რამდენიმე სულელური შეკითხვა კახა ბენდუქიძეს

რამდენიმე სულელური შეკითხვა კახა ბენდუქიძეს

1. ბატონო კახა, იცით თუ არა, რომ 2003 წლის არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის” შეიარაღებული აქტივისტები ბოლნისის გამგებელს თავს დაესხნენ? არსებობს ვიდეო-კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ორი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის შეიარაღებული. იცით თუ არა, რომ მაშინ ამ პარტ-აქტივისტებს იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდათ და რომ რევოლუციის შემდეგ, ეს ორი (სავარაუდო) კანონდამრღვევი, ძალიან მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა? 2. იცით თუ არა, რომ ვარდების რევოლუციას მთლად უსისხლოდაც არ ჩაუვლია და 23 ნოემბერს შავნაბადის სამხედრო ბაზისაკენ გაგელვებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა, შემთხვევით, ჩემს თანაკლასელს გადაუარა? იცით, რომ ეს საქმე სათანადოდ არ გამოძიებულა და ნაციონალური მთავრობა მაქსიმალურად ცდილობდა მიჩქმალვას, რათა რევოლუციის ბრწყინვალება არ შებღალულიყო? 3. იცით თუ არა, რომ ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე, ადამიანები რომელთა ხათრითაც (რევოლუციის შედეგად მოსული მთავრობის უმანკო იმიჯის შესანარჩუნებლად) კალაშნიკოვის წარმოების ავტომატმა ბუტა რობაქიძის მანქანაში მოკალათება გადაწყვიტა, არავის დაუსჯია? რადგან ეს უკანასკნელი ვახსენე, სანდრო გირგვლიანის თემასაც მინდა შევეხო და გკითხოთ. 4. იცით, რომ მიუხედავად ოჯახისათვის გადახდილი 50 000 ევროისი, სტრასბურგის სასამართლოს განჩინება არ აღსრულებულა და საქმის ხელახალი, ობიექტური გამოძიება არ დაწყებულა? ალბათ არც ის იცით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განცვიფრებული იყო ხელისუფლების სხვადსხვა შტოების თანხვედრითი ქმედებებით, რათა საქმის ირგვლივ ვერ მოხდარიყო ობიექტური გარემოებების დადგენა. 5. ის იცით, რომ გირგვლიანის საქმისათვის გასამართლებული პირები რადიკალურად განსხვავებულ პირობებში იხდიდნენ უსამართლოდ მცირეხნიან სასჯელს და ისინი თქვენმა ფავორიტმა პრეზიდენტმა შეიწყალა? 6. თუ ესენი არ იცით, ჟვანიას საქმის დეტალები მაინც გეცოდინებათ. მაინტერესებს, თქვენში ეჭვი არ გამოიწვია ვანო მერაბიშვილის ნაჩქარევად გაკეთებულმა დასკვნამ პრემიერ მინისტრის გაზით გაგუდვის შესახებ? ან იმას მაინც არ დაუფიქრებიხართ, რომ გენერალურ პროკურატურას, ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თარგმნისას არსებითი “შეცდომა”, რომ გაეპარა და წინადადება “არ შეეძლო გარდაცვალება გამოეწვია”, “გარდაცვალების მიზეზი გახდა”-დ თარგმნა? არც ის გეუცნაურებათ, რომ სახლში, რომელშიც პრემიერის ნეშტი აღმოაჩინეს, მისი თითის ანაბეჭდი არც ერთ საგანზე არ იყო? შეიძლება, არც ის გეჩვენოთ საეჭვოდ, რომ პრემიერის გარდაცვალების მერე, ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი თავისმა თანასოფლელმა მოკლა მეოთხე კლასში შეყვარებულის გამო. მერე კი ამ ბიჭმა საკუთარ ბოსელში, ორი იარაღიდან ერთდროულად გასროლით მოიკლა თავი. თუ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები არ გაეჭვებთ, სხვა ნაკლებად გახმაურებულ წვრილმანსა თუ მსხვილ დანაშაულებზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასიკვდილოდ ცემებზე და ამ საქმეების თაროებზე შემოდებაზე, ყველა მეტოქის რუსეთის ჯაშუშად გამოცხადებასა და სამართლებრივი რეაგირების არქონაზე, კინო შედევრზე “ნოემბრიდან ნოემბრამდე” და განათლების მისაღებად წასულ განათლების მინისტრზე საუბარს რაღა აზრი აქვს. ამიტომ, მოდით, თქვენს საყვარელ სფეროზე, ეკონომიკაზე გადავიდეთ, სადაც, ცხადია, რომ ადმინისტრირების გაუმჯობესება და მთელი რიგი სხვა რეფორმები თვალსაჩინოა. მინდა რამდენიმე კითხვა დავსვა, რომელზეც თქვენი პასუხი ძალიან მაინტერესებს. იცით, რომ ფინანსური პოლიციის უფროსობის პერიოდში, დავით კეზერაშვილმა სიტუაცია ისე დააყენა, რომ მისი ნებართვის გარეშე შერეული ტვირთის ე.