აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე ნატოს წევრობა – რას იტყვის ხელისუფლება?

აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე ნატოს წევრობა – რას იტყვის ხელისუფლება?

აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე ნატოს წევრობა – ასეთია ნატო–ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის პოზიცია. ყოფილი გენერალური მდივანი თვლის, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო–ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

როგორც რასმუსენი აცხადებს, ეს საქართველოს გადასაწყვეტია. აქვე აცხადებს, რომ აღნიშნული არჩევანი სარისკოა. თუმცა მისი თქმით, კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო – ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო–ში.

„შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო–ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო–ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო–ში. ეს საქართველოსა და ნატო–ს გადასაწყვეტი იქნება“, – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მისი თქმით, პუტინმა იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ მათ ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო–ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ნატო მზად არის მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

„მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო–ში. ეს საქართველოსა და ნატო–ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო–მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო–ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ექსპერტი დევიდ კრამერი ამბობს, რომ რასმუსენი გულისხმობდა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ნატო–ს კარი საქართველოსთვის რუსეთისთვის საქართველოს მისწრაფებებზე ვეტოს დადების ფაქტორის მიცემის გარეშე, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის წახალისების გარეშე.

„ეს არ ნიშნავს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას, არამედ პრეცედენტების შეხედვას, როგორიცაა – კვიპროსი, გერმანია, აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანია და შემდგომ იმის მიხვედრას, თუ როგორ შეიძლება, ნატო და საქართველო წინ წავიდნენ ისე, რომ ამაში დაარწმუნონ ნატო–ს მოკავშირეები, ვინც შესაძლოა, ნერვიულობენ საქართველოს მიღებაზე. ის ცდილობს, იყოს შემოქმედებითი და ჩემი აზრით, ეს გამამხნევებელი უნდა იყოს“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა.

ყოფილი გენერალური მდივნის პოზიციას იზიარებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომლის განცხადებით, მე–5 მუხლის გავრცელების გარეშე ნატოში შესვლა არის ერთადერთი გზა. მისი თქმით, არასოდეს არავის უთქვამს, რომ საქართველო ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე უნდა შევიდეს. როგორც ხიდაშელი ამბობს, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ნატოში წევრობა არის ერთადერთი გამოსავალი.

„იმისათვის რომ აღვადგინოთ ერთიანი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ნატო და ევროკავშირი არის ერთადერთი სწორი პასუხი. ეს არის ყველაზე პრაგმატული პასუხი იმაზე, რა გამოწვევის წინაშეც ჩვენ ვართ. ეს იდეა არ ეკუთვნის ანდრეს ფოგ რასმუსენს.

სასიამოვნოა, რომ ისიც იმავე პოზიციაზეა. უკეთესი იქნებოდა როცა გენმდივანი იყო, მაშინ ჰქონოდა ეს პოზიცია, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წონის, ამ რანგის, დღეს უკვე ექსპერტის როლში მყოფი ადამიანების პოზიციები.

საქართველოს ხელისუფლებას ეს მოსაზრება ფრაგმენტულად ჰქონდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში ის ხალხი იყო, ვისაც გვქონდა ეს პოზიცია, თუმცა იმისათვის, რომ აქტიური ქმედება დაიწყო, მოტივირებული უნდა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დადგეს. მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნატო–სთან მიმართებით გარდა საფრთხის განცდისა, სხვა განცდები აქვს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ასე არ ფიქრობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომლის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება და ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება ნატო–ს წევრი. რასმუსენის საპასუხოდ სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ყველა ცივილიზებული სუბიექტის მხრიდან.

„საქართველო ნატო–ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, მისი მოსაზრება არსებობს ნატო–ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე. ანუ, შეუძლია თუ არა საქართველო ნატო–ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, თუმცა მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს ისე, როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო ნატო–ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად. ამ თემაზე ოფიციალური განხილვა არასოდეს ყოფილა, ეს არის მხოლოდ ექსპერტების მოსაზრება, ეფუძნებიან რა გამოცდილებას. საქართველო ტერიტორიული მთლიანობით გახდება ნატო–ს წევრი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რასმუსენის განცხადებას იზიარებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე, რომლის განცხადებით, განცხადება საინტერესოა, რადგან ჩვენი მეგობარი ქვეყნების ნაწილისთვის, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ რუსეთთან ომის საფრთხე ახლავს ამ პროცესს, შეიძლება ეს მოდელი მისაღები გამოსავალი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, ინიციატივა, რომელიც ნატო–ს წევრობას გულისხმობს იმგვარად, რომ მე–5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციას უფრო დააჩქარებს.

