რუსეთის საქართველოს ხელისუფლებას დათმობებზე ტესტავს, - ხუხაშვილი

რუსეთის საქართველოს ხელისუფლებას დათმობებზე ტესტავს, - ხუხაშვილი

„შენს ტერიტორიაზე ბლოკების დადგმა ბევრი ვერაფერი შედეგია. თანაც ამას გამარჯვებად რომ აცხადებ... სერიოზულ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება ჩიხშია შესული. რუსეთი კი ტესტავს სანამდე არის დამთბობი საქართველოს ხელისუფლება“, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ვისაც „რეზონანსი“ მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

„რეზონანსი“: როგორ შეაფასებდით საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს? ხელისუფლება აცხადებს, რომ ოსური მხარის ულტიმატუმი არ შესრულდა და არც მომავალში შესრულდება.

გია ხუხაშვილი: ბევრი ვერაფერი შედეგია შენს ტერიტორიაზე ბლოკპოტსების დადგმა. თანაც ამას გამარჯვებად რომ აცხადებ... სერიოზულ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება ჩიხშია შესული.

პოლიტიკური პროცესი ჩიხში თვითონ ხელისუფლებამ შეიყვანა - რომ რუსეთთან დათმობა უფრო მოქმედებს და დათმობით რუსეთი გაკეთილშობილდება. იმპერია კი ამას ასე უყურებს - თუ კომპრომისზე მიდიხარ უფრო მეტს გაწვება. რუსეთი ტესტავს ჩვენს ხელისუფლებას, სადამდე არის დამთმობი. ხელისუფლება არა მხოლოდ უნდა გააქტიურდეს, არამედ ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე უფრო უნდა აწიოს, რათა მცოცავი ტერიტორიების პროცესი არ გაგრძელდეს.

„რ“: საქართველს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალებამ უკმაყოფილება გამოიწვია არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ თავად "ოცნებაშიც". "ნაციონალური მოძრაობა" პრეზტიდენტის სასახლესთან საპროტეტსო აქციის გამართვას გეგმავს. ისინი პრეზიდენტის სასახლის ორივე შესასვლელის პიკეტირებას აპირებენ.

გ.ხ.: მინდა გავიხსენო როგორ უტევდა „ოცნება“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით და მინდა შევახსენო ისიც, რომ ასეთი სკანდალი მარგვლაშვილის შეწყალებებთან არასდროს ყოფილა. ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით „ჩემიანი“ და „სხვისი“. „ჩემიანს“ ყველაფერი ეპატიება, თავის თვალში მორებს ვერ ხედავს. რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ზურაბიშივლი და როგორ ახსნის თავის ამ გადაწვეტილებას?! ეს ქალი დიდი გაუგებრობაა ქართულ სინამდვილეში და მოგვიწევს რაღაც პერიოდის ამის ატანა.

„რ“: ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებეთან დაკავშირებითაც საპროტეტსო აქციებს აანონსებს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი გახარიას პრმიერ-მინისტრად დანიშნავს, ხალხი ქუჩაში გამოვა და აქციები პერმანენტლ ხასიათს მიიღებს. თქვენ რას იტყოდით სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით?

გ.ხ.: სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრინპიპულად არ ვაკეთებ კომენტარს. მითუფრო არშემდაგარ ფაქტთან დაკავშირებით  შეფასებას ვერ გავაკეთებ.

„რ“: მედიაში არსებულ სიტუაციას როგორ აფასებთ? ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებული არხი ეთერში 9 სექტემებრს გავა, თუმცა ჯერ-ჯერობით ლიცენზია არ მიუღია, „ფორმულასგან“ განსხვავებიც, რომელსაც ავტორიზაცია უკვე მიენიჭა. ასევე, გაიზაირებს თუ არა „რუსთავი 2“-ის ბედს „ტვ პირველი“ ჯერ-ჯერობით უცნობია.

გ.ხ.: ჩემთვის გაუგებარია, რა არგუმენტებით უნდა უთხრან უარი გვარამიას ავტორიზაციაზე. თანაც გვარმიას ისეთ რამეს ედავებიან, რომ სრული აბსურდია. ამ ტიპის ბრალდებით საქართველოში ნებისმიერ შპს-ს დირექტორი შეიძლება დაიჭირო. 

გვარმიას ტაქტიკა, გირაოს რომ არ იხდის, გასაგებია. როგორც ჩანს, იგი შეგნებულად მიდის ამ ნაბიჯზე, რომ გაფორმდეს პოლიტიკური დევნა.

რაც შეეხება „ტვ პირველს“, მე ვფიქრობ, რომ გირაოს გადაიხდიან.