წ. “კარგო”-ს შემოტანას მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შეძლებდა? მართალია, მოაწესრიგა, მაგრამ თან საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარა. კეზერაშვილის, ერეკლე კოდუასა და საწყის ეტაპზე, პრეზიდენტის ძმის კვოტის მიღმა დარჩენილი ნებისმიერი იმპორტიორი კარგ შემთხვევაში ჩერდებოდა, უარეს შემთხვევაში კი აჩერებდნენ 1. იცით თუ არა, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვინც შევარდნაძის ავადსახსენებელ დროში სახელმწიფოს ქონება უსამართლოდ მიითვისა, ბევრ ისეთ ადამიანსაც შეექმნა პრობლემა, ვინც აბსოლუტურად კანონიერად ფლობდა მას და დღეს ამ ქონებების უსამართლო მფლობელები სწორედ თქვენი თანაგუნდელები არიან? მაგალითისთვის პიქსელის ადგილას მდგომი 3 სართულიანი შენობა შემიძლია შეგახსენოთ, რომლის შუშის ექსტერიერი და მასშტაბი, ქალაქის თავკაცების მაშინდელი განცხადებების მიხედვით, ჭავჭავაძის ქუჩისთვის არაავთენტური იყო და ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა. იცით თუ არა, რომ იქ დღეს ბევრად მაღალი შუშის შენობა დგას, რომლის ყოფილი მფლობელიც თქვენი კოლეგა დავით კეზერაშვილია? 2. იცით, რომ ფინანსური პოლიციის უფროსობის პერიოდში, დავით კეზერაშვილმა სიტუაცია ისე დააყენა, რომ მისი ნებართვის გარეშე შერეული ტვირთის ე.წ. “კარგო”-ს შემოტანას მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შეძლებდა? მართალია, მოაწესრიგა, მაგრამ თან საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარა. კეზერაშვილის, ერეკლე კოდუასა და საწყის ეტაპზე, პრეზიდენტის ძმის კვოტის მიღმა დარჩენილი ნებისმიერი იმპორტიორი კარგ შემთხვევაში ჩერდებოდა, უარეს შემთხვევაში კი აჩერებდნენ, ჯიბეში აღმოჩენილი სუბოტექსის აბებითა თუ რაღაცნაირად ინტერპრეტირებული სსკ 214-ე ან 218-ე მუხლებით. 3. ის იცით, რომ მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნის მიუხედავად, კეზერაშვილი დარჩა ამ კორუფციული სისტემის განმკარგველად და თავის ადგილას ხელდასმული ბიჭები მის ბიზნესს გამალებით იცავდნენ, რამეთუ როგორც თანამესაყდრეებს აზერბაიჯანიდან “კარგოსა” და თევზის კონტრაბანდის ხაზი ებოძათ. 4. მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, რატომ იჯდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ინიციატივით ძებნაზე თქვენი მეგობრის გიგა ბოკერიას ქვისლის ძმა, რომელიც ამავდროულად კეზერაშვილის მეგობარიცაა, მაშინ როდესაც ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და ეს ყველამ კარგად იცოდა? იმიტომ ხომ არა, რომ მანამადე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო და ალვირეზის საქმეში მისი როლის გამო პარტნიორ ამერიკას თვალს უხვევდნენ, ირანთან საეჭვო გარიგებების გამო? იქნებ სწორედ ამ სკანდალთან დაკავშირებით იყო ჩამოსული აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი მიულერი საქართველოში და იქნებ სწორედ ამის გამო გაუკეთეს დავით კეზერაშვილს სასწრაფო წესით ისრაელის მოქალაქეობა? გსმენიათ ამის შესახებ, თუ ეს თქვენი სფერო არ იყო? 5. თქვენს სფეროს დავუბრუნდეთ. როგორ მოხდა, რომ იმ ასობით ნავთობ-იმპორტიორისგან, რომლებიც 2004 წლამდე ამ საქმით იყვნენ დაკავებულები, მხოლოდ ხუთი დარჩა? არ გიფიქრიათ, რომ ამას ვიღაცამ ხელი შეუწყო და საბოლოო ჯამში ოლიგოპოლიის ჩამოყალიბების შედეგად აიწია ბაზარზე ფასებმა? არ გაგიგიათ, რომ მაგალითად, ძეგვის ნავთობ-გადამამუშავებელ საწარმოს, რომლის სახელსაც აქ შეგნებულად არ ვწერ, 25 ლარიანი ნებართვის გამო 500 000 ლარი დაერიცხა და რომ ეს მოხდა ორჯერ ზედიზედ? სწორედ ამგვარი მიზანმიმართული შევიწროვების გამო, ნავთობ-გადამამუშავებელმა საწარმოებმა თავისი ქარხნები აზერბაიჯანში გადაიტანეს და ქვეყანა არა ნედლ ნავთობზე, არამედ მთლიანად მზა პროდუქციაზე გახდა დამოკიდებული? 6. არ დაგაეჭვათ იმ ფაქტმა, რომ 2006-2007 წლებში უეცრად ჯართის ექსპორტიორი თითქმის ყველა ფირმის ხელმძღვანელი სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იქნა ბრალდებული? 