„როცა ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა კვლავ ძალაში დარჩება, ნატო–ს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უპირობოდ, მაგრამ ამავე დროს, ტოტალური თავდაცვის მუხლი გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს არის ძალიან საინტერესო გამოსავალი.

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს, აქამდეც ნაფიქრი უნდა ჰქონდეს. არაღიარების პირობებში ეს არის გარანტია, რომ ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების ქოლგას და გარანტიას იმისა, რომ საქართველო განვითარდება ნახტომისებურად, ჩვენთან ჩაიდება თავისუფალი კაპიტალი, ინვესტიციებისთვის იქნება ძალიან მიმზიდველი გარემო. რაიმე საფრთხეს ეს ჩვენთვის არ შეიცავს, პირიქით უფრო მომგებიანი იქნება ამგვარი კონფიგურაციით ნატო–ში გაწევრიანება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

„რონდელის“ ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ფიქრობს, რომ ნატო–ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადება ნიშნავს, რომ დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი იმისა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო–ს წევრობას. ბატიაშვილის განცხადებით, რასმუსენის განცხადებიდან ისიც გამოჩნდა, რომ მათი აზრით, 2008 წლის გადაწყვეტილება საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში მთლად მართებული და სამართლიანი არ იყო.

„ეს განცხადება არის დადებითი, იმიტომ, რომ ნატო–ში კიდევ უფრო აცნობიერებენ იმას, რომ 2008 წლის გადაწყვეტილება არ იყო მთლად მართებული და სამართლიანი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში და რუსეთის მიმართ ეს არის არასწორად გაგზავნილი სიგნალები, რომ წააქეზა მისი აგრესია ჩვენს მიმართ.

რაც შეეხება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ნატო–ს მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდახმარებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის შემდგომი შესაძლო აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით. ის, რომ ნატო–ს ყოფილმა, მაგრამ გენერალურმა მდივანმა ეს განაცხადა, ნიშნავს, რომ დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი იმისა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო–ს წევრობას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას იზიარებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და აცხადებს, რომ დიახ, დისკუსები უნდა დავიწყოთ, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო–ში. მისი თქმით, თუ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, მაშინ ყველა დამშვიდდება, მათ შორის ნატოც.

„თუ რასმუსენმა მეხუთე პუნქტი ახსენა, მაშინ ვეთანხმები მის მოსაზრებას. დიახ, დისკუსები უნდა დაიწყოს. დისკუსიები უნდა დავიწყოთ იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო–ში. თუ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, კარგიც კი არის. ამ შემთხვევაში ყველა დამშვიდდება, მათ შორის ნატოც, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვითხოვთ ალიანსისგან შეიარაღებულ მხარდაჭერას, მხოლოდ მშვიდობიანი მხარდაჭერა გვჭირდება.

