„თუ ქვეყანამ ჰესები არ განავითარა, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ძვირი ელექტროენერგია ექნება“

„თუ ქვეყანამ ჰესები არ განავითარა, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ძვირი ელექტროენერგია ექნება“

ელექტროენერგიის დეფიციტი მუდმივად მზარდია და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საფრთხეს უქმნის. ცალკე პრობლემაა ტარიფის მატების მუდმივი საფრთხე და ამით უკმაყოფილო მოსახლეობა, რომელიც ძალიან მწვავედ რეაგირებს ყოველგვარ გაძვირებაზე. არადა, იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება სწრაფად იზრდება.

2019 წლის სექტემბერში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ოპერატიული სტატისტიკით, სექტემბერში იმპორტის მოცულობა 185 მლნ კვტ_სთ იყო, მათ შორის რუსეთიდან 125 მლნ კვტ_სთ, ხოლო აზერბაიჯანიდან 60 მლნ კვტ_სთ. 2018 წლის სექტემბერში იმპორტმა 139.46 მლნ კვტ_სთ შეადგინა. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობამ საქართველოში 835 მლნ კვტ_სთ-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 პროცენტით მეტი იყო.

სემეკის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის შექმნა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამიტომ ე.წ. გაჩერებული ჰესების მშენებლობა უნდა დაჩქარდეს. სხვა შემთხვევაში, უნდა შევეგუოთ, რომ ძვირი ელექტროენერგია გვექნება.

„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია, ანუ მეტი ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოება. ნორმალურ პირობებში და ეს ევროპულ ქვეყნებშიც ასეა, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, დაახლოებით იმდენით იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზეც. ჩვენთან ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტის ფარგლებში გვქონდა, თუმცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 7-8 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა. ანუ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, რაც სამი ფაქტორითაა განპირობებული:

პირველი ეს არის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის ძალიან აქტიური პოლიტიკა, მეორე ფაქტორი არის კრიპტოინდუსტრია. ე.წ. მაინინგი ძალიან დიდ ენერგიას საჭიროებს და ჩვენი მოხმარების 10 პროცენტზე მეტი სწორედ მაინინგზე მოდის; მესამე ფაქტორია ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებზე გადასვლის ტემპი. ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპის ქვეყნები, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადავიდნენ. ჩვენთანაც გადადიან, მაგრამ ტემპია დასაჩქარებელი“, - აღნიშნა ნარმანიამ.

მისი თქმით, თუ ქვეყანამ ჰესები არ განავითარა, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ძვირი ელექტროენერგია ექნება.

„ჩვენს გარშემო რეგიონიდან იმპორტირებული ენერგია უფრო ძვირი გვიჯდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა დიდი დეფიციტი წარმოიშვება. ამიტომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, მათ შორის მოსახლეობასთან, რომ ისეთი ჰესების მშენებლობა მაინც გაგრძელდეს და დაიძრას, რომლებიც გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას არ ახდენენ. თუ არის გარემოზე ძალიან მძიმე უარყოფითი ზეგავლენის მქონე, მხოლოდ ასეთ პროექტებზე შეიძლება უარი ვთქვათ, მაგრამ დღეს რამდენიმე ისეთი პროექტია გაჩერებული, რომლებზეც ძალიან ბევრი დადებითი დასკვნაა.

ჰესები უნდა აშენდეს, სხვანაირად უნდა შევეგუოთ იმას, რომ ძვირი ელექტროენერგია გვექნება. ყოველთვის ელექტროენერგიის შესაძენად ვალუტა ქვეყნიდან გარეთ გაედინება და ჩვენი ქვეყნისთვის ვალუტის გადინება მაკროეკონომიკური კუთხითაც არ არის სასურველი“, - განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში ნარმანიამ.

მის მოსაზრებას სპეციალისტებიც იზიარებენ. ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ არსებული ენერგოდეფიციტი, უფრო მეტად ხდის ნათელს იმ შეცდომებს, რასაც ხელისუფლება ენერგეტიკაში უშვებს.

