 2020-ის არჩევნებამდე სააკაშვილმა შეძლოს დაკარგულის ანაზღაურება, მით უფრო, რომ მისივე პარტიის წევრების ნაწილს მისი ეს მოწოდება სასაცილოდ არ ჰყოფნით, ნაწილს კი ძალიან ეხამუშება. თანაც, სააკაშვილი ამ მოწადინებაში - აითვისოს, დაიკავოს დიდწილად ცარიელი ეროვნულ-პატრიოტული ნიშა, მარტო არ არის, ამ წლის აპრილ-მაისიდან დაწყებული, ზუსტად იგივე ცდილობს „ოცნებაც“- 9 აპრილის პომპეზური აღნიშვნიდან დაწყებული, როგორიც კარგა ხანია არ გვინახავს, ზვიად გამსახურდიას დიდების რეინკარნაციით გაგრძელებული, ეკლესიების აღდგენის ახალი ტალღის ჩათვლით - სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ „ოცნებამ“ არავის დაუთმოს კვლავ გამოღვიძებული, აღმავალი ეროვნულ-პატრიოტული ტრენდი.

შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირება მთავარი ოპოზიციური ძალის დასასრულის დასაწყისია?

- ვერ ვიტყოდი, რადგან, მანამ, სანამ არ გამოჩნდება ძალა, რომელიც შეძლებს „ნაციონალების“ ადგილის დაკავებას პოლიტიკურ სივრცეში, ისინი შეინარჩუნებენ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. და, ეს, როგორც ჩანს, მარტივი ამოცანა არ არის, იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძეც კი, რომელმაც შეძლო ნულიდან შეექმნა უზარმაზარი ბიზნეს-იმპერია და ე.წ. სელფ-მეიდ ქართველის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, ვერ აღმოჩნდა პოლიტიკაში ისეთი გამჭრიახი, როგორსაც ველოდით. აშკარაა, რომ მას აკლია პოლიტიკური ალღო. ყოველ შემთხვევაში, დღემდე, პოლიტიკაში, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მას რიგითი პოლიტიკოსების რიგში აყენებს და დღითი დღე იფანტება იმის მოლოდინი, რომ ის შეძლებს მნიშვნელოვან გარღვევას ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, ჯერჯერობით, იმედს მაინც არ ვკარგავ.

საბოლოო ჯამში, რამდენად ამცირებს პარტიების იდეოლოგიური ცვალებადობა საზოგადოებაში კონკრეტული ჯგუფისადმი ინტერესს და წამოიწია თუ არა წინ პარტიულ ლიდერთა განცხადებებში პოპულისტური შინაარსის სიტყვებმა?

- პოპულიზმი პოლიტიკაში ჩვეული ამბავია და მით უფრო, წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, პოპულიზმის მიღმა თუ პარალელურად, პარტიებს და პოლიტიკოსებს რეალური, საქვეყნო საქმის კეთების სურვილი ამოძრავებდეთ და არა მხოლოდ საკუთარი მერკანტილური ინტერესები - იყვნენ პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ცხოვრება და ბიზნესი აიწყონ. მისიონერი პოლიტიკოსები აკლია დღეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - მსოფლიო პოლიტიკას და ეს არის თანამედროვე მღელვარე ყოფის მთავარი მიზეზიც და გამოწვევაც.