თუ რასმუსენმა ახსენა მეხუთე პუნქტი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვღებულობთ, მაგრამ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ – ეს ჩემთვის მისაღები პოზიციაა. ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება უნდა მივიდეს კონსენსუსამდე, გვინდა თუ არა ჩვენ ნატო–ში გაწევრიანება ისე, რომ მეხუთე პუნქტი არ შეეხოს აფხაზეთსა და ცხინვალს და უკვე ნატო–ში გაწევრიანებულმა საქართველომ განაგრძოს მუშაობა გაერთიანებისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთებისთვის. მთავარია ეჭვ ქვეშ არ დადგეს შერიგების საკითხი და დიალოგი არ შეწყდეს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სოციალისტი მე პირადად ამ ადამიანის განცხადებაში ამისთანა საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ!!! თანაც, ეს ნატოს ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა. რომც იყოს მერე რა - ვთქვათ გვღებულობენ საერთაშორისოდ, გაერო-ს მიერ აღიარებულ საზრრებში, ხოლო მე-5 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ეხება საქართველოს არაოკუპირბულ ტერიტორიებს. რას მოთქვამთ, თითქოს რამე წვდომა გვქონდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან ახლა ან ახლო მომავალში ჩანდეს პერსპექტივა?! თუ ამ პირობით, რაც გვითხრეს, მიგვიღებენ ესეც ხეირია, თურქეთი სომხეთი და აზერბაიჯანი, ეს ჩვენი საქართველოს დაუძინებელი მტრები, ესენი მაინც ვეღარ ჩამოგვაჭრიან დარჩენილ ტერიტორიებს! თუმცა არსებობს ალტერნატივა, მთლიანად, გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში შევიდეთ ღუსეთის ფედერაციაში, განსაკუთრებული სტატუსით, დაახლოებით ისეთით, როგორიც ადრე 1991 წლამდე ჰქონდათ ბელორუსიას და უკრაინას, მოკლედ გაეროს წევრობის შენარჩუნებით, როგორც მოკავშირე რესპუბლიკა. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში გამოვიდეთ ცალკე სუბიექტის სახელით, დაახლოებით ისე როგორც დიდ ბრიტანეთშია შოტლანდია და ირლანდია!
4 წლის უკან
გამი ამ რასმუსენს როცა გენ მდივანი იყო, მასინ შემოეთავაზებინა ეს ვარიანტი. ახლა გადამდგარი კაცის სიტყვას რა ძალა აქვს.... მეტყვიან, ნატოს გამხმოვანებელი არისო... კი, ბატონო ნეტავ ასე იყოს!
4 წლის უკან
Katana :
ჯერ ერთი, რასმუსენს არავინ ეკითხება ამ საკითხის გადაწყვეტას და ამ წინადადებით გამოწვეული ხმაური კი იქნება დიდი , მაგრამ რეალური მნიშვნელობა ექნება ისეთივე, ხუხაშვილს რომ ეთქვა!
მეორეც, ეს არ არის ახალი იდეა: გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ხელისუფლებაში რესპების ყოფნის დროსაც ითქვა (მგონი, სულაც რასმუსენის მიერ) - საქართველს ხელისუფლების ნაწილი გვთავაზობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე მივიღოთ ნატოში ეს ქვეყანაო. (ეს რომ რესპების იდეა იყო, ხიდაშელმა ირიბად დაადასტურა დღეს).
მესამე, რასმუსენმა თქვა: თქვენ იმსჯელეთო... ეს არ ნიშნავს, რომ მალე მოხდება ეს ამბავიო, მაგრამ იმსჯელეთ, განიხილეთ, თქვენი რა მიდის... ("ნისკარტი მოგიცვთებათ?" ) - გაერთობით მაინცო... ამასობაში რუსეთიც მოიფიქრებს ახალ-ახალ გოთვერნობებს, საპასუხოდ... მაგალითად, ოსეთის გენოციდს ქართველების მიერ (დუმაში რომ უდევთ განსახილველად)... მართალია, დასავლეთი არ აღიარებს, მაგრამ თვითონ შეუძლია აღიაროს და კიდევ იშოვის ერთ-ორ მათხოვარს (ტუვალუს მსგავს) ქვეყანას, რომ ათიოდე "კალაშნიკოვის" ფასად აღიარებინოს... ჰოდა იქნებით სულ ასე მხიარულადო!..
P.S.