„როგორც წესი, აქ სულ არის ხოლმე სიძნელეები. წელს თბოსადგურების მხრივ დადებითი ტენდენცია იკვეთება, რადგან ახალი სიმძლავრეები შევიდა ძალაში, თუმცა ამითი მსჯელობა არ შეიძლება. ეს არის სისტემის გამართულობა, მაგრამ თუ იგი უზრუნველყოფილი არ არის ენერგომატარებლით (წყლით, გაზით, ნახშირით) ის გამოუყენებელი რჩება. ზამთარში ჩვენ, ყოველთვის გვიჭირს და დენს ვყიდულობთ მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე ზაფხულშიც გვიჭირს.

ეს მაჩვენებელი, გაზრდილი მოხმარების გამო, გაცილებით მაღალი იქნება წელს, ვიდრე იყო შარშან. შესყიდვის პარამეტრები იქნება 2 მლრდ კვტ_სთ-ს ფარგლებში, თუ მეტი არა. ეს ძალიან მძიმედ დაწვება ელექტროსისტემას და გარკვეული კორექტირების შეტანა გახდება საჭირო“, - აღნიშნა ჭითანავამ.

ფირცხალა ექსპლუატაციაში, რო გაეშვება აჭარისწყლის და ჭორიხის ჰესები, ნენსკრა, ნამოხვანი - ვინმეს შეუძლია პროგნოზი გააკეთოს დენის ფასი დაიკლებს?
5 წლის უკან
tngh დენის ფასის დაკლება კი არა, თუ არ აშენდა ახალი ჰესები სრული ენერგო-კატასტროფა და მნიშვნელოვანი გაძვირება გველოდება. იმ მავნებლებს, რომლებიც საკუთარი "დილეტანტ-პოპულისტობით" ჰესების მშენებლობას ბლოკავენ, გამკაცრებულმა კანონმა უნდა გასცეს პასუხი...
5 წლის უკან
ფირცხალა tngh - ს, დიდ ფულს ხარჯავენ ეგ ე.წ. არასამთავრობოები იმისთვის, რომ ჰესები არ აშენდეს. მქონია შეხება, ხალხს როგორ აბუნტებენ ჰესის მშენებელი კომპანიების მიმართ :( ზოგიერთი გაუაზრებლად ყვირის იმას, რასაც არასამთავრობოები ეუბნებიან და აზრზე არ არიან, რო სისულელეს იძახიან (ძალიან ბევრი მაგალითია)... სამწუხაროდ.
გეთანხმებით, აუცილებლად უნდა აილაგმონ !
მეც არ მინდა ჰესი აშენდეს გარემოსდაცვითი საკითხების გაუთვალისწინებლობით !
იმედია დროულად დაიწყებენ მშენებლობებს
5 წლის უკან
tngh ვინმეს წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდა დღეს სრულიად საქართველო "ენგურჰესისა" და "ჟინვალჰესის" გარეშე???
5 წლის უკან
tngh ვინმეს წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდა დღეს სრულიად საქართველო "ენგურჰესისა" და "ჟინვალჰესის" გარეშე???
5 წლის უკან
Serapina არა, ეგ არასამთავროები რომ ქვეყანას ძირს უთხრიან, აქ სადაო არაფერია...
მაგრამ, ერთი იმას შეხედეთ, ინვესტორმა (და ვითომ სადღაც დარეგისტრირებულმა ფირმებმა ამ დროს მათ უკან ყოფილი ან მოქმედი ქართველი პოლიტიკოსი დგას... მაგ, ძმები ბეჟუაშვილები და ა.შ.) როგორ "დაასაქმა და სუნთქვის საშუალება " მისცა ადგილობრივ მოსახლეობას ტყიბულში, ზესტაფონში...