7. ეჭვებს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ხორცის იმპორტიორთა რაოდენობის ერთ ათეულამდე შეზღუდვას, სახელმწიფოს მხრიდან ღორებთან გამოცხადებული ბრძოლა მოყვა? უფრო სწორად, იმ დაავადებასთან, რომლის შესახებაც საქართველოს სოფლებში ტელევიზიებიდან იგებდნენ და არა დახოცილი პირუტყვებისგან? 8. იმას რას დაარქმევდით, რომ თბილისში ხორცის შეტანა თელეთისა და ნატახტრის სასაკლაოს ვიზის გარეშე შეუძლებელია? თბილისელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ევროკავშირის (უკვე უარყოფილ) მოთხოვნას, თუ გუბერნატორის ძმისა და კიდევ ერთი უხსენებელი კაცის ბიზნეს-გამჭრიახობას? 9. შ.პ.ს “ევრა”-სა და სახელმწიფოს შორის მიმდინარე დავაზეც სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს და ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული ყველა ფირმისათვის ჩამორთმეულ მიწებზეც. როგორ მოხდა, რომ იმ ასობით ნავთობ-იმპორტიორისგან, რომლებიც 2004 წლამდე ამ საქმით იყვნენ დაკავებულები, მხოლოდ ხუთი დარჩა? არ გიფიქრიათ, რომ ამას ვიღაცამ ხელი შეუწყო და საბოლოო ჯამში ოლიგოპოლიის ჩამოყალიბების შედეგად აიწია ბაზარზე ფასებმა? არ გაგიგიათ, რომ მაგალითად, ძეგვის ნავთობ-გადამამუშავებელ საწარმოს, რომლის სახელსაც აქ შეგნებულად არ ვწერ, 25 ლარიანი ნებართვის გამო 500 000 ლარი დაერიცხა და რომ ეს მოხდა ორჯერ ზედიზედ? სწორედ ამგვარი მიზანმიმართული შევიწროვების გამო, ნავთობ-გადამამუშავებელმა საწარმოებმა თავისი ქარხნები აზერბაიჯანში გადაიტანეს და ქვეყანა არა ნედლ ნავთობზე, არამედ მთლიანად მზა პროდუქციაზე გახდა დამოკიდებული? 10. ან რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ ჩატარებული რთველების შინაარსით ხომ არ დაინტერესებულხართ? იცით, რომ საქართველოში ზოგიერთი ნაყინის ქარხანა რძის ფხვნილზე მეტ ყურძენს მოიხმარს? იცით, ქვიშა-ხრეშის მომპოვებელმა საწარმოებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მათი ბიზნესის განვითარება, ყოველ შემოდგომაზე, რამდენიმე ტონა ყურძნის შესყიდვას უკავშირდება? ან ხომ არ იცით, რაში უნდა მოიხმარონ გარედან სასტუმროებმა და შიგნიდან საროსკიპოებმა წელიწადში 50 ტონა ყურძენი? იცით? მათ ნამდვილად არ იციან, მაგრამ საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს აქვთ ამაზე პასუხი. ეუბნებიან - თქვენ ოღონდ იყიდეთ და მერე თუ გინდათ უკან შეიყარეთ, ეგ ჩვენი საქმე არ არისო. 11. კიდევ მაინტერესებს, თქვენ, როგორც თავისუფალი ბაზრის პრინციპების მომხრე ადამიანს, რომელიც გვიმტკიცებდით, რომ სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს და გაზსადენის აუქციონზე გატანის შანტაჟით ამერიკის მთავრობა აიძულეთ შეწუხებულიყო და ჩვენს ბიუჯეტს დახმარებოდა, რამდენად სწორად მიგაჩნიათ სახელმწიფოს მხრიდან კერძო ბიზნესებში ე.წ. ოდეერების ჩასმა? არ გაგიგიათ? განა უშიშროების ოფიცრებზე გეუბნებით, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში არიან, არა, სულ სხვა ტიპებზე ვამბობ, რომლებიც კერძო საწარმოებში სხედან, დიდებში და ფინანსურად ძლიერებში. 12. თქვენ შეიძლება ისიც იცოდეთ, იუსტიციის მინისტრი რატომ ირგებდა ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში ცენტრალურ როლს და იქნებ იმის მიზეზიც გვითხრათ, თუ ყველაფერი კანონიერად ხდებოდა, რატომ გაქუსლა საქართველოდან არჩევნებიდან მეორე დღეს? იგივე კითხვა დათა ახალაიასთან, სოსო თოფურიძესთან და სხვა ჩინოვნიკებთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ, რომლებიც ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში და განსაკუთრებით მმართველი გუნდის “წინასაარჩევნო კამპანიაში” აქტიურად მონაწილეობდნენ. კიდევ უამრავი კითხვა მაქვს, მაგრამ უკვე დავიღალე ჩამოთვლით, ამიტომ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ: იცით თუ არა, რომ ის ტონი და ლექსიკა, რომლითაც ჟურნალისტებს ესაუბრებით, თქვენი უზრდელობის გარდა სხვა არაფერზე მეტყველებს?