ერთი ანეკდოტისა არ იყოს, - ეს კაცი ჩვენი მეგობარია, თუ დათვის?
4 წლის უკან
სოციალისტი Katana-ს, ე.ი. ისე გამოდის, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია ჩვენთვის ან სამეგობრო ხელის გამოწოდება ან კიდევ ერთხელ ღვიძლში წიხლის ჩაზელა?!
4 წლის უკან
სოციალისტი აი არ დაახანა "უფროსი ძმის" რეაქციამაც - ბმული ეს არაოფიციალური გამოხმაურებაა რასმუსენის ნათქვამზე, მაგრამ ჩანს, როგორ აქვთ ყური მოდებული ფანერის კედელზე და ყურადღებით გვისმენენ!
4 წლის უკან
Katana .
სოციალისტი :))))
ჰო, ასე გამოდის. DDDzia-მ სხვა თემაში დადო ეს ლინკი, მაგრამ იმედია არ ეწყინება, თუ მე აქ
გადმოვიტან, რადგან თემატურად ყველაზე უფრო აქაურობას შეესაბამება:
ბმული
4 წლის უკან
სოციალისტი კარგია!
4 წლის უკან
Katana : მერე გამოხტება ვინმე სირი და თავისი გრანტი რომ გაამართლოს, იყვირებს -
SOS!... პრორუსული ძალები ღია შეტევაზე გადმოვიდნენო!...
4 წლის უკან
DDDzia ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზება არაა როგორც ყოფილი გენერალური მდივნის შეთავაზება მხოლოდ.
თუ სტროქებს შუა წავიკითხავთ, გამოდის, რომ ნატო კბილს გვისინჯავს, მაგრამ ფრთხილად, რომ თავისი სტატუსი არ დააზარალოს.
ყოფილ გენერალურ მდივანს ათქმევინა ის, რაც თვითონ ვერ თქვა. თუ დავთანხმდებით, თვითონაც ჩაერევა ამ საქმეში, თუ არა და ხელებს გაშლის და იტყვის, რომ ყოფილმა თქვა, მე ხომ არ მითქვიაო.
მეორეა, თუ როგორი რეაქცია ექნება ამაზე უკრაინას და რუსეთს. თუ უკრაინა არ იქნება უარზე ყურუმისა და დანბასის გარეშე ნატოში შევიდეს, ამას რა ჯობს.
შესაბამისად რუსეთიც არ იჯდება გულხელდაკრეფილი და სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. გამწვავება ნატოს აწყობს მხოლოდ, რამეთუ ზალანსკი მოელაპარაკა რუსებს ნორმანდიის ოთხეულის შეკრებაზე და ადრე უკრაინის მიერ დადებული პირობების შესრულებაზე, რასაც პარაშა კატეგორიულად არ ასრულებდა, რუსებმა ფაქტიურად გადაიბირეს მოლდოვიპრეზუდენტი დადონი და რიგში ჩვენ ვდგევართ.
გარდა ამისა, ევროპაში სულ უფრო მწვავდება სიტუაცია სანქციებთან დაკავშირებით და საფრანგეთი დღეს თუ არა ხვალ უარსი იტყვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, გერმანიასაც სერიოზულად ურტყავს ჯიბეზე და ისიც უარს იტყვის სანქციებზე და ასეთ შემთხვევაში საჭიროა კიდევ ერთი გამწვავება,რომ არსებული შეინარჩუნონ.
გარდა ამისა, უკრაინამ მიმდინარე წლისთვის ხელი მოუწერა პინდოსებს მათი აირის შესყიდვაზე, რაც საკმაოდ ძვირი ღირს, და სიტუაციის დარეგულირებისას უკრაინა მომავალი წლისთვის შეიძლება ისევ რუსულ გაზზე დაჯდეს. ევროპაში მხოლოდ უკრაინა და პოლონეთი ყიდულობს ამერიკულ გაზს, დანარჩენებს რუსული ურჩევიათ, რაკი თითქმს სამჯერ იაფია. რუსეთთან გაზის კონტრაქტების ჩაგდების შემთხვვაში ევროპა გერმანიის და საფრანგეთის სახით მიიღებს ეკონომიკურ პრობლემებს და პინდოსტანს მიეცემა დამატებითი შანსი თავისი თითქმის გათახსირებული დოლარის შესანარჩუნებლად. ბრიტანეთი თითქმის უკვე გადაბირებულია და ბრექსიტს აღარ შეაჩერებსნ, რჩება ახლა დანარჩენი ევროპა.
ასე, რომ ჩვნეს ხარჯზე ამერიკა თავის პრობლემებს აგვარებს.
4 წლის უკან
DDDzia დამატებით - ჩინეთისა და რუსეტის თამაში დოლარის წინააღდეგ ახალ ფაზაში შევიდა და რუსეთმა უკვე გამოუშვა სახელმწიფო ობლიგაციები იუანის დაფარვით (საბანკო საქმეებშივერ ვერკვევი და შეიძლება ტერმინოლოგიაში ეშლებოდეს). "ჩრდილოეთი ნაკადი 2" დასრულების ფაზაშია და როგორც მახსოვს 2021 წელს დასრულდება და ჩაბარდება მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიამ წინასწარი მოლაპარაკებების დარღვევით (ალბათ პინდოსების წაქეზებით) რუსეთს აუკრძალა საკუთარ შელფში გაზსადენის გატარება. ახლა მიდის საარბიტრაჟო დავა, თუმცა უარყოფითი შედეგის შემთხვევაშიც პროექტი დასრულდება, მაგრამ გაზსადენი გადაიწევს და პროექტი ცოტა გაძვირდება.