ესენი, ძველები და ახლები, პირადი ბიზნესის აყვავებაზე მუშაობენ და ეს, ვითომ "ხალხი დასაქმდება" და "დენის ფასი დაიკლებს" რომ ბავშვის მატყუარასავითაა და მხოლოდ პროტესტის თავიდან აცილების საშუალებაა, ცოცხალი თავით არ გინდათ დაიჯეროთ?!
ქვეყანა რომ სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, ხელისუფლებას ექნებოდა ნდობა და შესაბამისი ბერკეტებიც, ეწარმოებია მოლაპარაკებები ხალხთან...
მაგრამ, სანამ საქართველო ამ პოლიტიკოსებს, ტორტის ნაჭრები ჰგონიათ და იმაზე ზრუნავენ, მეორე ჩემზე მეტი არ შეხვდესო... რაის ფასდაკლებულ დენზე საუბრობთ, 7 წლის წინ რომ ზვიად ძიძიგურმა დაგპირდათ?!
5 წლის უკან
Serapina ბმული
5 წლის უკან
realoba ჰესები გასაგებია და კიდევ კარგი რომ ხვდება ხალხი ნელ–ნელა როგორ ბლოკავენ ფსევდო პატრიოტი არასამთავროები და ამას ის დიდი პოლიტიკოსებიც უწყობენ ხელს ვინც შემოტანილი დენით ისქელებენ ჯიბეებს. აღარ დაგიკონკრეტებთ ვის ინტერესებშია ეს დაბლოკვა და ვინ აკონტროლებს ენერგო სექტორს იმედია თავადაც მიხვდებით, მაგრამ ვინმეს გახსენდებათ და კითხვა არ გიჩნდებათ რატომ აღარ შენდება და არაფერს აღარ ამბობენ ქარის ელექტრო ენერგიაზე? ყველგან სადაც დააპირეს აშენება დაბლოკეს იმ მიზეზებით სადღაც თირმე იშვიათი არწივი შეხვედრიათ, სადღაც "უნიკალური" სახეობის ხოჭო და ასე შემდეგ. აი კარგად რომ ჩავეფლობით ჭაობში ის არწივი, ორბი და ხოჭოები გიშველით მერე. თუმცა ისევ ჩვენ ვიკითხოთ თორემ იმ ნაძირლებს კი აქვთ ნაშველი
5 წლის უკან
Serapina არა ბატონო, არწივის ბუდეც მეორეხარისხოვანია და მოსახლეობის მცირენაწილის წინაარღმდეგობაც კი, თუკი ხელისუფლების შეფასებით ამ ჰესების აშენებას, მოსახლეობის ემეტესობისათვის, სიკეთის მოტანა შეუძლია.
ქვეყანას, რომელსაც განათლების პოლიტიკა არ გააჩნია და ჩვენს თვალწინ, ნიჭიერ ბავშვებს ქუჩაში ტოვებს, ამ ქვეყანას რომ ენერგეტიკის პოლიტიკა ჰქონდეს, საეჭვოდ არ გეჩვენებათ?!
არა, უბრალოდ ასე თავგამოდებით რომ ამტკიცებს მავანი,რუსეთისაგან დამოუკიდებლობის აუცილებელი გზააო... მრავალმხრივი დამოუკიდებლობის გზაა ნორმალური სასკოლო განათლება და რატომ არ გვაქვს? განა მანდ მილიარდობით ფული არ ჩაიდო?!
სად დადგა სახელმწიფოსთვის სიკეთე... ყველა რომ სამ დიპლომს იღებს და ასოცირებული პროფესორია ამ ფორმით?!
მე, არ მჯერა რომ ამ ჰესებით ქართულ ეკონომიკას ეშველება... იმიტომ რომ, რაც გვაქვს, იმით ვერ ვიღებთ შემოსავალს,მაგალითად ტურიზმი... და რაც არ გვაქვს, ის თუ აგვაშენებს... აგაშენათ ღმერთმა, მეც გამიხარდება.
5 წლის უკან
tngh ჰესები უნდა აშენდეს... და რაც შეიძლება ბევრი!!!
5 წლის უკან
tngh ჰესები უნდა აშენდეს... და რაც შეიძლება ბევრი!!!
5 წლის უკან