       

 

 

trampi ჩქარა მოვა დრო. ეს ქალბატონი ისევ გაპატრიოტდება(მოდა გახდება) და ...გლობალისტობას დაივიწყებს
აგე საააკაშვილიც კი თავგამოდებული პატრიოტი გახდა, თითქოს საქართველოსთვის ბუზიც არ აუფრენია ......ეხლა ტრამპის მაყურებლები სხვებიც ბევრი აჰყვებიან მიხოს ვაიპატრიოტობაში

ისე კი ან აქამდე რატომ იყო ქართველების კონსერვატორიზმი გრეხი?? რატომ იყო რომ ამ ე.წ. გლობალიზაციას ძალითა გვთხრიდნენ ცხვირპირში??...ისე რაა, საკუთარი ვისი ვისსაშია არა გვყოფნიდაა, ახლა სხვებისაც ჩვენთვის ძალით რომ არ ეთხარააათ?
რამდენი უბედურება შემოგვიტანეს ძალით ამ ე.წ. გლობალიზაციის შირმით...თითქოს ისე ნაკლებად გვჭირდეს საკუთარი უბედურებები...
ჯერ მარტო ეს ფანდარასტების კანონი რად ღირს....
და კიდევ ქვეყნის სხვა რაღაცეეები შემოგვტენეს .... იმათ რა ჩამოთვლის /
არადა ძალიან მაინტერესებს ... ამ ,,ცივილიზირებულ ევროპაში,, კერძოდ კი ინგლისში, ქვეყანას ხომ კონსევატორები და ლეიბორისტები
მართავენ?/ ანუ ეროვნულ ტრადიციებს და და ხალხის ინტერესების დამცველი პარტიები?
ანუ იქ ისე მაღალ დონეზეა საკუთარი ეროვნული ცხოვრების წესის და ტრადიციები დაცვა, რომ ვინც იტყვის საკუთარ ეროვნულ ტრადიციებს და ინტერესებს დავიცავთო, ეგრევე დამკაში გადიან....
ანუ ინგლისელებს საკუთარი ფასეულობების დაცვა ყველაზე მაღლა უყენიათ და მათი მთავრობებიც სწორედ ამ ინტერესების დაცვას ემასახურებიან
არ მოიქცევიან კარგად და ეგრევე სიქტიმს უშვრებინ
დააახლოებით იგივეს აკეთებენ ლეიბორისტებიც....
ეხლა მთავარი კითხვა....კი მაგრამ თუ კი ინგლისელების ტრადიციული ცხოვრების წესის დაცვა, ისეთი საამაყოა რომ მათი ერთერთი მმართველი პარტია კონსერვატორული პარტიაა, რომელიც მსოფლიოშიც კი თავისი ხალხის ტრადიციული წესჩვეულებების და თავისი ხალხხის ინტერესების
დაცვით მოქმედებს...... რატომაა ჩვენთან ეროვნულ სატკივარზე ოდნავი წამოკვნესებაც კი რუსული ნარატივი? პუტინისტობა და ასე შემდეგ??
რატომ არის ჩვენთან ეროვნულ საკითხებზე პატრიოტთა ალიანსის, ვასაძის და მარშის ქმედებები სამარცხვინო, პუტინთან ჩახუტება, რუსეთის ინტერესების გატარება და ინგლისელებისათვის კი თავიააანთი ეროვნული ტრადიციების და წეს ჩვეულებების დაცვა საამაყო და მისასალმებელი??
რატომა იმათი ტრადიციების დაცვა მსოფლიოსთვის მისაღები, ანგარიშ გასაწევი და სააამაყო და ჩვენი ოდნავი ქართულად დალაპარაკებაც კი ჩამორჩენილობა, გრეხი და სიბნელე??
უტრირებით რომ ვთქვა ......რატოა იმათთვის რეპეტე შემწვარი წიწილა და ქართველისთვის კი ლობიო??
ჰოოოდა აი მანადააა სწორედ ძაღლის თავი დამარხული.--------იმიტომ გვექცევიან ასე, რომ ისინი ჩვენ თავს ათასად გვამეტებებენ, ჩვენ სუ ბნელებად გვთვლიან, ამიტომ იმათი მძღ...იც კი ჩვენ ოქროდ უნდა მივიღოთ....
არადა აკი ჩვენი სტრატეგიული მეგობარიაო??....
მერე მეგობარი რომ მეგობარს, თავს ამეტებს, ზევიდან უყურებს, ის მეგობრობააა? მეგობრობა კი არ მსუბუქად რომ ვთქვათ ვასალობაააა
მერე?.... რუსეთის ვასალობა რომ არ გვინდოდა, განა იმიტომ არ დავიტეხეთ ეს 30 წლიანი უბედურობებიიი??...კიდევ ესე უნდა გვაცხოვროონ (დაჟე უარესად) ამ კეთილმიქინძულებმააა
თანაცა და რომელი წესით ადათით მამეტებს ეგ მე თავს...ასჯერ მეტი თუ არა რითი ვართ მაგათზე ნაკლები?/
ჰოოდა რატომ არის ჩემი ქართული ტრადიციები დასამალი, გრეხი და ჩამორჩენილობა ?
4 წლის უკან
trampi ესეც ძველისძველი პოსტი




ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ფეიბუქის" პირად გვერდზე BBC-ს სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავებზე გასვლისა და სასაფლაოებზე სუფრის გაშლის ქართულ ტრადიციას შეეხება. სიუჟეტს ქართველების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემი რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!
სხვის თვალში ბეწვის ძიებას ჯობია, საკუთარ თვალში დირეს მიხედოთ!!!
მესმის თქვენი შოკის - ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში.
ზედაპირული ექსკურსი.........
- საუდის არაბეთში - დემოკრატიამ, ერაყსა და ავღანეთში მშვიდობამ არ ჩაგაგდოთ შოკში?
- პუტინის ბარბაროსობამ საქართველოსა და უკრაინაში - არ გამოიწვია თქვენში პროტესტი?
- პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რომ შემქმენით, ჯერ კიდევ ანგლო-ბურების ომის დროს, და როგორც ეროვნული ღირებულება, მთელ მსოფლიოს რომ მოსდეთ - ამანაც არ შეატოკა თქვენში შოკის ძარღვი?
- რასაც დედამიწაზე, თქვენი პირსისხლიანი სამეფოს სახელით ჩადიოდით, ყაჩაღობდით, ძარცვავდით და ანადგურებდით ერებსა და სახელწიფოებს - ის არ გაგდებდათ შოკში?
- ბავშვთა მონური შრომის გამოყენებასა და მონა ბავშვების დეპორტაციის ისტორიაზე რას მეტყვით - რომელიც 1970 წლამდე გრძელდებოდა თქვენს ცხვირაბზუებულ სამშობლოში?
- სკოლებში, ბავშვების, საკუთარი შვილების ცემა, მხოლოდ 1999 წელს რომ გააუქმეთ, როგორც სასჯელის ფორმა - თქვენ ის ბრიტანელები არ ხართ?
- დილის პოლიციური ეკიპაჟებიდან დაწყებული, და თითქმის ყველა დამკრძალავი პროცესიით დამთავრებული, დღემდე რომ ცხენებს იყენებთ - ლონდონშიც კი, და ნეხვის ფერი (არომატზე აღარ ვიტყვი) რომაა ტემზა - ეგ როგორ ჯდება შოკუნიებში?
- ასეთ ჰუმანურ და ცხოველების მოყვარულ ხალხს, არც მელიებზე ნაციონალური ნადირობა არ გაღელვებთ?
- სულ დამავიწყდა, არაკასტრირებული, ფსლის სუნით გაჟღენთილი ღორის ხორცის ჭამაც (შემწვარი ბეკონი საუზმეზე) - არ გაგდებთ შოკში?
- არც მატლების ამოთხრის ეროვნული დღე?
- არც ეკლესიების - დისკოთეკებად, რესტორნებად, სასტუმროებად გადაქცევა იწვევს თქვენში შოკს - ხომ ასეა?
4 წლის უკან
trampi ხოოოდა მითხარით...... რატომააა მაგათი ტრადიციების დაცვა აუცილებლად მისაღები და ჩვენი კიდევ....... სიბნელე და ჩამორჩენილობა??
4 წლის უკან