შესაბამისად, ეს არის მრავალსვლიანი კომბინაცია, რომელშიც ჩვენ უნდა შევასრულოთ უბრალო პაიკის როლი. ჭადრაკის ერმინოლოგიით ეს გამბიტია - ჩვენ გაგვწირავენ თავისი გეგმების შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად. ჩვენი მოტუტუცო პრეზიდენტი არაა წინააღმდეგი მათ დაკრულზე იცეკვოს. მაგრამ ეს მაინც მთავრობის პრეროგატივაა.
4 წლის უკან
DDDzia გურამ ნიკოლაიშვილი: მათთვის ჩვენ ვართ მცირე ზომისა და წონის პოლიტიკური იარაღი. დასჭირდებათ _ რაღაცაში გაგვცვლიან, დაგვახურდავებენ და მორჩა…
ბმული
4 წლის უკან
tngh რასმუსენის ეს განცხადება სრული ლუსტრაცია აღმოჩნდა "ნაც-ოპოზიციისათვის". დაწყებული ბოკერიადან... ელისაშვილით დამთავრებული. აპატურაიმ კი თავისი განცხადებით "ცივი შხაპი" გადაავლო ყველა იმას, ვისაც სურვილი აქვს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დარჩენილი საქართველოს "ნატოს" წევრობაში გაცვალოს.
4 წლის უკან
tngh რასმუსენის ეს განცხადება სრული ლუსტრაცია აღმოჩნდა "ნაც-ოპოზიციისათვის". დაწყებული ბოკერიადან... ელისაშვილით დამთავრებული. აპატურაიმ კი თავისი განცხადებით "ცივი შხაპი" გადაავლო ყველა იმას, ვისაც სურვილი აქვს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დარჩენილი საქართველოს "ნატოს" წევრობაში გაცვალოს.
4 წლის უკან
სოციალისტი როგორც ხედავთ ნატოს ოფიციალურმა - მოქმედმა ჩინოვნიკმა ძირშივე, მეორე დღესვე დაუსვა ამ საკითხს წერტილი. მისი განცხადებით ახლა ამაზე მსჯელობის დრო არ არის!!! აღარ გვინდა ეს ვარაუდები, ვის რა ჰქონდა ჩაფიქრებული, რა მახეს თუ ფიანდაზას გვიგებდნენ და ა.შ. კიდევ ერთხელ გარკვევით უთხრეს ბოკერიას, სააკაშვილს, რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს ვერ მიგიღებთ ნატოში ვერც მთლიანად და ვერც ნაჭერ ნაჭერო
4 წლის უკან
tngh პატივცემულო სოციალისტო!!! გუშინ ტ/კ "ჭუტავიზიაზე" ბოლომდე გაიყიდა განთქმული "დილეტანტ-პოპულისტი" ელისო ალექსანდროვნა. მთელი მისი "სიბრძნე" დაანთხია იმისთვის, რომ "ნაც-ოპოზიციის" დემაგოგია "გაეპრავებინა" აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დარჩენილი საქართველოს "ნატოს" წევრობაზე და ილუზიურ ინვესტიციებში გაცვლაზე... ვერც წარმოვიდგენდი, თუ ესეთი წუწკი იყო...
4 წლის უკან
tngh პატივცემულო სოციალისტო!!! გუშინ ტ/კ "ჭუტავიზიაზე" ბოლომდე გაიყიდა განთქმული "დილეტანტ-პოპულისტი" ელისო ალექსანდროვნა. მთელი მისი "სიბრძნე" დაანთხია იმისთვის, რომ "ნაც-ოპოზიციის" დემაგოგია "გაეპრავებინა" აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დარჩენილი საქართველოს "ნატოს" წევრობაზე და ილუზიურ ინვესტიციებში გაცვლაზე... ვერც წარმოვიდგენდი, თუ ესეთი წუწკი იყო...
4 წლის უკან
tngh ელისო ალექსანდროვნა, იგივე ალექსანდრე ელისაშვილი. ნათელა შალვოვნა კი, შალვა ნათელაშვილი... გთხოვთ დაიმახსოვროთ!!!
4 წლის უკან
Katana : ხომ ვთქვი, გინდა რასმუსენს განუცხადებია ეს, გინდა ხუხაშვილს-მეთქი! :))
არადა, ისეთი ჩოჩქოლი და ალიაქოთი ატყდა, თითქოს "ნატოს" მძღოლმა მიკროფონით მიმართა მგზავრებს:
-- აბა, დაუჩქარეთ ახლა, დაუჩქარეთ! - ერთი კაციც და გავდივართო...
4 წლის უკან