"იცით ვინ არის გივი თარგამაძე? მოლაყბე, ავანტიურისტი და ლოთი" - განაცხადა Russia.ru-ს პირდაპირ ეთერში რუსმა ოპოზიციონერმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ბორის ნემცოვმა, როდესაც მას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ასახულია, როგორ გეგმავენ ქართველი დეპუტატი და რუსული ოპოზიციის ლიდერი სერგეი უდალცოვი რუსეთში მასობრივ არეულობებს.
ნემცოვმა აღნიშნა, რომ ორი წლის წინ ანალოგიური როლი თარგამაძემ უკრაინაშიც შეასრულა, სადაც სკანდალურმა ფირმა მისი მონაწილეობით საგრძნობლად დასწია ტიმოშენკოს რეიტინგი. 2007 წელს კი თარგამაძე კიდევ ერთ ანალოგიურ ვიდეოში ფიგურირებდა, ოღონდ ამჯერად ბელორუსში.
ნემცოვის განცხადებით, ეს ვიდეო მთავრობის ფაბრიკაციაა და რუსეთში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ქვეყანაში "არაბული გაზაფხულის" სცენარის განვითარებას ისურვებდა".