შარაშენიძე:  „ოცნებას“ გახარიაზე უკეთესი მენეჯერი და კადრი არ ჰყავს

შარაშენიძე: „ოცნებას“ გახარიაზე უკეთესი მენეჯერი და კადრი არ ჰყავს

 

„ოცნებას“ გახარიაზე უკეთესი მენეჯერი და კადრი არ ჰყავს – თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მოსალოდნელ სამთავრობო გადაადგილებებთან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

მისი თქმით, თუ გახარია გახდება პრემიერ-მინისტრი მაშინ აუცილებლად დაბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრის პოსტზე.

„გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში, ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც დაბრუნდება შს მინისტრის პოსტზე. თუ მაია ცქიტიშვილი გახდება პრემიერი, გახარია სამინისტროში დარჩება, ღარიბაშვილი კი – პარტიაში. მე ასე მგონია.

მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გახარიას გადადგომას მოითხოვდა, რამდენად მართებულია, ის პრემიერი გახდეს? ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომნაციონალურმა მოძრაობამაცმსგავსი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვანო მერაბიშვილი პრემიერად დანიშნა.

– ვანო მერაბიშვილის დროს, პრემიერობა დიდად ვერაფერს წყვეტდა, ახლა კი გაცილებით მეტს წყვეტს, გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს. ჩემი აზრით, გახარიას ირგვლიც ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია, მგონი, ის სხვის დანაშაულსაც საკუთარ თავზე იღებს, 20 ივნისის ამბებს ვგულისხმობ.

შევაფასოთ მისი, როგორც შს მინისტრის საქმიანობა და როგორი პრემიერმინისტრი შეიძლება იყოს ის?

– მე რასაც ვუყურებ, „ოცნებას“ ახლა მასზე უკეთესი კადრი არ ჰყავს. 20 ივნისს რა მოხდა, სხვა ამბავია, მაგრამ გახარიაზე უკეთესი მენეჯერი, ფაქტია, არ ჰყავთ. იგი თავდაჯერებულია, გამართულად საუბრობს და „ოცნებაში“ ესეც კი ბევრს უჭირს.

როგორ ფიქრობთ, ამ ნაბიჯით რას გვეუბნება ივანიშვილი? რა ჩანაფიქრი აქვს?

- ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს. მასზე უკეთესი კადრი არ ჰყავს და ალბათ, ამას გვეუბნება, მეტს არაფერს.

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, რა შეიძლება მოუტანოს მან ახალიქართულ ოცნებას“?

– ახალს ვერაფერს მოუტანს, ყველამ კარგად ვნახეთ, ის ვინცაა. ღარიბაშვილი, რომელიც თავის დროზე ისე მოისროლა, რომ წინა დღეს რაღაც გრანდიოზულს აკეთებდა და მეორე დღეს გაიგო, რომ პოსტიდან ხსნიდნენ, მისი დაბრუნება სწორედ იმის დასტური იქნება, რომ ბიძინას კადრების დეფიციტი აქვს. გახარიას თავის კადრს რომ არ დაატოვებინებენ მინისტრად, ესეც გასაგებია.

ღარიბაშვილი შს მინისტრის პოსტზე ნიშნავს თუ არა კრიმინალისა და კრიმინალების უფრო გააქტიურობას?

– კრიმინალების რა გითხრათ, მაგრამ გვახსოვს მისი მინისტრობის დროს რაც ხდებოდა – ჯგუფების ორგანიზება და მათი მისევა ოპოზიციაზე, სახლებში შევარდნა. მის ხელში ეს შეიძლება ისევ დაიწყოს. მისი სტილია, მეტი არაფერი იცის. კახური კლანიც გვახსოვს. სწორედ ამის შექმნა არ აპატია მაშინ ბიძინამ და არ მგონია, ახლა მეორედ ეს გაბედოს.

მამუკა ბახტაძე, როგორც პრემიერირამდენად დადებითად შეიძლება მისი საქმიანობის შეფასება?

– მოდი, ასე შევაფასებ – კარგი ბიჭია.

რა ფიგურაა და რას წარმოადგენსქართულ ოცნებაშიგია ვოლსკი? სამომავლოდ, შეიძლება თუ არა ისიც ვიხილოთ სადმე წამყვან თანამდებობაზე?

– გია ვოლსკი ერთ–ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საჯარო სამსახურში აქვს ნამუშევარი და ის პროფესიონალი დიპლომატია. მართალია, მისი განცხადებები ზოგჯერ ძალიან პოლიტიზირებულია და ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ ის ფაქტი, რომ გამოცდილი საჯარო მოსამსახურე და გამოცდილი დიპლომატია, ჩემთვის რაღაცას ნიშნავს.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის კიდევ ქართულ ოცნებაში შედარებით წონიანი ფიგურა, ვინც შეიძლება ხალხის სიმპათიას იმსახურებდეს?

– „ოცნების“ მიმართ სიმპათია, მგონი, ძალიან რთულად დარჩა ვინმეს, ეს სხვა ამბავია. შვიდი წელი რომ ხარ ხელისუფლებაში და ბევრს ვერაფერს აკეთებ და ვერ მიაღწიე, რთულია, ვინმეს შენ მიმართ სიმპათია დარჩეს. შედარებით, შეიძლება მაია ცქიტიშვილი აღვნიშნოთ, რადგან ჯერჯერობით არავინ გაუღიზიანებია. არ ჩანდა და მაინც ქალბატონია.

კახი კალაძეზე რას იტყოდით?

– კალაძეზე ვაკელებს ვკითხოთ, აბა. ოთხი თვეა ვაკე გადათხრილია. როგორც მერი, ამბიციური ტიპია. ბედავს, რომ ვაკე გადათხაროს და ბევრი ამას ვერ გაბედავდა. მე რომ მკითხოთ, არ მესმის, რაში სჭირდება ამდენი თვე ერთი გზის დაგებას. ასე რომ, მის მუშაობას მაინც და მაინც ეფექტურად ვერ შევაფასებ. მართალია, არ ეშინია და გაბედულია, მაგრამ როცა ქუჩა თვეების განმავლობაში კეთდება, ჩემთვის ეს გაუგებარია.